ცისარტყელას ფერებში შეღებილი სახლებით და ნავმისადგომებით, მშვიდი წყლისპირა და ძველის ათევზაო ფესვებით გამორჩეული კლიმა იმ ბერძნულ სოფელს ჰგავს, რომლის აღმოსაჩენადაც მოგზაურებმა წლები გაატარეს. კუნძულ მილოსთან მდებარე პაწაწინა წყლისპირა დასახლება არაა ისეთი დატვირთული, როგორც საბერძნეთის სხვა ცნობილი კუნძულები. თეთრი და ლურჯი ფერების კომბინაცია საბერძნეთის კუნძულებს უნიკალურ სილამაზეს სძენს. შესაძლოა კლიმა ხშირად გაქვთ ბროშურებსა თუ ფოტოებზე ნანახი და მისით მოხიბლულხართ, მაგრამ რეალური სურათი კიდევ უფრო შთამბეჭდავია. სოფელი იმდენად პატარაა რუკაზე, რომ შესაძლოა მილოსის ფონზე ვერც შეამჩნიოთ. მაგრამ კლიმას სწორედ მისი ზომა და სიმშვიდე გამოარჩევს.

ფერადმა სანაოსნო სახლებმა კლიმა პოპულარული გახადა

კლიმა ტრადიციული სირმატებითაა პოპულარული, ეს ძველი მეთევზეების სახლებია, რომლებიც პირდაპირ წყლის პირასაა აგებული. სირმატები დეკორატიული კოტეჯები არაა. ეს 2 სართულიანი პრაქტიკული ნაგებობებია, რომლებიც მეთევზეებისთვისაა აშენებული. სახლის პირველი სართული ნავის “ავტოფარეხია”. მეთევზეები თავიანთ ნავებს აქ ზამთრის ან ცუდი ამინდის დროს ინახავდნენ. ზედა სართული კი საცხოვრებელი სივრცეა. თითოეულ სახლს განსხვავებული კარები და ფანჯარა აქვს. ფერები: ლურჯი, ფირუზისფერი მწვანე, მდოგვისფერი, მეწამული და პასტელური ვარდისფერი ამ ლანდშაფტში უხვად დომინირებს. მეთევზეები თავიანთ სახლებს თვითონ ღებავდნენ, რათა ზღვიდან ადვილად ეცნოთ. კლიმა დღემდე მილოსის ფართო საღვაო კულტურასაა მიბმული და საბერძნეთის ფარულ კუთხედ რჩება.

პატარა სოფელი ანტიკური ისტორიით

შორიდან ის უბრალოდ ფოტოგენურ ადგილად მოგეჩვენებათ, მაგრამ მას მდიდარი ისტორია აქვს და მილოსის კულტურასთან მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული. აქ მდებარეობს მილოსის ანტიკური თეატრი, რომელიც ზღვას გადმოჰყურებს და ის კუნძულის ყველაზე შთამბეჭდავი არქეოლოგიური ძეგლია. ასევე მოინახულებთ მილოსის კატაკომბებს და ადრეულ ქრისტიანულ პალატებს. ეს ფართო არეალი დაკავშირებულია საბერძნეთის ცნობილ აღმოჩენასთან, მილოსის ქანდაკებასთან, რომელიც პარიზის ლუვრის მუზეუმში გადაიტანეს.

ისტორია და გასანკუთრებული დიზაინი კლიმას საბერძნეთის სხვა წყლისპირა სოფლებისგან გამოარჩევს.

მოწყვეტილი კლიმა საოცარ სიმშვიდეს გაგრძნობინებთ. ის საბერძნეთის სხვა ცნობილ კუნძულებთან შედარებით მაინც ხელშეუხებელია. მილოსი ბოლო წლებში ბევრი მოგზაურისთვის სანტორინის მშვიდი ალტერნატივა გახდა, მაგრამ კლიმა კიდევ უფრო წყნარია. აქ ისეირნებთ აუჩქარებლად, მიაშტერდებით ფერად სახლებს, მოუსმენთ ტალღებს და ზღვის სიჩუმეს. კლიმა ბრწყინვალე არჩევანია, თუ ცხოვრებაში დაპაუზება გსურთ.

თუ საბერძნეთში მოგზაურობას გეგმავთ, მოგვმართეთ