დუბაის “ოქროს ქალაქს” უწოდებენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მის დასათვალიერებლად ბევრის დახარჯვა დაგჭირდებათ. დუბაიში ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი უფასოდ ან ძალიან იაფად.

უფასო აქტივობები

დატკბით თანამედროვე ხელოვნებით ალსერკალის გამზირზე

თანამედროვე ხელოვნება შუა აღმოსავლეთიდან და მის მიღმა, ალსერკალის გამზირზეა (Alserkal Avenue) თავმოყრილი, დუბაიში. ადგილობრივმა არქიტექტორმა აბდელმონემ ალსერკალმა, საწყობი ხელოვნების გალერეად და კულტურის ცენტრად აქცია. აქ გალერეების უმეტესობის მონახულება უფასოა.

გაერთეთ კიტის სანაპიროზე მზის ქვეშ

დუბაიში 40 კილომეტრზე გაჭიმული ოქროსქვიშიანი სანაპიროა, თუმცა მისი ნაწილი სასტუმროების კერძო ნაპირებადაა შემოღობილი. Kite Beach – უფასო სანაპიროა, სადაც მაშველები არიან მობილიზებულნი. აქ ბევრი ფერადი კაფე და აღჭურვილობაა.

გაიცანით არტისტები XVA Gallery-ში

დუბაის ისტორიულ გამზირზე მდებარე ამ გალერეაში შესვლა უფასოა. ნამუშევრები არტისტების კულტურულ იდენტობას და გამოწვევებს გამოხატავენ.

შეისწავლეთ ყავის მნიშვნელობა ყავის მუზეუმში

ეს პატარა ყავის მუზეუმი ისტორიულ ემირატის სახლში მდებარეობს და არომატულ მოგზაურობას გთავაზობთ უკან წარსულში. შეისწავლეთ ყავის მნიშვნელობა სხვადასხვა კულტურებში, დააგემოვნეთ ახლად მოხარშული ყავა და ესტუმრეთ კაფეს.

აღმოაჩინეთ ანტიკური მონეტები ფულის მუზეუმში

დუბაის მონეტების მუზეუმი იშვიათ და ისტორიულ მონეტებს აერთიანებს. ის დივანის მეჩეთთან მდებარეობს, ალ ფაჰიდის ისტორიულ გამზირზე. აქ შუა აღმოსავლეთის, ეგვიპტის, თურქეთის და მოროკოს იშვიათ მონეტებს დაათვალიერებთ უფასოდ.

დასხედით და მიიღეთ რელაქსაცია ვარსკვლავების ქვეშ

კარგი ამინდების ყოველ კვირას საღამოს, სინეფილები პირამიდის შენობის სახურავზე იკრიბებიან, Wafi Mall-ის გვერდით. პროექტს ეწოდება “ფილმები ვარსკვლავების ქვეშ” და კინო-შედევრების ხილვას უფასოდ გთავაზობთ.

დატკბით დუბაის შადრევნით

ბურჯ ხალიფასთან მდებარე დუბაის მოცეკვავე შადრევანი მართლაც გასაოცარი შადრევანია. ის 140 მეტრამდე მაღლდება და კლასიკური, არაბული თუ მსოფლიო მუსიკის თანხლებით ულამაზეს შოუს წარმოგვიდგენს.

დააკვირდით ფრინველებს ველური ბუნების ნაკრძალში

Ras Al Khor Wildlife Sanctuary – მნიშვნელოვანი ადგილია მიგრირებული ფრინველების დასაკვირვებლად. აქ ვიზიტი უფასოა, ისევე როგორც სამი სადამკვირვებლო ბინოკლი.

მოინახულეთ დუბაის პოლიციის მუზეუმი

დუბაის პოლიციის მუზეუმში შესვლამდე, ეზოში სხვადასხვა მანქანების მოდელები დაგხვდებათ. ეს პატარა და უფასო მუზეუმი დუბაის პოლიციის ისტორიას წარმოგვიდგენს.

გაისეირნეთ ალ ბარშას პარკში

Al Barsha Pond Park – სასიამოვნო მწვანე სივრცეს გთავაზობთ ტბის გარშემო, სადაც ბავშვებიც სასიამოვნოდ გაერთობიან. აქ სასეირნო ბილიკი, ჩოგბურთის მოედანი და სათამაშო მოედანია.

გაისეირნეთ ალ კაზანის პარკში

Al Khazzan Park – დუბაის უძველესი პარკია, რომელიც ახლა სრულად მზის ენერგიაზეა მომუშავე. მან მოიპოვა ტიტული როგორც პირველი “0 ენერგიის” პარკი გაერთიანებულ არაბთა ემირატებში.

იაფი აქტივობები

ზაბელის პარკი

ზაბელის პარკი ქალაქის ყველაზე დიდი მწვანე სივრცეა. აქ საპიკნიკო მაგიდები და ბარბექიუს სივრცეები დაგხვდებათ. ასევე, ნავები ტბაზე და საბავშვო მატარებელი. ზაბელში შესვლის ღირებულებაა 1.40$.

გამოიყენეთ ნავი

დუბაის სპეციალური ნავებით მგზავრობა სულ რაღაც 5 წუთს მოიცავს და ეს ავთენტური და იაფი საშუალებაა რომ Dubai Creek-ზე მოხვდეთ. მძღოლს უნდა გადაუხადოთ 30 ცენტი მგზავრობისთვის.

გადაადგილდით დუბაის მეტროთი

დაივიწყეთ ტაქსი და ჩადით დუბაის მეტროში. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იაფი საზოგადოებრივი ტრანსპორტია. ის ღამის პირველ საათამდე მუშაობს ხუთშაბათსა და პარასკევს, სხვა დღეებში კი 12-მდე.

დატკბით ჯუმეირას მეჩეთის დიდებულებით

Jumeirah Mosque დუბაის უდიდესი მეჩეთია. პარასკევის გარდა, აქ დილის 10 საათზე ყოველდღიური ტურები იმართება. ფასი: 5.45 $. ტურების ხანგრძლივობაა 75 წთ.

დუბაის მუზეუმი

ცხორვება დუბაიში საოცრად სხვანაირი იყო 50 წლის წინ. ქალაქი გაიზარდა და განვითარდა სულ რაღაც 40 წელიწადში. დუბაის მუზეუმში აღმოაჩენთ თუ როგორი იყო ის ადრე. შესვლის ღირებულებაა 80 ცენტი.

დუბაის წყლის ავტობუსი

უცხო გამოცდილებისთვის, ისარგებლეთ დუბაის წყლის ავტობუსით, რომელიც გადაადგილდება მარინას ბულვარს, მარინას ტერასას და მარინას მოლს შორის, ყოველ 15-20 წუთში. განსაკუთრებით შთამბეჭდავია მზის ჩასვლის პერიოდი ან ღამე. მგზავრობის ღირებულებაა 6.80$.

საფა პარკი

Safa Park – მწვანე ოაზისია ქალაქის ცენტრში, რომელიც დუბაის არხს მიუყვება. აქ ხელოვნური ტბა, სარბენი ბილიკი, პიკნიკის სივრცე და საბავშვო სათამაშო მოედანია. შესვლის ღირებულება 85 ცენტამდე ჯდება.