იტალიას ბოლო წლის მონაცემებით 50 მილიონი ადამიანი ეწვია. მაგრამ, ვიზიტორები ძირითადად მიემართებიან რომში, მილანში და ამალფის სანაპიროზე. ჩვენ ალტერნატივის სახით გირჩევთ იტალიურ კუნძულს, ელბას, რომელიც ქვყანაში სიდიდით რიგით მესამეა და ტოსკანას ეროვნული პარკის ნაწილს შეადგენს. ელბა იტალიელებისთვის საზაფხულო დასვენების მიმართულებაა. ელბა საუკეთესოა ბუნების მოყვარულთათვის, რადგანაც აქ ბევრი სალაშქრო და სამთო ბილიკი მდებარეობს, ასევე სანაპიროები, სადაც მთელ დღეს მზის ქვეშ გაატარებთ.

როდის უნდა წახვიდეთ ელბაზე? იტალიის ბევრი სხვა ადგილის მსგავსად, “ცუდი დრო” ელბასთვის არ არსებობს. უბრალოდ, არის რაღაც პერიოდები, რაც წლის მანძილზე ყველაზე სასიამოვნოა. მაგალითად ივნისი-სექტემბერი. თუმცა, იანვარიც კი ღირს აქ მოგზაურობის მოსაწყობად. ყველაზე მეტი წვიმა შემოდგომაზე იცის.

რა უნდა გააკეთოთ ელბაზე:

ჩაწექით თერმულ აბაზანებში სან ჯოვანიზე

არდადეგები დასვენებასთან და რელაქსაციასთან ასოცირდება, კუნძული ელბა კი ამ მხრივ თერმულ აბაზანებს გთავაზობთ. მას პორტოფერაიოს ყურეში იპოვნით. San Giovanni – ეს არის ადგილი მდიდარი რკინით და იოდით, რაც სასარგებლოა ძვლებისთვის.

დალაშქრეთ კაპანის მთა

ეს კუნძულის ყველაზე მაღალი მთაა და მასზე ასვლისას საოცარი ხედებით დაჯილდოვდებით. დაუთმეთ ამ ლაშქრობას მთელი დღე, დაიწყეთ ადრიანად და იქონიეთ საკმარისი წყალი.

დაისვენეთ სანაპიროზე

კუნძული სავსეა არაჩვეულებრივი სანაპიროებით. ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია ბიოდოლა. აქ ფირუზისფერი წყალი და რბილი ქვიშაა.

სნორკელინგი

კუნძულის გარშემო არსებული წყალი იდეალურია თევზების დასათვალიერებლად. აქ ნახავთ ფერად სახეობებს და წყლის ცხენებს.

ილ ტერმინე

ელბას ისტორიას Il Termine გაგაცნობთ. ეს მე-18 საუკუნის სახლია, რომელიც სასტუმროდ გადაკეთდა. ის ტყითაა გარშემორტყმული და ზედ სანაპიროსთან მდებარეობს.

როგორ მოხვდეთ ელბაზე: ბორნით ქალაქ პიომბინოდან.