იტალიის კუნძული სარდინია ბუნების საოცრებებითაა სავსე. კამკამა ხმელთაშუა ზღვის წყალი და ლამაზი სანაპიროები, მისტიკური ანტიკური ნაგებობები, სალაშქრო გზები და ფერადი მთის ქალაქები ნამდვილად ღირს გამოსაკვლევად. ჩვენ ამ საოცარ კუნძულზე 12 ყველაზე სიურეალისტურ ადგილს წარმოგიდგენთ.

  • ნეპტუნის გროტო/Neptune’s Grotto

ჩაყევით სანაპიროს კიბეებს ალგეროს სიახლოვეს. ამ ადგილის სახელი ნეპტუნიდან მომდინარეობს, რომაული ზღვის ღმერთის სახელიდან. შიგნით თქვენ იხილავთ მარილოვან ტბას, სტალაქტიდებსა და სტალაგმიტებს. ნეპტუნის გროტოსთან მისასვლელად შეგიძლიათ ნავს გაყვეთ ალგეროს პორტიდან.

  • არგენტიერა/Argentiera

ეს მისტიკური ქალაქი კუნძულის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. უძველესი მაღაროების ქალაქად ცნობილი არგენტიერა დღეს იუნესკოს დაცულ ტერიტორიათა სიაშია. დაათვალიერეთ მიტოვებული მაღაროები და ახლომდებარე სანაპიროები.

  • ლა პელოზა/La Pelosa Beach

რთულია დაასახელოთ ყველაზე ლამაზი სანაპირო სარდინიაზე, მაგრამ ლა პელოზაზე მოხვედრისას ამ ფაქტს ეჭვის ქვეშ დააყენებთ. წყნარი კამკამა წყალი და თეთრი ქვიშა ნამდვილად საუცხოო დასვენებას გპირდებათ. აქ ასევე მე-17 საუკუნისდროინდელი კოშკი მოგხიბლავთ.

  • ორგოსოლო/Orgosolo

ბარბაგიაში არის ქალაქი, რომელიც გასაოცარი კედლის მხატვრობით გამოირჩევა. ორგოსოლო ყოველთვის ამბობდა თავის სიტყვას სხვადასხვა საკითხზე. აქაურ კედლებზე მაცხოვრებლებიც აფიქსირებენ საკუთარ შეხედულებებს. ტრადიცია 1960 წლიდან იღებს სათავეს და მუდამ ვითარდება.

  • ბარუმინი/Su Nuraxi di Barumini

ეს მისტიკური და ანტიკური ადგილი მსოფლიო არქეოლოგიისთვის უმნიშვნელოვანესია. ექსპერტებმა ბარუმინი ბრინჯაოს ხანის საუკეთესო ნიმუშების მფლობელ სოფლად დაასახელეს და ის იუნესკოს დაცულ ტერიტორიათა სიაშია შეყვანილი.

  • გოროპუ/Gola di Gorropu

მას იტალიის უდიდეს კანიონს უწოდებენ. გოროპუ სალაშქრო ბილიკებს და მდინარეებს გთავაზობთ.

  • კაპო ტესტა/Capo Testa

ჩრდილოეთ სარდინიაში მდებარე კაპო ტესტა ქარით გამოკვეთილ ფორმებს ჰგავს, ღრმა და კრისტალივით სუფთა წყლით. კალა დეი კორსარიში თქვენ რომაული პერიოდის სვეტებსაც ნახავთ. დღის ბოლოს, როცა მზე ჰორიზონტს მოეფარება, აქ განსაკუთრებით მისტიკური გარემო იქმნება.

  • მამოიადა/Mamoiada

ბარბაგიას მთებში მდებარე ეს ქალაქი საკარნავალო კოსტიუმებითა და ნიღბებით გამოირჩევა, რომლებსაც ადგილობრივები ატარებენ. აქ ასევე ჩვ.წ-მდე მესამე საუკუნით დათარიღებული ქვის ქანდაკებაა, პერდა პინტა.

  • სანტა ტერესა გალურა/Santa Teresa Gallura

სანტა ტერეზა გალურა ნამდვილი ოაზისია. მოძებნეთ სანაპირო, საიდანაც კორსიკის ხედი მოსჩანს. ზაფხულის სეზონზე ქალაქის მთავარ პიაცაზე ცხოვრება დუღს.

  • კასტელსარდო/Castelsardo

კუნძულის ჩრდილოეთით მდებარე ეს ქალაქი იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილია. აქ ციხესიმაგრე, ლამაზი სანაპიროები და სპა სასტუმროებია. ასევე, შეგიძლიათ ეწვიოთ საინტერესო მუზეუმს სახელად Museo dell’Intreccio Mediterraneo, რომელიც კუნძულზე კალათების მოწვნის ტრადიციულ ხელოვნებას ეძღვნება.

  • ტემპიო პაუზანია/Tempio Pausania

ზამთარში მძინარე ქალაქი ტემპიო ცოცხალ და მხიარულ დღესასწაულად იქცევა, როცა აქ კარნავალი იმართება.

  • კალა ბრანდიჩი/Cala Brandinchi

ეს სანაპირო ისეთი ლამაზია, რომ მას პატარა ტაიტს უწოდებენ. ერთ მხარეს ფიჭვის ხეებით, მეორე მხარეს კრიალა წყლით და შუაში თეთრი რბილი ქვიშით, აქ სამოთხის ეფექტი იქმნება. შეგიძლიათ ესტუმროთ სანაპიროს დახურულ კლუბებს.