მსოფლიოში ბევრი ადამიანისთვისაა ლუვრი აუცილებლად მოსანახულებელი მუზეუმი პარიზში ყოფნისას. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ტურისტულად დატვირთული მუზეუმია მდიდრული ხელოვნების ნიმუშებით. ეს მონუმენტური ძეგლი ბევრ საიდუმლოს ინახავს, რომელიც უნდა აღმოაჩინოთ.

ის ააშენეს როგორც ფრანსუა პირველის სასახლე

ამ რენესანსის დროის მეფემ მარჯვენა სანაპიროზე მე-12 საუკუნის ციხესიმაგრე გაჭრა, რათა ლუვრის სასახლამდე გზა მიეყვანა. მშენებლობა მე-16 საუკუნის შუაში დაიწყო, მაგრამ მხოლოდ შენობის ნაწილის დასრულება მოხერხდა. ყველა ფრანგი მეფე შემდეგ თავის ხელს ავლებდა და საკუთარ წვლილს ამატებდა. თუ დააკვირდებით, მას მართლაც ბევრ სხვადასხვა არქიტექტურულ სტილს შეამჩნევთ. ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავია კოლონადა.

200 წელი გახდა საჭირო, რომ შენობა მუზეუმად ქცეულიყო

ლუი მე-14 უკანასკნელი მეფე იყო, რომელმაც ლუვრი სამეფო რეზიდენციად გამოიყენა. ამის შემდეგ, ისინი ვერსალში გადავიდნენ. 1793 წელს, ფრანგული რევოლუციის დროს, ხელოვნების ცენტრალური მუზეუმი დიდ გალერეაში საჯაროდ გაიხსნა. თუმცა, მთელი შენობა მუზეუმად პირველად 1993 წელს გამოიყენეს.

ლუვრში დაცული მრავალი ნამუშევარი ნაპოლეონის დროს ომის ნადავლად იქნა წაღებული

მრავალი ფრანგი მეფე დიდი ხელოვნების კოლექციონერი იყო და ლუვრის გამდიდრებაში მონაწილეობა აქვთ მიღებული, თუმცა მუზეუმის ბევრი დიდი ნამუშევარი ნაპოლეონის დროს იტალიაში, ეგვიპტესა და სხვა ქვეყნებში იქნა გატანილი.

პეის ცნობილი შუშის პირამიდა კონტროვერსული აღმოჩნდა

ამერიკელი არქიტექტორის, პეის შუშის პირამიდა, რომელიც ლუვრის სიმბოლოდ იქცა, პირველად 1989 წელს დაიდგა და კრიტიკოსები მას “მკრეხელურს” უწოდებდნენ. მათი აზრით, პირამიდა არქიტექტურულ შეუსაბამისობაში იყო ისტორიულ სასახლესთან. ახლა ის წელიწადში მილიონობით ვიზიტორს მასპინძლობს.

მუზეუმის უდიდესი ნახატი იგივე ოთახშია სადაც მონა ლიზა

მონა ლიზა ლუვრის ყველაზე ცნობილ ნამუშევრადაა აღიარებული, და მისი მონახულებისას ადამიანებმა არ იციან, რომ მუზეუმის ყველაზე დიდი ნახატიც იმავე ოთახში მდებარეობს. “ქორწილის წვეულება” შესრულებული ვენეციელი ოსტატის, ვერონეზეს მიერ, ხანდახან საიდუმლო სერობაში ეშლებათ, მაგრამ ის ქრისტეს პირველ სასწაულს ასახავს, როცა მან წყალი ღვინოდ გარდაქმნა.

და ვინჩის ფანებმა მუზეუმისთვის თემატური მარშრუტი შექმნეს

ლუვრს რამდენიმე ოფიციალური მარშრუტი აქვს შედგენილი, რომელიც ვიზიტორებს ნავიგაციაში ეხმარება რათა სასურველი ნამუშევრები უზარმაზარ მუზეუმში ადვილად აღმოაჩინონ. “დავინჩის კოდი” ერთ-ერთი მათგანის ინსპირაციითაა შექმნილი. თუ ამ მარშრუტს გაყვებით, მნიშვნელოვან ფაქტებს გამოიკვლევთ.

შეგიძლიათ ნახოთ როგორ გამოიყურებოდა შენობა ნაპოლეონ მესამეს დროს

რიჩელიოს ფრთის მშვიდ კუთხეში, ნაპოლეონ მესამის სამუშაო ოთახს ნახავთ, სადაც წარმოდგენილია ნიმუშები თუ როგორ გამოიყურებოდა სასახლე იმპერატორის მეფობის დროს.

აცდით რიგს

იმისათვის, რომ პირამიდასთან არსებულ რიგს აცდეთ, შეიძინეთ ბილეთი წიგნის მაღაზიაში FNAC bookstore და შედით მუზეუმში ქვევიდან, რიჩელიოს მხრიდან (Richelieu Wing). წიგნის მაღაზიას ქალაქში რამდენიმე ფილიალი აქვს, მაგრამ ის მდებარებოს ლუვრის მიწისქვეშა გადასასვლელშიც. თუ ლუვრის ოფიციალურ აპლიკაციას გადმოწერთ, 2 დოლარად მიიღებთ სასურველ მარშრუტებს კურატორის და გიდის დაქირავების გარეშე.

ლუვრი დღემდე იმატებს დამატებით ნამუშევრებს

იმის მიუხედავად, რომ მუზეუმის კოლექციები მოიცავს ხელოვნების ნიმუშებს მე-19 საუკუნემდე, ის დღემდე მდიდრდება და დროებით გამოფენებსაც გვთავაზობს ცნობილი ნამუშევრებით პოპულარული მუზეუმებიდან.