ცნობილი ღირსშესანიშნაობების მიღმა, ესპანეთს ბევრი უნიკალური ადგილი აქვს – ბუნების საოცრებები: სარკისებრი ტბები, სუბტროპიკული ტყეები, გეიზერები… ჩვენ საუკეთესო ადგილებს წარმოგიდგენთ.

1. კონგოსტ დე მონ-რებეი, ჰუესკა/Congost de Mont-Rebei, Huesca

აქ მოხვედრისას გექნებათ განცდა, რომ ულამაზესმა მდინარე ნოგუერამ მთა შუაზე გახლიჩა და საკუთარი დინების ადგილი გამოყო. აქ საოცარი სალაშქრო ბილიკებია, კლდეებსა და მუხის ტყეებში. კონგოსტი ბუნების საოცარ შერწყმას წარმოადგენს. პირველ რიგში კანიონი უნდა მოინახულოთ წვრილი ბილიკით.

2. ლოს ალკორნოქეილსი, კადიზი/Los Alcornocales, Cádiz

ეს ტყე ევროპის უკანასკნელ ტყედ ითვლება, რომელმაც გამყინვარების პერიოდის კლიმატურ ფენომენს გაუძლო. კონტინენტზე სხვა ტროპიკული ტყეები უბრალოდ დაიკარგა. მუხის ხეები აქ ხშირად ნისლის საბანში ცურავენ. ეს ლანდშაფტი იდეალურია სალაშქროდ, საჯირითოდ, ველოსიპედით სასიარულოდ და ველურ ბუნებაზე დასაკვირვებლად. ბიომრავალფეროვნების სამაგალითო ეტალონი – ლოს ალკორნოქეილსი 80-ზე მეტი ჯიშის მცენარეს აერთიანებს.

3. კუევა დელ ვიენტო, ტენერიფე/Cueva del Viento, Tenerife

ტეიდას მთის სიახლოვეს არსებული ეს მიწისქვეშა გვირაბი 18 კილომეტრი სიგრძისაა და ვიზიტორებს ფორმირებულ ლავაზე დაკვირვების საშუალებას აძლევს. აქ სტალაქტიდები და ლავის ტბებია. რეკომენდირებულია თბილი სამოსის ჩაცმა.

4. სერანია დე რონდა, მალაგა/Serranía de Ronda, Málaga

ეს მონუმენტური მთის დასახლება პატარა სოფლებითა და ვენახებითაა შემკული, თუმცა მთავარი ღირსშესანიშნაობა რონდაა. ხეობაზე გადებული ხიდიდან საოცარ ხედებს იხილავთ. დაათვალიერეთ დასახლების მოედნები და ბაღები და იბანავეთ კუევა დელ გატოში, მდინარის აუზში.

5. სე ფონ უფანესი, კამპანე, მალიორკა/Ses Fonts Ufanes, Campanet, Mallorca

ეს პატარა მდინარე ნამდვილი ჰიდროლოგიური ფენომენია. გეიზერი, რომელიც ტყეშია, ჩანჩქერიდან ჩამომავალი წყლისგან პერიოდულად იბუშტება. იუნესკოს დაცულ ტერიტორიათა სიაში შესული სე ფონ უფანესი ტყეში 15 წუთის სავალი ტურია.

6. ლაგუნა დე რიდერა, ეროვნული პარკი, ალბასიტე/Lagunas de Ruidera Natural Park, Albacete

ამ ეროვნულ პარკში ბევრი წყარო, ჩანჩქერი და ლაგუნაა. ერთი ტბა მეორე ტბასთან ბევრი პატარა ჩანჩქერითაა დაკავშირებული, რაც გარემოს ბრწყინვალეს ხდის დასათვალიერებლად და ხედებით ტკბობისთვის. წყლის ზოგიერთ ნაწილში ბანაობენ კიდეც.

7. სანაბრიას ტბა, ეროვნული პარკი, ზამორა/Sanabria Lake Natural Park, Zamora

სანაბრია უდიდესი ტბაა იბერიის ნახევარკუნძულზე. აქ შეგიძლიათ მშვიდად იცუროთ, კაიაკით ან ჩვეულებრივი ნავით ისეირნოთ ან უბრალოდ სანაპიროზე დაისვენოთ. აქ სალაშქრო ბილიკები დაგხვდებათ. ყველაზე მაღლა პენა ტრევინჩა მდებარეობს, ზღვის დონიდან 2412 მეტრზე.

8. კატედრაის სანაპირო, გალისია/Catedrais Beach, Galicia

საოცარი ფორმის კლდეებში მოქცეული სანაპირო დაბალი მოქცევის დროს ხელმისაწვდომია. გამოიკვლიეთ გამოქვაბულები და თაღები. სხვა დროს კი შეგიძლიათ მის თავზე მოექცეთ და საოცარი ხედით დატკბეთ.

9. დონანას ეროვნული პარკი, ჰუელვა/Doñana National Park, Huelva

ეს ადგილი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დაცულ ტერიტორიად ითვლება. ამ ბუნების საოცრებაში ბევრი მიგრირებული ფრინველია აფრიკიდან და ევროპიდან, ასევე გადაშენების პირას მყოფი სახეობები. უნიკალური ლანშაფტი ბუნების მოყვარულებს ნამდვილად მოგხიბლავთ.

დროა ესპანეთში საოცნებო მოგზაურობა ჩვენთან ერთად დაგეგმოთ!

ესპანეთის 11 კუნძული, რომელსაც უნდა ეწვიოთ