იტალია სავსეა ბუნების საოცრებებით, რომლებიც თავიანთი სილამაზით ერთ ადგილას გაგყინავენ. ამ ქვეყანაში, ანტიკური ნანგრევები, კლდოვანი სოფლები და ვენახები გარემოსთან იდეალურად არიან ინტეგრირებულნი, ამიტომაც საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად ყალიბდება, სადაც ყველაფრით დატკბებით. თუ ბუნების დიდი მოყვარული ხართ, იტალიაში მოგზაურობისას, ამ ადგილებს უნდა ეწვიოთ.

ჩინკე ტერე, ლიგურია/Cinque Terre, Liguria

5 სოფლისგან შემდგარი ჩინკე ტერე, ქვეყნის საკულტო ადგილია. კლდეზე გაშენებული სათევზაო დასახლებები უნიკალური ისტორიის მატარებლები არიან. რიომაგიორე, მანაროლა, კორნილია, ვერნაზა და მონტეროსო ალ მარე – ყველა თავისებურად გასაოცარია.

სკალა დეი ტუჩი, სიცილია/Scala dei Turchi, Sicily

სკალა დეი ტუჩი სიცილიის სამხრეთით, თეთრ კლდეზე მდებარეობს. აქ თითქოს ბუნებამ ბილიკები გამოძერწა, რომლებსაც ოკეანის ტალღები მოურიდებლად ეხლებიან. სკალას „თურქების კიბესაც“ უწოდებენ, რადგანაც თურქი პირატები სიცილიას რამდენიმე საუკუნის მანძილზე უტევდნენ და ამ პატარა ქალაქში ხშირად იჭრებოდნენ.

ტერმე დი სატურნია, ტოსკანა/Terme di Saturnia, Tuscany

იტალია არამხოლოდ ლამაზი სანაპიროებით, თოვლიანი მთებით, სუფთა ტბებით და თვალუწვდენელი მინდვრებითაა მდიდარი, არამედ თერმული აბაზანებითა და ცხელი წყაროებითაც. ამ მხრივ, საუკეთესო ადგილი ტოსკანაში მდებარეობს. ტერმე დი სატურნიაში თბილი წყლების აუზებსაც შემოგთავაზებენ.

არქიპელაგო დელა მადალენა, სარდინია/Archipelago della Maddalena, Sardinia

ეს არის კუნძულების ერთობლიობა ჩრდილოეთ სარდინიაში, სადაც სამოთხის მსგავსს სანაპიროებს აღმოაჩენთ. ამ ბუნების სილამაზეს შეგიძლიათ ნავით ესტუმროთ.

კასტელუჩიო დი ნორსია, უმბრია/Castelluccio di Norcia, Umbria

ეს პატარა სოფელი, ცენტრალურ იტალიაში, აპენინის მთებშია და ყოველ გაზაფხულზე აყვავებული მინდვრებით იწონებს თავს. სხვადასხვა სახეობის ათასობით ფერადი ყვავილი ერთ-ერთ საუკეთესო ბუნების ხედებს ქმნის დედამიწაზე.

ამალფი, კამპანია/Amalfi Coast, Campania

ამალფის სანაპირო იტალიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა. ის 13 მუნიციპალიტეტს მოიცავს, მათ შორის პოზიტანოს და რაველოს.

ლანგი, პიედმონი/Langhe, Piedmont

ღვინის სახეობების: ბაროლოს, ბარბარესკოს და ნებიოლოს სამშობლო, აუცილებლად მოგანდომებთ აწიოთ ჭიქა ამ საოცარი მთების, სოფლების და ვენახების წინაშე.

ცისფერი გროტო, კამპანია/Blue Grotto, Campania

ეს მისტიკური ადგილი ნამდვილად გაგაოცებთ. არამქვეყნიური ცისფერი ელფერი მღვიმეში შემოჭრილი მზის სინათლიდან იკვებება და წყალზე არეკვლის შემდეგ, კლდის შიდა კედლებზე აისახება. აქ მოხვედრა მხოლოდ პატარა ნავებითაა შესაძლებელი.

როკა კალასკიო, აბრუზო/Rocca Calascio, Abruzzo

ამ ტყეში მოხვედრისას თავი Game of Thrones-ში გეგონებათ. ციხე-სიმაგრე 1703 წელს, მიწისძვრის შედეგად დაზიანდა, თუმცა ახლა ის ბევრად უფრო მისტიკურია. განსაკუთრებით დრამატულად შეიგრძნობთ თავს თუ აქედან აბრუზოს თოვლიან მთებს გახედავთ.

კომოს ტბა, ლომბარდია/Lake Como, Lombardy

კომოს ტბა მსოფლიო ტბებს შორის განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა. ის გარშემორტმულია მთებით და კიდევ ერთ პატარა სამოთხეში გაგრძნობინებთ თავს. შეგიძლიათ ისარგებლოთ კრუიზის ტურით და კომოს ტბა ასე დაათვალიეროთ.

