სიცილია იტალიის ყველაზე დიდი კუნძულია, ამიტომ მისი შესწავლა და ახალი შთაბეჭდილებების მიღება დროის შეგრძნებას დაგაკარგვინებთ. სიცილიის ისტორია უძველესი საბერძნეთის ეპოქიდან იწყება, ამიტომ აქ შეგიძლიათ ბევრი ბერძნული არქეოლოგიური ძეგლის ხილვაც. სიცილიის ნოტიო კლიმატი აქ დასვენებას იდეალურს ხდის ნებისმიერ სეზონზე, სიცილიის სამზარეულოს ხარისხი და სტუმართმოყვარე მოსახლეობა კი თქვენს მოგზაურობას კიდევ უფრო დაუვიწყარს გახდის.
პალერმო
სიცილიის დედაქალაქი, პალერმო ასახავს ამ კუნძულის ყველა უპირატესობას. ქალაქი ცნობილია მისტიკური და რომანტიკული ატმოსფეროთი, ამიტომ პალერმოში მოგზაურობა – არა მხოლოდ მოგზაურობა, არამედ დიდი თავგადასავალია. აუცილებლად ეწვიეთ საკათედრო ტაძარს, ნორმანდიულ სასახლეს და პალერმოს თვალწარმტაც პარკებს. ისტორიის მოყვარულები არქეოლოგიის მუზეუმს და კატაკომბებს უნდა გაეცნონ.
კატანია
კატანია აღმოსავლეთ სიცილიაში მდებარეობს, ეტნას ვულკანის დაბლა. ის სიცილიის სიდიდიდთ მეორე ქალაქია განვითარებული სატრანსპორტო არქიტექტურით. ამიტომაც, აქ მოხვედრა საკმაოდ მარტივია ავტომობილის გარეშეც. ეტნას ვულკანის მეზობლად ყოფნამ ქალაქის ისტორიას დაღი დაასვა: 1669 წლის ძლიერი ამოფრქვევის გამო, რომელიც თითქმის ოთხი თვე გაგრძელდა, ძველი ქალაქის უმეტესი ნაწილი ფაქტობრივად განადგურდა. აქ კატანიის უბედურება არ დასრულებულა, 1693 წელს ქალაქი ძლიერი მიწისძვრის გამო დაზიანდა. თუ კატანიის თანამედროვე იერი ზედმეტად ნაცრისფერი და მოსაწყენი მოგეჩვენათ, დაფიქრდით იმაზე, რომ ბევრი შენობა და მოედანი აქ თავიდან აშენდა – რაც თვალსაჩინო მტკიცებულებაა კატანიის მაცხოვრებლების საოცარი შემოქმედების.
კატანიის ცენტრალურ ღირსშესანიშნაობად ითვლება საკათედრო ტაძარი, საინტერესო არქიტექტურული შენობები და ქალაქის პატარა მოედნები. გურმანებისთვის აქ ყველაზე გემრიელი ცხენის ნეკნების კერძებია და პასტა alla Norma – კატანიის საფირმო კერძი.
ტაორმინა
ტაორმინა პალერმოს მერე ყველაზე პოპულარულია. ის პირდაპირ ზღვის პირას მდებარეობს, ამიტომ ტაორმინაში ჩამოდიან არა მხოლოდ სანაპიროებისა და ზღვის ჰაერის, არამედ ზღვის ჰორიზონტის საოცარი ხედების გამოც.
ტაორმინას კიდევ ერთი უპირატესობაა – დაუსრულებელი გართობაა, რის გამოც მასზე შეყვარებულია განსაკუთრებით ახალგაზრდა მოსახლეობა. ტაორმინის ქუჩებში ჟრიამული არასდროს ჩერდება: აქ ცეკვავენ, სვავენ ღვინოს, დადიან მაღაზიებში და უბრალოდ უხარიათ ცხოვრება. თავისუფალ დროს შეგიძლიათ შეისწავლოთ ძველი ძეგლები, რომელთა შორის ყველაზე ცნობილია – ანტიკური ბერძნული თეატრი და კორვაჯოს სასახლე, ტაორმინას ისტორიული ცენტრის სილამაზე.
სირაკუზა
სირაკუზას განსაკუთრებული სტატუსი აქვს სიცილიაში. ის არც დედაქალაქია, არც კურორტი, არც კულტურული ცენტრი, მაგრამ აქ მოგზაურობის გარეშე თქვენ ვერ შეძლებთ სიცილიის ატმოსფეროს სრულ შეგრძნებას. სირაკუზადან დაიწყო ბერძნული კოლონიების ისტორია სიცილიაზე, ამიტომ ეს ქალაქი დღევანდელი ეპოქის ფაქტობრივი მოწმეა. აქ დღემდე შენარჩუნდა უამრავი არქეოლოგიური ძეგლი, რომელიც ძველი საბერძნეთისა და ძველი რომის ეპოქას უკავშირდება. სირაკუზას ძველ ქალაქში, ფაქტობრივად თითოეული ქუჩა დაკავშირებულია ისტორიასა და მითოლოგიასთან – არქიმედის მოედანი, არტემიდას შადრევანი და არეტუსას ნაკადული. ორტიჯიაში მოგზაურობა – ანტიკურ ეპოქაში შებიჯებას გულისხმობს.
