დუბაიში მოგზაურებს ხიბლავთ მუდმივად მზიანი ამინდები, შუა აღმოსავლური არქიტექტურა და ოქროს ქვიშიანი სანაპიროები. მაგრამ, როდესაც სიცხე აუტანელი ხდება, დუბაი გთავაზობთ აქტივობებს და შიდა სივრცეებს, სადაც თავს სასიამოვნოდ შეიქცევთ. მოგზაურობის დასაგეგმად გამოგვყევით ფეისბუქზე.
შედით ბურჯ ალ არაბში
Burj Al Arab წელს 25-ე საიუბილეო წელს ზეიმობს და ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შენობაა. შეგიძლიათ შეუერთდეთ ტურს, რომელიც დაგათვალიერებინებთ მის გარკვეულ ნაწილს ან დაჯავშნოთ მაგიდა მის რესტორანში, რომელიც 27-ე სართულზე მდებარეობს და გამოირჩევა ქალაქის ხედებით.

მოინახულეთ ალ შინდაგას მუზეუმი და პარფიუმერიის სახლი
Al Shindagha Museum & Perfume House ერთ-ერთი ყოფილი მმართველის სახლში მდებარეობს, სადაც გაეცნობით სუნამოს როლს და მნიშვნელობას ემირატებში.

შედით ბურჯ ხალიფაში
დუბაის ეს ყველაზე ცნობილი და მსოფლიოს უმაღლესი შენობა, 828 მ სიმაღლისაა და რესტორნებს, სასტუმროს და აპარტამენტებს აერთიანებს. შეგიძლიათ ახვიდეთ მის გადმოსახედზე, რომელიც 148-ე და 124-ე სართულებზე მდებარეობს, ასევე ლაუნჯებს და კაფეტერიას.

გაერთეთ დუბაის გასართობ პარკში
Motiongate Dubai – ჰოლივუდით შთაგონებული უზარმაზარი თემატური პარკია. ის რამდენიმე სექციადაა დაყოფილი: კინოკომპანია კოლუმბია, DreamWorks ანიმაციები, სმურფების სოფელი, შიმშილის თამაშები და სტუდიო ცენტრალი. აქ ისიამოვნებთ შიდა და გარე გასაგრილებელ ატრაქციონებზე.

მოინახულეთ ოთახები აკვარიუმი
The Lost Chambers Aquarium – საოცარ წყალქვეშა სამყაროს წარმოგვიდგენს 65000-მდე წყლის ბინადრით. 11 მილიონი ლიტრის მოცულობის აკვარიუმი სასტუმროს ცენტრში მდებარეობს.

დაათვალიერეთ უნიკალური მუზეუმი
Aya Universe – ვაფის მოლში მდებარეობს და ფოტოების გადასაღებად იდეალური ადგილია. აქ მდებარე ოთახები სხვა სამყაროში გადაგანაცვლებთ და სპეციფიკური ვიზუალებით და სინათლის შოუებით მოგხიბლავთ.

ეწვიეთ მომავლის მუზეუმს
ამ შენობას “მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს შენობასაც” უწოდებენ. ის ქალაქის ერთგვარი სამკაულია. მუზეუმის შვიდ სართულზე სხვადასხვა გამოფენებს გამოიკვლევთ.

შეიგრძენით ზამთარი დუბაიში
Ski Dubai – ხელოვნურად მოწყობილი დახურული ზამთრის კურორტია, სადაც ყველა სირთულის სასრიალო გზას ნახავთ. რაც მთავარია, ძალიან გრილა.

მიირთვით ბაზარში
Time Out Market – დუბაის გამორჩეულ საკვებ სივრცეს წარმოგვიდგენს. აქ ბევრი ბარ-რესტორანი დაგხვდებათ სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოებით და გურმანები ნამდვილად ისიამოვნებენ. სად მივირთვათ დუბაიში?

აკილის კინოთეატრი
Cinema Akil – დუბაის არტჰაუს კინოთეატრია, რომელიც 2018 წელს გაიხსნა. შეგიძლიათ უყუროთ თქვენთვის სასურველ ფილმს და დრო საინტერესოდ გაიყვანოთ.

ითამაშეთ გასართობ ცენტრში
Brass Monkey – დუბაის დახურული გასართობი ადგილია, სადაც სხვადასხვა ტიპის თამაშები დაგხვდებათ, მათ შორის რეტრო აპარატები, ბოულინგი, სიმულაციები და აშ. აქ ასევე უკრავენ ლაივ მუსიკას.

ადით “დუბაის ჩარჩოზე”
Dubai Frame – ჩარჩოს ფორმის უზარმაზარი გადმოსახედია, რომელიც საშუალებას გაძლევთ ქალაქის ისტორიულ უბანს გადმოხედოთ. ზაბელის პარკში მდებარე ამ 150 მეტრიან ძეგლზე ორი შუშის ლიფტით ადიან.

ისრიალეთ დუბაის ყინულის მოედანზე
მსოფლიოს უდიდეს სავაჭრო ცენტრს რა თქმა უნდა ოლიმპიური ზომის ყინულის მოედანი აქვს. არაა საჭირო დაუცადოთ შობას და ახალ წელს, აქ ყინულზე სრიალი მთელი წელი შესაძლებელია.

დაისვენეთ მწვანე პლანეტაზე
თუ დუბაიში უდაბნოშიც კი შესაძლებელია თოვდეს, მაშინ აქ არც ტროპიკების არსებობა უნდა გაგიკვირდეთ. The Green Planet – 3000-ზე მეტ მცენარეს და ცხოველს აერთიანებს და ზუსტად იმ ეკოსისტემას ქმნის, რაც ამ ბინადრებს ესაჭიროებათ.

ისრიალეთ როლიკებითაც
RollDXB – დუბაის როლიკების დარბაზია დისკო ბურთებით. აქ შეგიძლიათ იქირაოთ როლიკები, ჩაეწეროთ გაკვეთილებზე ან უბრალოდ იცეკვოთ მეგობრებთან ერთად. აქ თემატური საღამოებიც ტარდება.

ჩაყვინთეთ ღრმად
არ აქვს მნიშვნელობა გამოცდილი დაივერი ხართ თუ უბრალოდ წყალში ჩაყვინთვა გინდათ, Deep Dive Dubai მსოფლიოს ყველაზე ღრმა აუზია და დაუვიწყარ გამოცდილებას გპირდებათ.

მოინახულეთ მუჰამედ ბინ რაშიდის ბიბლიოთეკა
Mohammed bin Rashid Library – არაბულ სამყაროში უდიდესი ბიბლიოთეკაა და 5 მილიონამდე ფიზიკურ, ონლაინ და აუდიო წიგნს აერთიანებს.

გაისეირნეთ დუბაის აკვარიუმში და წყალქვეშა ზოოპარკში
Dubai Aquarium & Underwater Zoo – 10 მილიონი ლიტრი მოცულობის აკვარიუმია, რომელიც დუბაი მოლში მდებარეობს. ის შეგძენთ ინტერაციულ გამოცდილებასაც. იხილავთ ზვიგენებს და ნიანგებს.











