თუ კორსიკაზე ჩვენ მიერ დაგეგმილი გზამკვლევით ისარგებლებთ, მოინახულებთ აჟაქსიოს, ბონიფაშიოს, პორტო-ვეკიოს და მის ულამაზეს სანაპიროებს. მოკლედ, როგორ გავატაროთ 1 კვირა საფრანგეთის კუნძულზე?

1) Ajaccio/აჟაქსიო (1 დღე)

დაიწყეთ აჟაქსიოდან. ეს კორსიკას უდიდესი ქალაქია და აქ თვითმფრინავით ან ნავით ადვილად მოხვდებით, როგორც საფრანგეთიდან, ასევე იტალიიდან და სარდინიიდან. დაიწყეთ მისი ქალაქის შესწავლა და აღმოაჩინეთ საინტერესო და ლამაზი ადგილები:

  • ფეშის მუზეუმი (Fesch Museum) ბევრი მშვენიერი იტალიური ნახატით.
  • საიმპერატორო სამლოცველო, სადაც ნაპოლეონის მშობლების სამარხებია.
  • აჟაქსიოს ბაზრობა ფოსკის მოედანზე (Foch Square), რომელიც ყოველ დილას იმართება.
  • ბონაპარტის რეზიდენციის ეროვნული მუზეუმი, რომელიც ნაპოლეონის მშობლიური სახლია.
  • აჟაქსიოს კათედრალი და გენერალ დე გოლის მოედანი.

აჟაქსიოს ქალაქის ცენტრი პატარაა და ნახევარ დღეში თავისუფლად მოივლით. შუადღეს გაემართეთ საგინერის კუნძულების (Sanguinaires Islands) არქიპელაგის სანახავად. დაქირავებული მანქანით პარატას ნახევარკუნძულზე 25 წუთში მოხვდებით და კუნძულებს გადახედავთ. ალტერნატივაა კრუიზი. ღამით დარჩით აჟაქსიოში.

2) Bonifacio/ბონიფაშიო (3 დღე)

ბონიფაშიოში 3 ულამაზესი სანაპირო მდებარეობს: აგოსტა, რუპიონე და მარ ე სოლი (ვერცხლის სანაპირო. ცურვის შემდეგ აღმოაჩინეთ ზღვისპირა ქალაქი პროპრიანო. აქ ბევრი ბარ-რესტორანი დაგხვდებათ. სოფელ სარტენში (Sartene) ლამაზ ქვის სახლებს დაათვალიერებთ. მოგხიბლავთ ბონიფაშიოს ზედა ქალაქი, რომელიც ზღვას 70 მ. სიმაღლიდან გადმოჰყურებს. ეს კუნძულის ერთ-ერთი საკულტო ხედია. 3.50 ევროს ღირებულების ბილეთით შეხვალთ ციხესიმაგრეში (Fortress of the Standard) და მეფე არაგონის კიბეებზე. ლეგენდის თანახმად, კიბე მეფის ჯარისკაცებმა ერთ ღამეში გათხარეს, რათა ქალაქში შეჭრილიყვნენ. ციხესიმაგრიდან გახვალთ ბაზრის მოედანზე და შემდეგ ინახულეთ სანტა მარია მაგიორეს ეკლესია, ბონიფაშიოს უძველესი მონუმენტი.

ბონიფაშიოდან სანაპირო ბილიკი ტრუა პოინტის სანაპიროზე (Trois Pointes beach) 1 საათში მიგიყვანთ. ინახულეთ პერტუსატუს შუქურაც (Pertusatu lighthouse). იქიდან 20 წუთში ჩახვალთ სანაპიროზე. მეორე ალტერნატივაა სპერონის სანაპირო (Petit Sperone beach). აქ სუფთა ქვიშა, გამჭვირვალე წყალი და გამოქვაბულებია – საუკეთესო ადგილი საცურაოდ კორსიკაზე 1 კვირით ყოფნის დროს. მეორე ღამე გაატარეთ ბონიფაჩიოში.

მესამე დღეს მოინახულეთ ლავეზის კუნძულები (Lavezzi islands). გაატარეთ მთელი დღე კუნძულის შემოვლაში, ცურვაში და გარუჯვაში. ბონიფაჩოდან გაყევით ნავს კუნძულებამდე. გზას 30 წუთი დასჭირდება და სეზონზე ყოველ საათში გადიან. აუცილებლად წაიღეთ წასახემსებელი, რადგანაც იქ საკვები ობიექტები არ დაგხვდებათ. საბოლოოდ, არ გამოგრჩეთ სდრაგონატოს გამოქვაბული (Sdragonato Cave), ცნობილი მთელ კორსიკაზე. გაატარეთ უკანასკნელი ღამეც ბონიფაჩიოში.

3) Porto-Vecchio/პორტო-ვექიო (1 დღე)

ბონიფაჩიოდან პორტო-ვექიოში გადაინაცვლეთ. ეს რეგიონი ცნობილია ლამაზი სანაპიროებით: Rondinara beach; Santa Giulia beach, Palombaggia beach, Tamaricciu beach; Palombaggia beach; Palombaggia. დღის ბოლოს კი ეწვიეთ პორტო-ვექიოს ძველ ქალაქს. გაისეირნეთ მის ვიწრო ქუჩებში და აღმოაჩინეთ კაფეები და მაღაზიები. გაატარეთ ღამე აქ.

4) The Ospedale & Bavella pass/ოსპედალის და ბაველას სალაშქრო გზა (1 დღე)

თუ ზღვის მიღმა კუნძულის შთამბეჭდავი ლანდშაფტის გამოკვლევაც გსურთ, ეს ტყე და ტბაც უნდა მოინახულოთ. აქ ნახავთ კორსიკას უმაღლეს ჩანჩქერსაც. წინ და უკან გზა დაახლოებით 2 საათს წაიღებს. ის საკმაოდ მარტივი სალაშქრო გზაა.

5) უკან აჟაქსიოში (1 დღე)

აეროპორტი ქალაქის ცენტრიდან სულ რაღაც 7 კილომეტრში მდებარეობს. ასევე, შეგიძლიათ ბორნით გადახვიდეთ მარსელში, ტულონში, სარდინიაზე ან იტალიაში.