თუ ყვავილების მოყვარული ხართ, შენი მეგზური მათ სანახავად ევროპის 8 საუკეთესო ლოკაციას წარმოგიდგენთ.

1. ვალენსოლე, საფრანგეთი

ლავანდას მინდვრები

საუკეთესო დრო: ივნისი-ივლისი

ფრანგული რომანტიკული ფილმის სცენის მსგავსი ვალენსოლე ლავანდების ერთგვარი ხალიჩაა. აქ ჰაერშიც კი სასიამოვნო სურნელი ტრიალებს. ივლისი მათი ყვავილობის პიკ სეზონია. პროვანსში მდებარე ამ შუასაუკუნეების სოფელში ლავანდას ზეთს და საპონსაც ამზადებენ. შეგიძლიათ მოიწყოთ პიკნიკი ლავანდას მინდვრების ხედზე. ვალენსოლე მარსელიდან 1 საათის გზაზე მდებარეობს.

2. ვალ დორსია, იტალია

მზესუმზირები

საუკეთესო დრო: ივლისი-აგვისტო

თუ ლანდშაფტის გამო იტალიის მხოლოდ ერთი რეგიონი უნდა შეარჩიოთ, ტოსკანა ფავორიტი უნდა იყოს. ვალ დორსია ბუნების საოცარი სილამაზით გამოირჩევა. მის მინდვრებს გაზაფხულზე ფერადი ყვავილები, ზაფხულიდან კი მზესუმზირები ავსებენ. ფოტოების გადასაღებად საუკეთესო დროა “ოქროს საათი”, ანუ მზის ჩასვლის პერიოდი.

3. მაჩიტები, დიდი ბრიტანეთი

საუკეთესო დრო: აპრილი-მაისი

როცა დიდი ბრიტანეთის ველებს მაჩიტები მოიცავენ, ეს გაზაფხულის მოსვლის ერთგვარი სიმბოლოა. ლეგენდის თანახმად, ყველა ვინც მათ მოწყვეტას შეეცდებოდა, ცუდი იღბალი შეხვდებოდა. იმისათვის, რომ მაჩიტებით დატკბეთ, საუკეთესო ადგილია ბლეიკის ტყე ესექსში. ასევე, ამ მხრივ აღსანიშნავია შოტლანდია.

4. ჯერტეს ველი, ესპანეთი

საკურას ყვავილობა

საუკეთესო დრო: მარტი-აპრილი

საკურას ყვავილებით ტკბობას ევროპაშიც თავისუფლად შეძლებთ. ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია ექსტრემადურას ველი ესპანეთში. თუმცა ისინი საკმაოდ მცირე ხნით ყვავილობენ მარტის შუა რიცხვებიდან აპრილის პირველ ნახევრამდე. ამ დროს აქ ყვავილების ფესტივალიც ეწყობა.

5. დანუბეს დელტა, რუმინეთი

წყლის ლილიები

საუკეთესო დრო: ივნისი-აგვისტო

ალბათ წყლის ლილიებზე ფრანგი იმპრესიონისტის, მონეს ბაღები გახსენდებათ ჟივერნიში. მაგრამ მათი ხილვა რუმინეთის მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესულ დანუბეს დელტაზეც შეგიძლიათ. მას “ევროპის ამაზონს” უწოდებენ. ტულჩეა (Tulcea) ბუქარესტიდან 4 საათის გზაზე მდაბრეობს.

6. ბოლენსტრეეკი, ნიდერლანდები

ტიტები

საუკეთესო დრო: მარტი-მაისი

ტიტები გაზაფხულზე ამსტერდამის მშვენებაა. ისინი ზამთრის შემდეგ განსაკუთრებით ალამაზებენ ქალაქს. გირჩევთ ეწვიოთ ბოლენსტრეეკს (Bollenstreek), სადაც მსოფლიოს უდიდესი ყვავილების ბაღი მდებარეობს. აქ იხილავთ დაახლოებით 7 მილიონ ტიტას მზის ქვეშ. შეგიძლიათ შეუკვეთოთ ბილეთები ონლაინ. ბაღი იხსნება დილის 8 საათზე და იკეტება საღამოს 7 საათზე.

7. პიანო გრანდე, უმბრია

ველური ყვავილობა

საუკეთესო დრო: მაისი-ივლისი

უმბრიას პიანო გრანდეს მთის ფერდებს გაზაფულსა და ზაფხულში ველური ყვავილობა მოიცავს. აქ ნახავთ ყვითელ, ვარდისფერ, თეთრ, ლურჯ თუ იასამნისფერ მინდვრის ყვავილებს. სოფელი კასტელუჩიო დი ნორსია საუკეთესოა მათ სანახავად. უახლოესი აეროპორტია პერუგიაში.

8. კაზანლაკი, ვარდების ველი, ბულგარეთი

საუკეთესო დრო: მაისი-ივნისი

თუ ვარდების სურნელება გიყვართ, მაშინ ბულგარეთის ამ ველს უნდა მიაკითხოთ. ქალაქ კაზანლაკში ამ ყვავილისადმი მიძღვნილი მუზეუმიც მდებარეობს. ივნისის პირველ კვირაში თუ ეწვევით, ვარდების ფესტივალსაც დაესწრებით.