ბერლინი, კელნი და მიუნხენი ბევრ ტურისტს იზიდავს, მაგრამ ლაიფციგში ჯერ კიდევ უამრავი უცხო რამაა გამოსაკვლევი. ის გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი ქალაქია. აქ გასაოცარი ღამის ცხოვრება, ლამაზი ძველი შენობები, სამი მდინარე და ბევრი ხიდია. გაყევით იოჰან სებასტიან ბახის ნაკვალევს წმ. თომასის ეკლესიაში, დაათვალიერეთ მუზეუმები და ისიამოვნეთ ამ ქალაქში დროის ტარებით.

  • ეწვიეთ ლაიფციგის წმ. ტომასის ეკლესიას

იოჰან სებასტიან ბახი ამ ეკლესიის დირიჟორი 27 წლის მანძილზე იყო. მისი მონახულებისას ადვილად შეამჩნევთ თუ რატომ უკავია კათედრალს ლაიფციგის ისტორიაში საპატიო ადგილი. 600 წლის გოთიკური ტაძარი ცნობილი კომპოზიტორის განსასვენებელია. ყოველ პარასკევს და შაბათს აქ მუსიკალური პერფორმანსები ტარდება.

  • დაესწარით შოუს ლაიფციგის ოპერაში

ლაიფციგს მუსიკალური თეატრების მდიდრული ისტორია აქვს. ავგუსტუსპლაცზე არსებული ოპერის სახლი მათგან გამორჩეულია. შეიძინეთ ბილეთი რომელიმე სპექტაკლზე და დატკბით საუკეთესო ორკესტრის მოსმენით. 60-იანებში აშენებული ეს შთამბეჭდავი შენობა აუცილებლად მიიქცევს თქვენ ყურადღებას.

  • გაერთეთ დილამდე ღამის კლუბში Distillery

ეს ცნობილი კლუბი გერმანიის ტექნო კლუბებში დიდი გავლენით სარგებლობს. თუ ტექნო მუსიკის მოყვარული არ ხართ, გეტყვით რომ აქ მეორე საცეკვაო დარბაზიცაა, სადაც რეგის, სოულს და ჰაუსს უკრავენ. ასევე, ხშირად ეწყობა ლაივ კონცერტები.

  • გაისეირნეთ ლაიფციგის ბაზრობის მოედანზე

ეს უზარმაზარი მოედანი ტრადიციული გერმანული სახლებითაა გარშემორტყმული. ძველი ქალაქის მერია განსაკუთრებით შთამბეჭდავი არქიტექტურით იწოდებს თავს თავისი საათის კოშკით, რომელიც მე-16 საუკუნით თარიღდება. ეს ადგილი განსაკუთრებით ჯადოსნური შობის პერიოდში ხდება. მოედნის კუთხეში ესტუმრეთ საკულტო კაფე ბიგოტის.

  • ეწვიეთ ერთა ბრძოლის მონუმენტს

ეს აკლდამა გერმანიის გამარჯვების აღსანიშნი მონუმენტია. 90 მეტრ სიმაღლეზე 500 კიბე მდებარეობს, რომლის ავლის შემდეგაც, ქალაქის თვალწარმტაცი ხედით დაჯილდოვდებით.

  • დააგემოვნეთ ღვინო აუერბაჰის მარანში

ბახი და მარტინ ლუთერი არ ყოფილან ლაიფციგთან მნიშვნელოვნად დაკავშირებული ერთადერთი გერმანელი ისტორიული ფიგურები. გოეთეც – რომელსაც გერმანიის შექსპირს უწოდებენ – ბევრ დროს ატარებდა ამ ქალაქში. ის ლაიფციგის უნივერსიტეტში სწავლობდა. ცნობილ მწერალს ამ უძველეს ბარში დალევა და მირთმევა ძალიან უყვარდა. ატმოსფერო მყუდროა, საკვები გემრიელი.

  • დაათვალიერეთ ხელოვნების ნიმუშები ბილდენდენ კუნშტეს მუზეუმში

ლაიფციგში ვიზიტი სრულყოფილი ვერ იქნება თუ ამ მუზეუმს არ ეწვევით. ხელოვნების სახვითი მუზეუმი ფერწერის და ქანდაკებების დიდ კოლექციას აერთიანებს. აქ მონეს და მუნკის შემოქმედებასაც იხილავთ.

  • გაისეირნეთ ლაიფციგის ზოოპარკში

ურბანიზაციისგან შესვენება აიღეთ და ქალაქის ველურ ბუნებას მიაკითხეთ. ამ უზარმაზარ ზოოპარკში 850 სხვადასხვა სახეობა ცხოვრობს. აქ შიმპანზეებს, გორილებს და ორანგუტანგებსაც იხილავთ. გამოიკვლიეთ მსოფლიოს უდიდესი შიდა ტროპიკული ტყის ატრიუმი: ბრწყინვალე ადგილი წვიმის დროს.