შოპინგი დუბაიში არ ნიშნავს მაინდამაინც დიდ ბრენდებს და უზარმაზარ მოლებს. მათთან ერთად, ჩვენ დუბაის სხვა საუკეთესო შოპინგის გამოცდილებებსაც გთავაზობთ:

სუნელების ბაზრობა: Dubai Spice Souk

დუბაის სუნელების ბაზარი ქალაქის ღირსშესანიშნავი ადგილია. აქ მრავალფეროვან შუა აღმოსავლურ სანელებლებს აღმოაჩენთ, თანაც ბევრად იაფად ვიდრე მთელ დუბაიში.

გასართობი სივრცე: Global Village Dubai

დუბაის მასიური გლობალური სოფელი გართობას და შოპინგს ერთად გთავაზობთ. აქ ყველა ასაკის ადამიანი გახალისდება. ღიაა ოქტომბრიდან აპრილამდე.

შოპინგ ცენტრი – Dubai Mall

მსოფლიოს უდიდესი მოლი დუბაიში მდებარეობს, რომელსაც წლიურად 100 მილიონი ვიზიტორი სტუმრობს. ადვილია დაიკარგოთ, რადგანაც აქ 1200-მდე მაღაზიაა.

ტექსტილის ბაზარი – Dubai Textile Souk

დუბაის ტექსტილის ბაზარი არის ადგილი, სადაც ქვეყანაში ტრადიციულ შოპინგის კულტურას ყველაზე მეტად გაეცნობით. აქ ბევრნაირ ქსოვილს და ხელნაკეთ ნივთს აღმოაჩენთ.

დუბაის დიზაინის ცენტრი – Dubai Design District (D3)

აქ ბევრი დიდი ბრენდის მაღაზიას იხილავთ. ეს ურბანული დიზაინის ცენტრი მოდის მაღაზიებს, ხელოვნების ინსტალაციებს, გალერეებს, დიზაინ სტუდიოებს და კაფეებს მოიცავს.

ძვირფასეულობის შოპინგ ცენტრი – Dubai Gold & Diamond Park

თუ ოქროს ან ძვირფასი ქვების შეძენა გსურთ, ამ ცენტრს უნდა ეწვიოთ. დაათვალიერებთ ოქროს, ბრილიანტის, ამეთვისტოს, ზურმუხტის, ლალის და სხვა ქვებისგან დამზადებულ ნივთებს.

არაბული ბაზარი – Souk Madinat Jumeirah

ეს ანტიკური არაბული შოპინგისთვის განკუთვნილი ადგილია სავაჭრო დახლებით, ბარებით და შთამბეჭდავი ხედებით ბურჯ ალ არაბზე. აქ შეიძენთ პირად ნივთებს, სახლის აქსესუარებს და ბევრ ტიპურ შუა აღმოსავლურ სუვენირს.

ინდუსტრიული სივრცე – Alserkal Avenue

ეს ინდუსტრიული სივრცე დუბაის ხელოვნების და კულტურის ცენტრია. აქ 15 გალერეაა წარმოდგენილი. იხილავთ ამერიკელი, ევროპელი და შუა აღმოსავლეთის არტისტების თანამედროვე გამოფენებს. აქ ხელოვნებასთან დაკავშირებული ნივთების შეძენას შეძლებთ.