ნოტო
პატარა ქალაქი ნოტო ბაროკოს სტილის აპოთეოზია, რომელიც თითქმის ყველა არქიტექტურულ ნიმუშში გამოიხატება. როგორც კატანია, ნოტოც დაზარალდა 1693 წლის მიწისძვრის დროს, ამიტომ მისი შენება ახლიდან დაიწყო. არქიტექტორებმა გადაწყვიტეს ამ შესაძლებლობის გამოყენება, რათა შეექმნათ ქალაქის დასრულებული და ჰარმონიული იერი, რომელიც ერთ სტილშია შენარჩუნებული. აღდგენითი სამუშაოების დროს გამოიყენებოდა ადგილობრივი კირქვის განსაკუთრებული ტიპი, რომელიც შთანთქავს მზის შუქს და გარდაქმნის მას ოქროს ფრად, ისე, რომ ნოტოს ქუჩები დაისის დროს საოცარ პეიზაჟს ქმნის. ნოტოს ცენტრში შეგიძლიათ გაისეირნოთ ლამაზ პარკებში და იხილოთ ისეთი საინტერესო არქიტექტურული ძეგლები, როგორიცაა ბენედიქტის მონასტერი სანტისიმო-სალვატორე, წმინდა ფრანცისკოს ეკლესია და ნიკალოჩის სასახლე.
რაგუზა
ქალაქი რაგუზა, როგორც მისი სამეზობლო სოფლები, ასევე გადაურჩა რთულ პერიოდს მიწისძვრის გამო. თუმცა, ადგილობრივებმა ენთუზიაზმით დაიწყეს ქალაქის აღორძინება, დღეს კი მისი ფანტასტიური იერი აოცებს თითქმის ყველა ტურისტს. აქ რაიონები ფენებად არის დაყოფილი, ზედა ქალაქი (Ragusa Superiore) უფრო მდიდარი მოსახლეობისთვის არის განკუთვნილი, დანარჩენი კი ცხოვრობს ქვედა ნაწილში (Ragusa Ilba). ტურისტებისთვის, რაგუზას ქვედა ნაწილი უფრო მყუდრო და აუთენტურია. აქ შეგიძლიათ იხილოთ ისეთი ღირსშესანიშნაობები, როგორიცაა წმინდა გიორგის საკათედრო ტაძარი და Giardino Ibleo-ს ზღაპრული ბაღები.
კეფალუ
კეფალუ სიცილიის ყველაზე ცნობილი ქალაქების სიას ამშვენებს. ის შესანიშნავად უხდება საოჯახო დასვენებას მყუდრო სანაპიროების, მრავალი მაღაზიისა და გართობის გამო. 2015 წელს კეფალუ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში იყო შეყვანილი როგორც დასავლური, ისლამური და ბიზანტიური კულტურების შერწყმის უნიკალური მაგალითი. ამ უნიკალურობის ნახვა კი შეგიძლიათ ქალაქის მრავალ ისტორიულ მონუმენტში, მაგალითად სამეფო სასახლესა და საკათედრო ტაძარში.
აგრიჯენტო
ქალაქი აგრიჯენჯო, სიცილიის სამხრეთ ნაწილში მდებარე ბორცვიანი დასახლებაა და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მიმართულებაა სიცილიაზე. აქ მდებარეობს ტაძრების ხეობა – უნიკალური ისტორიული ობიექტი, იუნესკოს მიერ დაცული, სადაც წარდგენილია ძველი ბერძნული ნანგრევები. დღეს აქ გაშენებულია არქეოლოგიური პარკი, სადაც ამ ტაძრების ნანგრევების ნახვა შეგიძლიათ, რომელიც ჩ.წ.-მდე მე-4-მე-5 საუკუნეებში იყო აშენებული. ბევრი ძველი შენობა კონსტრასტშია თანამედროვე ძეგლებთან, რამაც შეავსო დღევანდელი აგრიჯენტოს ქუჩები.
პიაცა არმერინა
პიაცა არმერინა დღესდღეობით ცნობილია აქ მდებარე ძველი ბერძნული ვილე დელ კაზალეს გამო. ვილა მე-4 საუკუნეში აშენდა რომაული პატრიციისთვის, დღეს კი ძველი რომაული მოზაიკის კარგად შენარჩუნებული ნიმუშია. სამი ფერადი მოზაიკა სხვადასხვა თემებს ეძღვნება: სასაცილო თავგადასავლებს, მითოლოგიურ სიუჟეტებსა და დღევანდელი ცხოვრების სცენებს. ვილლა დელ კაზალეს გარდა პიაცა არმერინაში გირჩევთ იხილოთ არაგონის სასახლე და მე-18 საუკუნის საკათედრო ტაძარი.