პარლამენტის სასახლიდან დაწყებული ლიპსკანის ქვაფენილიანი ქუჩებით (Lipscani) დამთავრებული, ბუქარესტი ათასი სახის ქალაქია, გასაოცარი არქიტექტურის და კულტურის მიქსი. ჩვენ აქ სანახავ 8 აუცილებელ ადგილს გირჩევთ:
Calea Victoriei, ისტორიული გასასვლელი
ბუქარესტის ელეგანტურობის სიმბოლო – Calea Victoriei, ქალაქის ერთ-ერთი მთავარი გამზირია. აქ არქიტექტურული ხელოვნების ნიმუშები მდებარეობს: ნეოკლასიკური შენობა, სტავროპოლეოს მონასტერი და აშ. აქ ნახავთ ბარებსა და ხელოვნების გალერეებსაც.
პარლამენტის სასახლე
ეს სასახლე მისი შთამბეჭდავი ზომის გამო, მსოფლიოს სიდიდით რიგით მეორე ადმინისტრაციული შენობაა. შეგიძლიათ შეუერთდეთ ტურებს ამ გრანდიოზული ოთახების დასათვალიერებლად და ქალაქს ტერასიდან გადახედოთ.
მისამართი: Strada Izvor 2-4
ეროვნული ხელოვნების მუზეუმი
ბუქარესტის ეროვნულ ხელოვნების მუზეუმში შუასაუკუნეების და თანამედროვე ხელოვნების კოლექციები დაგხვდებათ. აქ 3 გალერეა, რუმინული შუასაუკუნეების, თანამედროვე ხელოვნების და ევროპული ხელოვნების.
მისამართი:Calea Victoriei 49-53
მეტროპოლის მთა და რუმინული კათედრალი
მეტროპოლისის მთაზე მდებარე ეს კათედრალი რუმინეთის მნიშვნელოვანი რელიგიური ძეგლია. აქედან ბუქარესტზე ხედი საკმაოდ შთამბეჭდავია. ეკლესია მე-17 საუკუნეში დაარსდა და ოქროს მოზაიკით გამოირჩევა.
ჩისმიგიუს პარკი – მწვანე სამოთხე ქალაქის გულში
Cișmigiu Park – ეს ფოტოგენური ადგილი ბუქარესტში უძველესია. ის მე-19 საუკუნეში გაიხსნა და მოიცავს ვარდების ბაღს, ტბას სადაც ნავს იქირავებთ და რამდენიმე კაფე სარელაქსაციო ატმოსფეროთი.
სოფელი მუზეუმი
The Village Museum – მეოცე საუკუნეში დაარსებული ეს ღია ცის ქვეშ მუზეუმი რუმინეთის ქალაქგარეთ ცხოვრებას ასახავს. აქ 300 ტრადიციული სახლია უნიკალური ისტორიით.
მისამართი: Șoseaua Pavel D. Kiseleff 28-30
The Romanian Athenaeum
ეს ბუქარესტის “მუსიკის საყდარია”. ნეოკლასიკური ფასადი და საოცარი გუმბათიმას ქალაქის საკულტო შენობად აქცევს. მისი ინტერიერი და ექსტერიერი ერთნაირად შთამბეჭდავია. ეწვიეთ ლეგენდარულ ადგილს კულტურული გამოცდილების მისაღებად.
მისამართი: Strada Benjamin Franklin 1-3
რუმინელი ფერემერების მუზეუმი
The Romanian Peasant Museum – კიდევ ერთი ადგილია, რომელიც ქვეყნის ტრადიციებს გაგაცნობთ. აქ ნახავთ სამოსს და ფერმერების იარაღებს,
მისამართი: Șoseaua Pavel D. Kiseleff 3