მილოსი ვულკანური წარმოშობის ბერძნული კუნძულია გასაოცარი შარმით. გაატარეთ თქვენი დასვენების დღე ამ მშვიდ ატმოსფეროში. აქ უამრავი სანაპირო, თეთრი ქვის ფორმაციები და ცისფერი ეგეოსის ზღვის წყალია. ეს საბერძნეთის ის ნაწილია, რომელიც რომანტიკულ ფილმებში გინახავთ.
მოიარეთ პლაკა, მილოსი
პლაკა მილოსის ლამაზი დედაქალაქია, რომელიც ქვის ფორმაციებიდან ზღვას გადაჰყურებს. აქ ტრადიციული ბერძნული ხეივნები ჩამწკრივებულია თეთრი კოტეჯებით, რომლებსაც ლურჯი კარებები აქვთ და ვარდისფერი ყვავილებით არიან მორთულნი. მარტივია დაიკარგოთ მის ქუჩებში.

ისიამოვნეთ მშვიდი საღამოებით, გემრიელი საჭმლის მირთმევით და თვალწარმტაცი მზის ჩასვლის ყურებით. პლაკა საუკეთესო ადგილია, მილოსზე მოგზაურობის დასაწყებად. ის ახლოსაა მილოსის საუკეთესო ადგილებთან და აერთიანებს ეკლესიებს, მუზეუმებს და კუნძულებამდე მისასვლელ გზებს.

უყურეთ მზის ჩასვლას პლაკას ციხესიმაგრიდან
ეს მილოსზე ყველაზე დაუვიწყარი გამოცდილება იქნება. ეს ძველი ვენეციური ციხესიმაგრე ძველი კედლებით და თეთრი ტაძრით მთაზე აქ მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა. ადით ბილიკით მასზე რათა დატკბეთ ხედებით, რომელიც განსაკუთრებით ლამაზია მზის ჩასვლისას.

დაისვენეთ კლეფტიკოს სანაპიროზე
როცა კლეფტიკოს სანაპიროს ესტუმრებით, მისი დატოვება არასდროს აღარ მოგინდებათ. უზარმაზარი თეთრი კლდეები და ქვის ფორმაციები საოცრად სუფთა წყალს გადმოჰყურებენ. აქ ბევრი ბუნებრივი თაღი და პატარა აუზია. იხილავთ უამრავ ფერად-ფერად თევზებს. ეს იმდენად პოპულარული მიმართულებაა, რომ ბევრ ნავის ტურსაც შემოგთავაზებენ.

სარაკინიკოს სანაპირო
მილოსის მორიგი პოპულარული სანაპიროა – სარაკინიკო. ქვების საოცარი სითეთრე და უცნაური ფორმები სულ სხვა სამყაროში გადაგანაცვლებთ. ეს ტიპური სანაპირო სულაც არაა. კლდეებმა აქ დროთა განმავლობაში უნიკალური ფორმები მიიღეს.

მოიწყვეთ ნავის ტური მილოსის გარშემო
კუნძულის ზომა და გამოქვაბულების რაოდენობა მილოსს იდეალურ ადგილად აქცევს, რომ ნავის ტურით გამოიკვლიოთ. 1 დღის მანძილზე უამრავ ლამაზ ადგილს იხილავთ, ნახავთ ისეთ სანაპიროებსაც, სადაც ფეხით ვერ მოხვდებით.

მილოსის ანტიკური თეატრი
ადამიანები მილოსზე ათასობით წლის მანძილზე ცხოვრობდნენ და ამ ადგილს ძალიან დიდი ისტორია აქვს. კუნძულზე ნახავთ ისეთ ისტორიულ ძეგლებს, როგორებიცაა: კატაკომბები და ანტიკური თეატრი. მისი მონახულება შეგიძლიათ ყოველდღე სამშაბათის გარდა, დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე. შესვლის ღირებულება 4 ევრო.

კლიმას სათევზაო სოფელი
ეს პატარა, მომხიბვლელი სათევზაო სოფელი განსხვავებულია ტიპური ბერძნული ცისფერი და თეთრი სოფლებისგან. აქ წყლისპირა სახლები სხვადასხვა ფრადაა შეღებილი, რათა მეთევზეებს ადვილად ეცნოთ თუ რომელია მათი.

იხილეთ მანდრაკიაც
მანდრაკია მორიგი ფერადი სათევზაო სოფელია მილოსზე. ნავსადგური დღემდე გამოიყენება სათევზაოდ და აქ ბევრ ტრადიციულ ნავს ნახავთ, ასევე, მიირთმევთ გემრიელი ზღვის პროდუქტების კერძებს.

მილოსზე საბერძნეთის გამორჩეული სანაპიროებია
- Firopotamos Beach
- Sarakiniko Beach
- Papafragas Beach and Caves
- Fyriplaka Beach
- Alogomandra Beach
- Kleftiko Beach
- Paliorema
- Tsigrado Beach, Milos
მათი უმეტესობა ერთმანეთთან ახლოსაა.

ქალაქი პოლონია
პოლონია დასასვენებელი სოფელია ფერადი ტავერნებით და დასათვალიერებელი ქუჩებით. ეს ხეებით ჩამწკრივებული სანაპიროები, ქვაფენილიანი ქუჩები და ყვავილების გაფორმება საკმაოდ ფოტოგენურია. ის საკმაოდ პოპულარულია, ამიტომაც სეზონზე დატვირთულია და სხვა სოფლებისგან განსხვავებით უფრო ძვირია.

საუკეთესო რესტორნები მილოსზე:
- Glaronisia (ბერძნული)
- Kayak Cafe (ყავა და საუზმე)
- Medusa (ზღვის პროდუქტები&ბერძნული)
- Phatses (საყვარელი ატმოსფერო)
- Pizzeria Stasi (პიცა)
- Methismeni Politeia (ხმელთაშუაზღვიური სამზარეულო)
- Bakalikon Galanis (ბერძნული)
- Kivotos ton Gefseon (კაფე, დესერტები)
- Hanabi Seaside (სუში)











