ტალინში მრავალფეროვანი ღირსშესანიშნაობები გელოდებათ. როგორც ისტორიის, ასევე სპორტის მოყვარულებს. ჩვენ ამ ქალაქში მეგზურობას გაგიწევთ და ესტონეთის დედაქალაქს შეგაყვარებთ.

ქალთევზას მემორიალი

ეს მემორიალი ტალინის საკულტო ადგილია. მონუმენტი 1902 წელს აშენდა და 1893 წელს დაღუპულ ხალხს მიეძღვნა, როდესაც გემი სახელად “ქალთევზა” ფინეთისკენ მიმავალ გზაზე ჩაიძირა.

თავისუფლების მოედანი

თავისუფლების მოედანი ტალინის მნიშვნელოვანი ისტორიული ადგილია. ის საბჭოთა კავშირზე გამარჯვებას უკავშირდება და ყოველწლიური აღლუმებიც სწორედ აქ ტარდება.

კადრიორგის პარკი

ეს ადგილი ცნობილია როგორც ევროპის ყველაზე დიდი და ლამაზი პარკი. თუ გსურთ, რომ ბუნებაში განიტვირთოთ, სწორედ აქ უნდა მოხვიდეთ.

ტალინის ზოოპარკი

ტალინის ზოოპარკი მშვენიერი ადგილია იმისთვის, რომ იხილოთ ცხოველები თავმოყრილი მთელი ქვეყნიდან. ესტონეთის უდიდეს ზოოპარკში 13 000-მდე ცხოველია განთავსებული.

მერიის მოედანი

ტალინის მერიის მოედანი ყოველთვის იყო ქალაქის უმნიშვნელოვანესი ადგილი, რადგანაც აქ ბაზრობები მე-11 საუკუნიდან იმართება. საშობაოდაც სწორედ აქ შლიან ულამაზესად მორთულ დახლებს.

ტომპიას ბორცვი

Toompea Hill – ტალინის გამორჩეული ადგილია საოცარი ფოტოების გადასაღებად და ტალინის ძველი ქალაქის ხედებით დასატკბობად.

ოლევისტის ეკლესია

ეს ეკლესია 1250 წელს აშენდა და შუა საუკუნეების პერიოდში, ევროპის უმაღლესი შენობა იყო. აუცილებლად ეწვიეთ მას თუ ნამდვილი არქიტექტურული შედევრის ხილვა გსურთ. შეგიძლიათ დაათვალიეროთ ინტერიერიც.

ტალინის ძველი ქალაქი

ტალინში ვიზიტი სრულყოფილი არ იქნება თუ ტალინის ძველ უბანში ქვაფენილიან ქუჩებზე არ გაისეირნებთ. აქ წარმოდგენილი შენობები მე-14/მე-15 საუკუნეში აშენდა. ძველ ქალაქში აღმოაჩენთ საუკეთესო კაფე-რესტორნებსაც, სადაც ტრადიციულ ესტონურ კერძებს დააგემოვნებთ.

საზღვაო მუზეუმი

Lennusadam Seaplane Harbour – ბევრ ძველ გამოფენას აერთიანებს, მათ შორის 1930 წლის წყალქვეშა ნავს და ჯარის აღჭურვილობას. თუ ზღვა და მისი ტრანსპორტი გიყვართ, ამ მუზეუმს აუცილებლად უნდა ეწვიოთ.

კადრიორგის სასახლე

ამ სასახლეს ყველა ხელოვნების და ისტორიის მოყვარული უნდა ეწვიოს. კადრიორგის სასახლეში ესტონეთის უძველესი დროის კულტურას შეიცნობთ.

ტალინის სატელევიზიო კოშკი

საუკეთესო ადგილი, საიდანაც ქალაქ ტალინზე პანორამული ხედებით დატკბებით, მისი სატელევიზიო ანძაა. აქედან ყველა შენობა ჩანს თავისი მწვანე სივრცეებითა და შორს მოლივლივე ბალტიის ზღვით.

კუმუს ხელოვნების მუზეუმი

კუმუს ხელოვნების მუზეუმი ჩრდილოეთ ევროპის ერთ-ერთი უდიდესი მუზეუმია, რომელსაც ტალინში ყოფნის დროს აუცილებლად უნდა ეწვიოთ. აქ ადგილობრივი ხელოვანების მნიშვნელოვან შემოქმედებას აღმოაჩენთ.

წმ. მარიას კათედრალი

წმ. მარიას კათედრალი მე-13 საუკუნეში ააგეს. ეს შუასაუკუნოვანი გოთიკური ტაძარი ესტონეთში უდიდესია და მნიშვნელოვან მონუმენტს წარმოადგენს.

წმ. ნიკოლოზის ორთოდოქსული ეკლესია

ეს ეკლესია მე-19 საუკუნის პირველ ხანებში აშენდა და ტალინის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო ტაძარი იყო, რომელიც ქალაქის ნამდვილ ატმოსფეროს გადმოსცემდა.

ესტონეთის ღია ცის ქვეშ მუზეუმი

ესტონეთის ისტორიის და კულტურის უკეთ შესასწავლად ამ ღია მუზეუმს უნდა ეწვიოთ. აქ გაიგებთ თუ როგორ ცხოვრობდნენ ამ ქვეყნის სოფლის მაცხოვრებლები 1 საუკუნის წინ. ესტუმრეთ ტავერნას და დააგემოვნეთ ადგილობრივების მიერ მომზადებული ტრადიციული კერძები.

ესტონეთის ისტორიის მუზეუმი

ესტონეთის ისტორიის მუზეუმი მნიშვნელოვანი ისტორიული მონუმენტია, რადგანაც ის მე-15 საუკუნეში აშენდა. მის შიგნით აღმოაჩენთ ამ ქვეყნის უმნიშნელოვანეს გამოფენებს.

წმ. ალექსანდრე ნევსკის კათედრალი

ეს ეკლესია ყველაზე შთამბეჭდავი ორთოდოქსული კათედრალია ტალინში. მისი არქიტექტურა, თაღოვანი სტრუქტურა და ინტერიერი ნამდვილად მოგხიბლავთ.

ტალინის ქალაქის კედელი

ტალინის ქალაქის კედელი ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული შუასაუკუნოვანი სიმაგრეა ევროპაში, რომელიც უკან წარსულში გადაგაგდებთ. 2 კილომეტრი სიგრძის კედელი 20 კოშურათი, მშვენიერ ზღაპრულ ატმოსფეროს ქმნის.

უძველესი აფთიაქი ევროპაში

ეს აფთიაქი მერიის მოედანზე მდებარეობს და ის 1422 წელს გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ დღემდე მუშაობს! თუ გაინტერესებთ თუ რას იყენებდნენ მედიკამენტებად საუკუნეების უკან, ამ აფთიაქს აუცილებლად ეწვიეთ.

Kiek in de Kök

ეს უზარმაზარი 38 მ. სიმაღლის კოშკი დღეს მუზეუმია. აქ გამოფენის გარდა, მოინახულებთ ფარულ გვირაბსაც, რომელიც გვირაბების სისტემას ქმნის და ტომპეას მთას უკავშირდება.