თეთრი ქვიშის სანაპიროები, ზეთისხილის ხეები და მთები: სკიატოსი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული კუნძულია სპორადესის არქიპელაგზე, ჩრდილოეთ ეგეოსის ზღვაში. იმ შემთხვევაში, თუ სკიატოსს გაზაფხულზე ან შემოდგომაზე ეწვევით, შეძლებთ ტურისტების გარეშე ისიამოვნოთ. მისი ელეგანტური მონასტრები, ფარული ეკლესიები და მშვიდი სალაშქრო ბილიკები კუნძულის ატმოსფეროსთან დაგაახლოვებთ. ქალაქი სკიატოსი კუნძულის მთავარი ჰაბი და ბორნების ნავსადგურია, რომელსაც ტავერნები, მაღაზიები და ბარები მიუყვებიან.

1. შეისწავლეთ სკიატოსის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა

ქალაქ სკიათოსს ფოლკლორის მიმართულებით ისტორიული ტრადიციები აქვს, რომლებსაც პრიტის ფოლკლორის მუზეუმში გაეცნობით. ასევე, ეწვიეთ პაპადიამანტის სახლ-მუზეუმს. მას ბერძნული ლიტერატურის მამას უწოდებენ. ის თავის შემოქმედებაში კუნძულის მაცხოვრებლების რთულ ცხოვრებას აღბეჭდავდა. მნიშვნელოვანია სამზარეულოც. დასხედით რომელიმე ტავერნაში ბერძნული ტრადიციული კერძების დასაგემოვნებლად.

2. შეიმეცნეთ ისტორია მონი ევალგელისტრიასში, ბერძნული დროში დაბადების ადგილას

სკიატოსიდან 5 კილომეტრში მდებარე მონი ევალგელისტრიას მონასტერი არამხოლოდ არქიტექტურითაა მნიშვნელოვანი მონასტერი სპორადესში, არამედ ის ადგილია, სადაც ბერძნული დროშა პირველად აღმართეს და ააფრიალეს. მის მუზეუმში რელიგიურ არტეფაქტებს იხილავთ. აქ სკიატოსის ცენტრიდან ავტობუსით მოხვდებით.

3. აღმოაჩინეთ შუასაუკუნეების დედაქალაქი კასტრო

კასტრო საუკუნეების მანძილზე სკიატოსის მეკობრეებისგან თავდასაცავი ლოკაცია იყო. დღეს ის ტურისტული ღირსშესანიშნაობაა. ბევრი ვიზიტორი აქ ქალაქ სკიატოსიდან ნავებით ხვდება.

4. გაისეირნეთ წყალში

საექსკურსიო გემები სკიატოსის ძველი პორტიდან კუნძულის გარშემო ნახევარ დღიან და სრულ დღიან ტურებს აწყობენ. მოინახულებთ ლალარიას სანაპიროს, ტრიპია პეტრას, სკოტინის და გალაზიას გამოქვაბულებს. სურვილის შემთხვევაში სკოპელოსსაც. სკიატოსის პატარა კუნძულები იდეალურია დაივინგისა და სნორკელინგისთვის.

5. დაისვენეთ სკიატოსის ყველაზე ცნობილ სანაპიროზე

სკიატოსი 60-მდე ქვიშიანი სანაპიროთია ცნობილი, რომლებზეც სრულ ერთ დღიან თავგადასავლებს მოიწყობთ. მაგალითად, ერთ-ერთი საუკეთესოა კუკუნარისის სანაპირო (Koukounaries Beach).

6. დალაშქრეთ კუნძულის ბილიკები

სკიატოსი ცნობილი სალაშქრო მიმართულებაა გასაოცარი ხედებით. ამისათვის საუკეთესო დრო მაისი, ივნისი, სექტემბერი და ოქტომბერია.

7. დალოცეთ სკიატოსის პირველი მევენახეობა

პარისის მევენახეობა სკიატოსში ნამდვილ ზღაპარს ჰგავს. ამ ოჯახის მიერ დაფუძნებულ ვენახსა და მარანში რამდენიმე ტიპის ბერძნულ ღვინოს ამზადებენ. დაგემოვნების ტურებს შეგიძლიათ შეუერთდეთ დილის 11-ის ნახევრიდან საღამოს 10-ის ნახევრამდე.