კეიპტაუნში ჩასვლისას მოგზაურები რწმუნდებიან, რომ სრულიად სხვა სამყაროში მოხვდნენ. აქ თავგადასავლებისთვის ფართო არეალია შექმნილი: ცოცვა, ლაშქრობა, სერფინგი და სამთო ველოსიპედები თუ გიზიდავთ, კეიპტაუნში ყველაფერს გამოცდით. ჩვენ რამდენიმე სასარგებლო რჩევას მოგცემთ და აქ მოგზაურობასაც დაგიგეგმავთ:

ნუ მოელით, რომ ერთ ვიზიტზე ყველაფერს ნახავთ

ბევრი ადამიანი კეიპტაუნში 4 ან 5 დღეს ატარებს. ეს საკმარისია რომ მოინახულოთ მისი ბუნება, ძეგლები, იშოპინგოთ, მიირთვათ ადგილობრივი კერძები და ეროვნულ ბოტანიკურ ბაღსაც ეწვიოთ. ერთი კვირა კიდევ უკეთესი ვარიანტია. ამ პერიოდში მოივლით კეიპთაუნის მთავარ ლოკაციებს, მაგრამ რაღაცეების სხვა ვიზიტისთვის მოტოვებაც მოგიწევთ.

აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე გამოიყენეთ უბერი

კეიპ ტაუნის საერთაშორისო აეროპორტში ავტობუსები არ დადიან. შეგიძლიათ იქირაოთ მანქანა და გამოიძახოთ უბერი. ეს იაფი და უსაფრთხო ვარიანტი იქნება.

წაიღეთ გამოსაცვლელი სამოსი ყოველთვის, როცა სახლიდან გახვალთ

კეიპტაუნში შესაძლოა 4 სეზონი ერთი დღის მანძილზე გამოსცადოთ. ამინდი აქ არაპროგნოზირებადია. გაზაფხულსა და შემოდგომაზე დაგჭირდებათ მზისგან დამცავი, ზამთარი წვიმიანია, ზაფხული ხანდახან ქარიანი და ზოგჯერ გრილი.

გახსოვდეთ ჩაის დატოვება

სამხრეთ აფრიკაში ჩაის დატოვების კულტურაა და დასაქმებულები ყოველთვის მოელიან, რომ მათ მომსახურეობისთვის პირადად დაუმატებთ რამეს. რესტორნებსა და ბარებში მისაღებია 10%, თუმცა 15% უკეთესია.

ლაშქრობაზე გაიყოლეთ მეგობარი

Table Mountain – სამხრეთ აფრიკის ერთგვარი ემბლემაა და ის კეიპთაუნის ყველა წერტილიდან მოჩანს. იცოდეთ, რომ მზიან დღესაც კი მთაზე ქარი და სიგრილე იქნება. თუ საბაგიროს ნაცვლად, მასზე ფეხით ახვალთ, მარტო ნუ იქნებით. გაყევით მონიშნულ ბილიკს, რათა არ დაიკარგოთ.

დაუმალეთ თქვენი საკვები მაიმუნებს

მაიმუნები კეიპტაუნის განუყოფელი ნაწილია. მათი გამოკვება მკაცრადაა აკრძალული. ამიტომაც, თუ ისინი პიკნიკისას მოგადგებიან ან თქვენი საკვების მიტაცებას გადაწყვეტენ, გადამალეთ ისინი.

თავისუფლად დალიეთ ონკანის წყალი

კეიპთაუნის ონკანის წყალი სრულიად უსაფრთხოა დასალევად.