ლუდის მოყვარულებისთვის სამოგზაურო მიმართულების არჩევისას, ამ სასმლის გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია.  როგორც წესი, ლუდის მთავარ სამშობლოდ გერმანია მიიჩნევა, თუმცა შენი მეგზური გირჩევთ იმ სხვა მიმართულებებსაც, სადაც უგემრიელეს ჩამოსასხმელ ლუდს დააგემოვნებთ:

პრაღა, ჩეხეთი

ეს ქვეყანაც ცნობილია მსოფლიო დონის ლუდით და დიდი გავლენით მსოფლიო ლუდის ბაზარზე. აქ დაიბადა საკულტო პილსნერი. თუმცა, გარდა ძველი მეთოდებისა, პრაღაში ახალგაზრდა ლუდის ენთუზიასტები განსხვავებულ და მრავალფეროვან ლუდსახარჩებს შეხვდებიან. აქ მიიღებთ როგორც ტრადიციული ლუდის დაგემოვნების გამოცდილებას, ასევე თანამედროვე გადაწყვეტებს. მაგალითად, გირჩევთ “U Kunstatu-ს”, საოცარ ბაღს ძველ ქალაქში, სადაც 100-ზე მეტი ჩეხური ჩამოსასხმელი ლუდია, ასევე მე-12 საუკუნის მარანი. ასევე გირჩევთ არაჩვეულებრივ ადგილებს: “Dva Kohouti brewery” და “Ossegg Praha“. შეგიძლიათ შეუერთდეთ პრაღის ადგილობრივად მოხარშული ლუდის ტურებს.

საპორო, იაპონია

იაპონიაში, ჰოკაიდოს ჩრდილოეთ კუნძულის დედაქალაქი საპორო, ალბათ ყველაზე მეტად თავისი ლუდით არის ცნობილი. პრაღის მსგავსად, აქაც ერთი მსოფლიო დონის ბრენდი დომინირებს. ლაგერი „საპორო“ მთელ მსოფლიოში იყიდება და ამ ქალაქში ვიზიტი წარმოუდგენელია ისტორიულ ლუდსახარშში სტუმრობის გარეშე. თუმცა მათთვის, ვისაც უფრო არომატული გემოთი გამორჩეული ლუდები უყვარს, ქალაქი კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდება. აქ სრულიად შესაძლებელია მთელი უიქენდის დაგეგმვა მხოლოდ ლუდის გარშემო. რა თქმა უნდა, პერიოდულად რამენის შესვენებებით! ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია “Moon Sun Brewing”, რომელიც მყუდრო და მინიმალისტურ იაპონურ ესთეტიკას შესანიშნავ ლუდებთან და ორიგინალურ წასახემსებლებთან აერთიანებს. კიდევ ერთი გამორჩეული ადგილია Beer Bar North Island: ბარი, საიდანაც საპოროს პანორამული ხედები იშლება. თუმცა ფრთხილად იყავით „რამდენსაც შეძლებ, იმდენი დალიე“ შეთავაზებებთან. დაახლოებით 23 დოლარად 60 წუთის განმავლობაში შეუზღუდავი რაოდენობის ლუდის დალევა შეგიძლიათ. უდავოდ ყველაზე ლეგენდარული ადგილი კი Beer Inn Mugishutei არის. ეს ბარი 1980 წელს ამერიკელმა ემიგრანტმა ფრედ კაუფმანმა გახსნა, რომელსაც ადგილობრივები „ლუდის სანტას“ ეძახიან. ფრედი ფართოდ არის ცნობილი, როგორც ერთ-ერთი პირველი ადამიანი, რომელმაც იაპონიაში ადგილობრივად დამზადებული ლუდის კულტურა დაამკვიდრა. ის დღემდე იქ მუშაობს და ყოველთვის სიამოვნებით ესაუბრება სტუმრებს ლუდის შესახებ.

ტალინი, ესტონეთი

იუნესკოს სიაში შემავალი შუასაუკუნეების ძველი უბანი ლუდის დიდი არჩევანითაც გაგაოცებთ. ამ ევროპულ დედაქალაქში ბევრი სიურპრიზი გელოდებათ. ტალინის ადგილობრივად წარმოებული ლუდის მოძრაობის მთავარი მარგალიტია “Põhjala”, რომელიც მდიდრულ გემოებს და ექსპერიმენტულ ლუდებს წარმოგვიდგენს. აქ ესტუმრებით ჩრდილოეთ ევროპის გამორჩეულ დასალევ სივრცესაც ძველი პორტის უბანში. გირჩევთ ბარებს: Humalakoda და Koht. ლუდის მოყვარულები ნამდვილად დააფასებენ ტალინის ლუდის კულტურას.

ფრანკონია, გერმანია

გერმანია ცნობილია ლუდით და საკულტო ოქტობერფესტით. ბავარიული ლუდი საუკუნეებია უკვე მსოფლიო სტანდარტებს აწესებს ლუდის ხარშვაში. ფრანკოფონია გამორჩეულია ლუდსახარშების ყველაზე დიდი რაოდენობით მსოფლიოში. აქ მასიურ ლუდის დარბაზებს აღმოაჩენთ პატარა ადგილებშიც. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა Brauerei Heckel. ძველსა და ახალს შორის არსებულ ზღვარს აღმოაჩენთ გოლერის ლუდსახარშში, რომელიც 500 წელია არსებობს და ერთი ოჯახის თაობიდან თაობას გადაეცემა.

ბელგრადი, სერბეთი

ბელგრადის ღამის ცხოვრება ლეგენდარულია, თუმცა მისი ლუდის სცენაც აღსანიშნავია, როგორც ბალკანეთის ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი კუთხის. სერბეთის დედაქალაქი უნიკალურ ლურსახარშებს გთავაზობთ. აქაური ბარები რეგიონის სასმლის კულტურას წარმოგვიდგენენ. ლუდის მოყვარულებს აქ აკიდევ უფრო შეუყვარდებათ ეს ინდუსტრია. გირჩევთ Docker Brewery-ს, რომელიც ბელგრადის საპორტო არეალში მდებარეობს, ლუდის ბაღით. ასევე, ერთ-ერთი საუკეთესოა Gunners Pub.

კეიპთაუნი, სამხრეთ აფრიკა

კეიპთაუნი არამხოლოდ ღვინით, არამედ ლუდითაც ცნობილია. აქ რამდენიმე ბრწყინვალე ლუდსახარში მდებარეობს. აქ გემრიელ ლუდს უამრავ ადგილას აღმოაჩენთ, მათ შორის ლუდის ბაღებს.

კუალა ლამპური, მალაიზია

ალკოჰოლის ხარშვის ლიცენზიის აღება აქ ძალიან რთულ საქმეს წარმოადგენს. მაგრამ, ეს ხელს არ უშლის ლუდის მწარმოებლებს არაჩვეულებრივი ლუდის ბარები გახსნან. ლოკალურად მოხარშული ღვინის პიონერია ქალაქის ცენტრში მდებარე Taps Beer Bar. ასევე მშვენიერი ბარია WellCraft.