ევროპის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი მისი მრავალფეროვანი ლანდშაფტია, რომელიც მოიცავს საოცარ კუნძულებს, ქვიშიან ნაპირებს, ლაშქრობას კლდის ბილიკებზე და ჩრდილოეთის ციალს. ხმელთაშუაზღვის სითბოდან დაწყებული ბალტიის და ატლანტის ოკეანის სიცივით გაგრძელებული, აქ უნიკალური და ლამაზი კუნძლები მთელ კონტინენტზეა გაფანტული.

1. კორჩულა, ხორვატია

ვენახებით, ზეთისხილის ხეებით და ტყეებით მოცული კორჩულა დალმატიის კუნძულებზე ყველაზე მწვანე კუნძულია. ის ხმელეთიდან 3 კმ-ში მდებარეობს და ზაფხულობით განსაკუთრებით დატვირთულია. ამიტომაც, უმჯობესია თუ მას პიკი სეზონის მიღმა ეწვევით. კუნძულზე საუცხოოდ შემონახული შუასაუკუნეების ისტორიული არქიტექტურაა.

2. სკიატოსი, საბერძნეთი

ერთი წამით წარმოიდგინეთ თქვენი ოცნების ბერძნული სანაპირო. აქვს მას გამოქვაბულები? თეთრი ქვიშა და არარეალური ფერის წყალი? მაშინ სკიატოსი თქვენი შემდეგი დასასვენებელი მიმართულება უნდა გახდეს. ეს ისტორიულად მნიშვნელოვანი კუნძული ათენსა და თესალონიკს შორის მდებარეობს. მისი პატარა დედაქალაქი ტრადიციული არქიტექტურით და ანტიკური მონასტრებით ნამდვილად მოგხიბლავთ.

3. სარდინია, იტალია

სიცილიის შემდეგ, სარდინია ხმელთაშუაზღვის ყველაზე დიდი კუნძულია. ის ევროპული სანაპიროების საოცნებო თეთრ ნაპირებს წარმოგვიდგენს მთებით, ნეოლითური ნანგრევებით, მისტიკით და მოწყვეტილი სოფლებით.

4. კორსიკა, საფრანგეთი

კორსიკა უკვე 200 წელზე მეტია რაც საფრანგეთის ნაწილია, მაგრამ ეს “სილამაზის კუნძულად” ცნობილი ადგილი მნიშვნელოვნად განსხვავდება ხმელეთისგან. მათი წეს-ჩვეულებები, კულტურა, სამზარეულო და ენა კორსიკულ უნიკალურ იდენტობას ქმნის. მისი ქვიშიანი ნაპირები, გამოქვაბულები, ტყეები და ველები სამოთხეა გარე აქტივობის მოყვარულებისთვის.

5. მენორკა, ესპანეთი

ესპანეთის ეს აღმოსავლეთი მხარე ბალეარის ზღვის მარგალიტია. იუნესკოს დაცულ ბიოსფეროდ აღიარებული ეს ნაკრძალი აგროტურიზმით საკმაოდ ცნობილია. მენორკა ქვეყნის საუკეთესო სანაპიროებს აერთიანებს. მისი ორი ელეგანტური ქალაქი წარსულის ისტორიებს გვიყვება: მაო ძველი ნავსადგურია ბრიტანული არქიტექტურით შთაგონებული, ფერადი ციუტადელა კი უფრო ესპანურ გავლენებს ავლენს. მისი აღსანიშნავია მენორკას გასტრონომიული მემკვიდრეობაც.

6. საარემა, ესტონეთი

თუ ესტონეთის სულს ეძებთ, საარემაში უნდა ჩხვიდეთ. ეს ქვეყნის უდიდესი კუნძული ტყეებით, კლდეებით და პატარა სოფლებით ქალაქგარეთ ცხოვრების რიტმს შეგაგრძნობინებთ. ესტონელებისთვის საარემას განსაკუთრებული მაგია აქვს. ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სასახლე ქალაქ კურესაარში მდებარეობს. საარემა ცნობილია გემრიელი სამზარეულოთიც.

7. ლოფოტენის კუნძულები, ნორვეგია

თუ ჩრდილოეთის ციალის ხილვაზე ოცნებობთ, მაშინ გეტყვით, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო კუნძულია სამოგზაუროდ. ლოფოტენი ნორვეგიასთან ხიდებით და გვირაბებითაა დაკავშირებული. აქ განვითარებულია ფერმერეობა, თევზაობა და ტურიზმი. განსაკუთრებით ლამაზია ზაფხულის საღამოებისას, როცა ჩრდილოეთის ციალი ფერებს სწრაფ-სწრაფად იცვლის.

8. გოტლანდი, შვედეთი

ცნობილი როგორც “ბალტიის დედოფალი” – გოტლანდი მაგიური კუნძულია შუასაუკუნეების ქალაქებით, ეკლესიებით, ქვიშიანი ნაპირებით და მძინარე სოფლებით. ის შვედეთის უდიდესი კუნძულია და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მდებარეობა აქვს. ვისბი, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილი ქალაქია ულამაზესი გოთიკური არქიტექტურით.

9. ტექსელი, ნიდერლანდები

დასიევენთ თეთრ ქვიშიან ნაპირებზე, ბუნების ნაკრძალებშ, ტყეებში და მშვიდ სოფლებში. ერთ დროს ის მნიშვნელოვანი გაჩერება იყო აზიიდან, აფრიკიდან და ჩრ. ამერიკიდან მომავალი გემებისთვის. ტექსელის ლანდშაფტი იდეალურია ველოსიპედით სასიარულოდაც.

10. სიცილიის კუნძულები, ინგლისი

ინგლისის სიცილიის კუნძლები უნიკალური ეკოსისტემით გამოირჩევა. აქ სუბტროპიკული სუკულენტები, უდაბნოს კაქტუსები და პალმის ხეები ულამაზეს სანაპიროებზე იზრდებიან. ის 200-მდე კუნძულისგან შედგება, საიდანაც მხოლოდ ხუთია დასახლებული.

11. სკაის კუნძული, შოტლანდია

შოტლანდის რიგით მეორე კუნძული სკაი დრამატული მთის ხედებით ადვილად ხელმისაწვდომია ხმელეთიდან ხიდის საშუალებით. მაგრამ უფრო მოწყვეტილი კუთხეების და შთამბეჭდავი ხედებისთვის კაიაკით უნდა განაგრძოთ სვლა. იხილავთ ზღაპრულ სასახლეებს, ფერად სოფლებს და გალერეა-მუზეუმებს. მისი სახელწოდება “ღრუბლიან კუნძულს აღნიშნავს” ამიტომაც აქ ამინდი ცვალებადია.