ვალ დორსია, ტოსკანა/Val d’Orcia, Tuscany

ტოსკანას ხედები ბუნების იდეალურ ხედებთან ასოცირდება. სწორად ჩალაგებული კვიპაროსები, დაკლაკნილი ვენახები და პატარა სახლები, თითქოს მხატვრის მიერ შექმნილი ფერწერული ტილოა, სადაც ჯადოსნურად მოხვდით. მშვიდი და მწვანე ფერები – ნერვულ სისტემაზე საოცრად დადებითად მოქმედებს.

რიზერვა დელო ზინგარო, სიცილია/Riserva dello Zingaro, Sicily

ზინგაროს ნაკრძალი მიწის და წყლის საოცარი შერწყმით ხასიათდება. აქ სალაშქრო ბილიკებიცაა და დასასვენებელი სანაპიროებიც. მრავალფეროვანი ფლორითა და ფაუნით, აქ ბუნება ნამდვილად მოგხიბლავთ.

გიარდინი დი ნინფა, ლაციო/Giardini di Ninfa, Lazio

ნინფას ბაღები თითქოს რეალობაში გაცოცხლებული ზღაპრის სცენაა. მას მსოფლიოში „ყველაზე რომანტიკულ ბაღს“ უწოდებენ. ეს ოაზისი 1921 წელს ინგლისური ბაღის სტილში შეიქმნა და ათასობით ეგზოტიკურ მცენარეს და ხეს მოიცავს. შუასაუკუნოვანი ნანგრევები ბუნებასთან საუკეთესოდაა ინტეგრირებული, ანტიკური ხიდით მდინარეზე.

დოლომიტები, ალტო ადიჯე/Dolomites, Alto Adige

დოლომიტები იტალიის საუკეთესო მიმართულებაა თხილამურებისთვის, სნოუბორდისთვის, მთაზე ცოცვისთვის და ლაშქრობებისთვის. მარმოლადა დოლომიტების უმაღლესი მწვარვალია, ზღვიდან 3,343 მეტრზე.

ორტას ტბა, პიედმონტი/Lake Orta, Piedmont

ორტას ტბა კომოზე პატარაა თუმცა მასზე ნაკლებ ატმოსფეროს ნამდვილად არ ქმნის. ერთადერთი კუნძული ტბის შუაში ისეთივე მომაჯადოებელია, როგორც პატარა ქალაქი ორტა სან გიულიო. აქ ადამიანები თითქოს განსხვავებულ სიმშვიდეს პოულობენ, რასაც ასევე მოწმობს საუკუნეების მანძილზე, ცნობილი მწერლების ხშირი სტუმრობა. მათ შორის ნიცშეს, ლორდ ბაირონის, ონორე დე ბალზაკის, სამუელ ბატლერის და რობერტ ბრაუნინგის.

გრან პარადისო, აოსტა/Parco Nazionale Gran Paradiso, Aosta Valley

ეს ეროვნული პარკი სეირნობის მოყვარულთა სამოთხეა წლის ყველა სეზონზე. ზამთარში ვიზიტორები თოვლში დასეირნობენ, გაზაფხულსა და ზაფხულზე კი ბიომრავალფეროვნებას ეცნობიან. აქ შენიშნავთ იშვიათი სახეობის ჩიტებს და მშვიდობისმოყვარე მოსეირნე თხებს.

გარდას ტბა, ლომბარდია/Lake Garda, Lombardy

დოლომიტების წვერზე მდებარე იტალიის ეს უდიდესი ტბა მწერლებისა და პოეტების შთაგონების წყაროს წარმოადგენს. მთებში მოქცეულ ამ ბუნების საოცრებას პატარა სოფლები ესაზღვრება.

მონტე ლუსარი, ფრიული-ვენეცია გულია/Monte Lussari, Friuli-Venezia Giulia

ეს იყო პილიგრიმების ცნობილი მიმართულება მე-16 საუკუნიდან. ლეგენდები მონტე ლუსარიზე იტალიურ და სლავურ ფოლკლორშიცაა ასახული. ადით მსოფლიოს უძველეს სოფელში და დატკბით პანორამული ხედებით.

ისარკოს ველი, ტრენტინო-ალტო ადიჟე/Isarco Valley, Trentino-Alto Adige, Südtirol

ისარკოს ზღაპრულ გარემოში იტალიური და გერმანული კულტურა იკვეთება. ეკლესიები და ტრადიციული ხის ქოხები ვაშლის ხეებით და ფიჭვის ტყეებით არიან გარშემორტყმულნი.

პრაგსერი, ტრენტინო-ალტო ადიჟე/Pragser Wildsee, Trentino-Alto Adige, Südtirol

დოლომიტების ეს ულამაზესი ტბა არარეალურად ფირუზისფერი და ძალიან მშვიდია. პრაგსერის ველზე მდებარე ტბას ფიჭვის ხეები ამშვენებს.

მესნერის მთა, სუდტიროლი/Messner Mountain, Südtirol

კრონპლაცის პლატო, თავისი სუნთქვისშემკვრელი პანორამით, სუდტიროლის ყველაზე შთამბეჭდავი გადმოსახედია. მესნერის მთის მუზეუმი ცნობილმა არქიტექტორმა, ზარა ჰადიდმა დააპროექტა. ლანდშაფტში აგებული ეს მოდერნისტული დიზაინი ნამდვილად შთამაგონებლად გამოიყურება.