საბერძნეთი მზიანი სანაპიროებით, ცხელი ზაფხულით და ლამაზი კუნძულებითაა ცნობილი და ცოტამ თუ იცის, რომ ამ ქვეყანაში გასაოცარი მთის კურორტებია. ზამთარში ისინი სათხილამურო კურორტებად იქცევიან და დიდ გართობას გპირდებიან.

პარნასოსი/Parnassos Ski Resort

შეიძლება ითქვას, რომ პარნასოსი საბერძნეთის ყველაზე პოპულარული სათხილამურო კურორტია და ის ათენიდან მხოლოდ და მხოლოდ 2 საათის სავალ გზაზე მდებარეობს. აქ 7 მარშრუტი, 10 ბილიკი და 3 პატარა ტრასაა დამწყებთათვის. ზღვის დონიდან 2260 მეტრზე მდებარე კურორტი თხილამურების მოყვარულებს გრძელ სეზონს სთავაზობს. გვიან საღამოს, მეზობელ ქალაქ არაჩოვაში ბევრი კაფე-ბარია.

კალავრიტა/Kalavrita Ski Center

ჰელმოსის მთაზე მდებარე ეს სათხილამურო ცენტრი ზღვის დონიდან 2340 მეტრზეა და სულის შემკვრელ ალპურ ლანდშაფტს გთავაზობთ. აქ 2 რთული, 2 საშუალო, 2 მარტივი და 2 ძალიან მარტივი ტრასაა. კალავრიტა სნოუბორდის მოყვარულებს სპეციალურ ნიადაგსაც სთავაზობს.

კარპენისი/Karpenisi, Velouxi Ski Resort

ათენიდან 4 საათის სავალ გზაზე კარპენისი მდებარეობს, რომლის სიახლოვესაც დიდი სათხილამურო კურორტია გაშენებული. სნოუბორდის მოყვარულები ამ სპორტისთვის მოწყობილ პარკში გაერთობიან. კარპენისში კი ბევრი საყვარელი კაფე და რესტორანი დაგხვდებათ.

მაინალო/Mainalo Ski Centre

1965 წელს გახსნილი მაინალო ზღვის დონიდან 2000 მეტრზეა. ის აღჭურვილია როგორც დამწყები მოთხილამურეებისთვის, ასევე პროფესიონალებისთვის. ტრასაზე ჩამოსვლისას ბუნების საოცარი ხედები დაგატკბობთ.

ვასილიცა/Vassilitsa Ski Resort

ვასილიცას მთაზე მდებარე კურორტი, შემოსაზღვრული ფიჭვის ტყეებით, ექსტრემალური სპორტის მოყვარულებისთვისაა. აქ 16 კილომეტრიანი 16 გზაა, ასევე, ქვეყანაში ყველაზე დიდი ტრასა დამწყებთათვის. შეგიძლიათ დაათვალიეროთ ვალია კალდას ეროვნული პარკიც. აქ წლიურად 60 000-ზე მეტი ვიზიტორი ჩამოდის. ვასილიცა გრევენადაც 30 წუთის გზაზეა, თესალონიკიდან 250 კილომეტრში, ხოლო ათენიდან 417 კმ-ში. გზა საოცრად ლამაზი და შთამბეჭდავია. აქ ბევრი სოფელია, რომლებიც ტურისტებს დასარჩენს სთავაზობენ. ყველაზე ლამაზი სოფელი პანორამაა.

3-5 პიგადია/3-5 Pigadia Ski Resort

ვერმიოს მთაზე მდებარე ეს კურორტი თანამედროვე აღჭურვილობით გამოირჩევა, ასევე ხელოვნური თოვლის ინსტალაციებით. ეწვიეთ ნაუსას, პატარა მაკედონიურ ქალაქს ღვინის დაყენების ტრადიციით და უნიკალური არქიტექტურით.

კაიმაკტსალანი/Kaimaktsalan Ski Center

ამ სათხილამურო ცენტრს “ზამთრის მიკონოსს” უწოდებენ. ის ზღვის დონიდან 2480 მეტრზე მდებარეობს. აქ 13 ტრასა და სნოუბორდის პარკია. ასევე, ლამაზი ფაცხები საოცარი ხედებით. ეწვიეთ ლუტრაკის თერმულ წყაროებს, ნამდვილად არ ინანებთ.