როდის წავიდეთ

საუკეთესო დრო სარდინიაზე ჩასასვლელად

სარდინია ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული მიმართულებაა. რბილი ხმელთაშუაზღვიური კლიმატით და თეთრი ქვიშით თავმომწონე კუნძული ზაფხულში უამრვი ადამიანის სასურველი დასასვენებელი მიმართულება ხდება. სარდინიაზე სალაშქრო ბილიკები, შთამბეჭდავი არქეოლოგიური ძეგლები, კარგი ამინდი და ტრადიციული ადგილობრივი ატმოსფეროა.

ივნისი-სექტემბერი საუკეთესო სეზონია სარდინიის სანაპიროებზე დასვენებისთვის

ივნისიდან სექტემბრამდე სარდინიაზე თბილი და მზიანი ამინდია. ამ დროს აქ წყლის ტემპერატურა 20-დან 26 გრადუსამდე მერყეობს. ნავის ტურები და წყლის სპორტის სერვისები ამ დროს სულ მუშაობენ. ამ პერიოდში აუცილებლად გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი. განსაკუთრებით მაღალია ტურისტების რიცხვი ივლისსა და აგვისტოში.

გაზაფხული და შემოდგომა საუკეთესო სეზონია გარე აქტივობებისთვის და ფასებისთვის

აპრილის შუა რიცხვებიდან ივნისის დასაწყისამდე აქ არსებული ზომიერი კლიმატი სარდინიის სალაშქრო ბილიკების გამოკვლევის საშუალებას მოგცემთ. გაისეირნეთ სუპრამონტეში, ოროსეის ყურეში და იგლესიენტეს ნაპირზე. სექტემბერი და ოქტომბერი იდეალურია ლაშქრობისთვის. ამ დროს აქ ჩამოსული ვიზიტორები ფასდაკლებული ფასებით ისარგებლებენ.

იანვარი აპრილი საუკეთესო დროა სარდინიაზე ფერადი ფესტივალების სანახავად

სარდინიაზე სახასიათო კულტურული ღონისძიებები ეწყობა, განსაკუთრებით იანვრიდან აპრილამდე პერიოდში. გაეცანით სარდინიის კულტურას და შეიქმენით დაუვიწყარი მოგონებები. იანვარში ეწყობა წმ. ანტონიოს დღეობა, თებერვალსა და მარტში ღონისძიებები ცხენებით, აპრილში აღდგომასთან დაკავშირებული დღესასწაულები. ალგეროში შეგიძლიათ დაესწროთ კატალანური კულტურის ფესტივალებს.

ზამთარი წვიმიანი სეზონია და ბევრი ბიზნესი ამ დროს დაკეტილია

დეკემბერსა და იანვარში სარდინიაზე წვიმების ყველაზე დიდი შანსია. ამ დროს ბევრი სასტუმრო, რესტორანი და ბარი აქ დაკეტილია. თუმცა, დიდ ქალაქებში ბიზნესი მაინც ჩვეულებრივად მუშაობს.

ტეგები

შენი მეგზური

ქართული ტურისტული კომპანია და სამოგზაურო ბლოგი. ვაწყობთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებს.

მსგავსი ბლოგები

ევროპაევროპა
ევროპა17 სექ 2026

6 ნაკლებად ცნობილი ხმელთაშუაზღვის მიმართულება სანტორინის და ამალფის სანაპიროს ნაცვლად

პორტო-ერკოლე, კორჩულა, პაროსი, სენ-ჟან-კაპ-ფერა, მენორკა და მალტა: ხმელთაშუა ზღვის 6 ალტერნატივა სანტორინისა და ამალფის ნაცვლად.

ევროპაევროპა
ევროპა31 აგვ 2026

6 მიმართულება, რომელიც ჰომეროსის “ოდისეას” ცნობილი მითების შთაგონებად იქცა

ითაკა, ჩირჩეოს ეროვნული პარკი, მესინის სრუტე, აჩი-ტრეცა და გოზო: რეალური ადგილები, რომლებმაც ჰომეროსის „ოდისეას“ მითები შთააგონა.

იტალიაიტალია
იტალია20 აგვ 2026

დაუწერელი კანონები, რომლებიც იტალიაში ვიზიტამდე უნდა გაითვალისწინოთ

მისალმება, ჩაცმა, საუზმე, ყავა ბართან, კაპუჩინოს წესი და რესტორნის გადასახადები: რა უნდა იცოდეთ იტალიაში წასვლამდე. იმოგზაურეთ „შენს მეგზურთან“ ერთად.

გინდა ამ მიმართულებით წასვლა?დაგიგეგმავთ ტურსმოგვწერე
Habinetჯგუფის კომპანიები