სუფთა სანაპიროები, სანაოსნო ქალაქები, გამოქვაბულები – ესპანურ კუნძულ მენორკას თითქოს ყველაფერი აქვს იდეალური დასვენებისთვის. 3 მთავარ ბალეარის კუნძულს შორის მდებარე მენორკა ბუნებაში რელაქსაციისთვის მშვენიერია და იდეალური მიმართულებაა სიწყნარისთვის. მენორკა მის მეზობელ მალიორკას წააგავს, მაგრამ უფრო მშვიდია.
1. Ciutadella de Menorca/მენორკას ციხესიმაგრე
ერთ დროს ეს კუნძულის დედაქალაქი იყო. მენორკას ციხესიმაგრე თავისი ისტორიული შარმით, ვიწრო ქვაფენილიანი ქუჩებით და ლამაზი არქიტექტურით გამოირჩევა. ძველი ქალაქი სავსეა ცოცხალი მოედნებით, რომელთა გარშემოც თეთრი და პასტელური შეფერილობის სახლებია. აქ გემრიელ ზღვის პროდუქტების კერძებს დააგემოვნებთ.
2. ადით ელ ტოროზე
El Toro – მენორკას უმაღლესი წერტილია. ის ქალაქის ცენტრში მდებარეობს და პანორამულ ხედებს გვთავაზობს გარემოზე. სუფთა ამინდში მალორკასაც მოკრავთ თვალს. მწვერვალზე მე-13 საუკუნის ეკლესია დგას ქრისტეს ქანდაკებით. აქვე შეგიძლიათ მიირთვათ ყავა პატარა კაფეში.
3. ბინიბეკა (თეთრი ქალაქი)
Binibeca – ეს თეთრი ულამაზესი დასახლება უნიკალური შარმით და მშვიდი ატმოსფეროთი კლასიკურ ხმელთაშუაზღვიურ არქიტექტურას წარმოგვიდგენს ვიწრო ხეივნებით და ფითქინა შენობებით.
4. მზის ჩასვლა Cova d’en Xoroi-ზე
მენორკაზე მოხვედრისას აუცილებლად უნდა ახვიდეთ კლდისპირა ბარში, რომელიც ბუნებრივ გამოქვაბულშია მოწყობილი და ხმელთაშუა ზღვას გადმოჰყურებს. აქ მზის ჩასვლა განსაკუთრებით ლამაზია. თუ გვიანობამდე დარჩებით, ბარი ღამის კლუბად გადაიქცევა.
5. სანაპირო კლუბი : Ivette
აქედან გადახედავთ ფერად სათევზაო ნავებს გამჭვირვალე ლურჯ წყალში. ეს თეთრად შეღებილი რესტორანი ბუნებითაა გარშემორტყმული და გემრიელ ზღვის პროდუქტებს და კოქტეილებს გთავაზობთ.
6. დალაშქრეთ კამი დე კავალსი
Camí de Cavalls – ისტორიული 185 კმ სიგრძის ბილიკია, რომელიც მენორკას მთელ სანაპირო ზოლს მიუყვება. აქ დადიან ფეხით, ველოსიპედებით და ცხენებით. ბილიკი მრავალფეროვან ლანდშაფტებს გთავაზობთ: კლდეებს, ფარულ სანაპიროებს, ტყეებს და ბიომრავალფეროვნებას.
7. ფორნელსი/Fornells
ამ მომხიბვლელ სათევზაო სოფელს საყვარელი ნავსადგური აქვს, სადაც პატარა ხის სათევზაო ნავები დგას. მისი სანაპირო მშვიდი წყლით გამოირჩევა და ისეთი სპორტის სახეობებით დაკავების საშუალებას გვაძლევს, როგორებიცაა: კაიაკი, ნავი და აშ.
9. ეწვიეთ ფავარიქსის შუქურას
Favàritx Lighthouse – მენორკას ნახევარკუნძულზე მდებარე შუქურაა სადაც ლამაზი ფოტოების გადაღებას შეძლებთ. ის ტურისტებში ნაკლებად ცნობილი ადგილია და განსაკუთრებული სიმშვიდით გამოირჩევა.
9. ქალაქი მაჰონი (მაო)
მსოფლიოში სიდიდით რიგით მეორე ნავსადგური მაჰონი, შემოკლებით მაო, მენორკაზე ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია. აქ დიდი პორტი, ეკლესია, ციხესიმაგრე და თევზის ბაზრობა.
10. სანაპიროები
მენორკა პატარა კუნძულია სხვადასხვა ტიპის სანაპიროთი. რამდენიმე საუკეთესო სანაპიროა:
- Cala Pregonda
- Cavalleria Beach
- Cala Macarella & Cala Macarelleta
- Cala en Turqueta
- Cala Mitjana
საუკეთესო სასტუმროები მენორკაზე:
- Paralia
- Restaurant Sa Nacra
- Nibs Healthy Bar
- Cathedral Coffee
- Bodegas Binifadet
- Es Jardi Ses Bruixes
- Sa Fonda Fornells
- Pipet & Co
- Ivette Beach Club
- Hola Ola Beach Bar