ბონი გერმანიის ქალაქია, რომელიც ქვეყნის დასავლეთ საზღვარზე, ბელგიასთან მდებარეობს და რაღაც დროის მანძილზე ქვეყნის დედაქალაქის ფუნქციასაც კი ასრულებდა. აქ ბევრი ღირებული რამაა სანახავი. ის მომხიბვლელი მდინარე რაინის ნაპირებზეა გაშენებული, მოიცავს პრესტიჟულ უნივერსიტეტს და გამოირჩევა ბეთჰოვენის მშობლიური ქალაქის სტატუსით. ბონი გერმანიის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია.

სასახლის ბოტანიკური ბაღები (Botanische Gärten der Friedrich Wilhelms Universität)

ბონის ბოტანიკური ბაღები პოპელშდორფის სასახლეში მდებარეობს. ეს ღირსშესანიშნაობა მე-14 საუკუნით თარიღდება. ელეგანტური ბაღები რენესანსის სტილშია დაპროექტებული სასახლის სტილს რომ მორგებოდა. ის საჯაროდაა ღია და კვირის სამუშაო დღეებში უფასოა. იხილავთ გადაშენების პირას მყოფ მცენარეებსაც.

ბონის კათედრალი

ბონის შთამბეჭდავი კათედრალი თავისი 5 კოშკურით ქალაქის ერთგვარი სიმბოლოა. იქამდე სანამ კათედრალი აშენდებოდა, აქ რომაული საყდარი იყო. ბონის კათედრალი გერმანიის ერთ-ერთი უძველესი კათედრალია. დატკბით გოთიკური დეტალებით და ბაროკოს დეკორაციებით.

ბაზრობის მოედანი (Münsterplatz)

ეს ქალაქის ყველაზე დიდი მოედანია. აქ ბონის მერიის შენობა თავისი როკოკოს ელეგანტურობით იწონებს თავს. როცა ბონი ქვეყნის დედაქალაქი იყო, ყველა ბიზნესი აქ იწარმოებოდა. მის კიბეებზე ასულან კენედი და გორბაჩოვი. დღეს ეს მოედანი ბონის ქალაქის ცხოვრების ცენტრია. შემოდგომაზე აქ ყოველწლიური ბონის ფესტივალი ტარდება, ზამთარში კი საშობაო ბაზრობა იმართება.

ბეთჰოვენის მონუმენტი

ბონი დიადი ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის დაბადების ადგილია. მისი ბრინჯაოს მონუმენტი მანშტერპლაცს ამშვენებს. ბეთჰოვენის ფესტივალი ყოველწლიურად ტარდება და გერმანიის ამ ცნობილ კომპოზიტორს მიაგებს პატივს. ქანდაკება სიმბოლური რეპრეზენტაციაა მისი მუსიკის ფორმების, როგორებიცაა: ფანტაზია, სულიერება, ფიდელიო და ეროიკა.

ბეთჰოვენის სახლი

თუ გსურთ ბეთჰოვენს პატივი მიაგოთ, მის მშობლიურ სახლს ესტუმრეთ. ეს სახლ-მუზეუმი ლეგენდარული მუსიკოსის ცხოვრებას და ხელოვნებას ეძღვნება. აქ ნახავთ იშვიათ არტეფაქტებს და დოკუმენტებს მისი ცხოვრებიდან, პირად წერილებს და ფოტოებს.

ალუბლის ხეების ხეივანი

ბონში იაპონური ალუბლის ხეები ყოველ გაზაფხულზე 2 კვირის მანძილზე ხარობენ. ამ გერმანულმა ქალაქმა თავისი ვარდისფერი ხეივნით მსოფლიოში გაითქვა სახელი.

კრუიზი მდინარე რაინზე

ბონში მდინარე რაინზე მდებარე მონაკვეთი: Mittelrhein – იუნესკოს დაცული ტერიტორიის სტატუსს ფლობს. ამ ადგილის ხედები ძალიან შთამბეჭდავია. კრუიზები ხშირად აჩერებენ მდინარის გასწვრივ პატარა დასახლებებთან.

შლოს დრაშენბურგი (Schloss Drachenburg)

იოლი ერთდღიანი ტურით ბონიდან ამ გოთიკურ შუასაუკუნეების ციხესიმაგრეში აღმოჩნდებით. ვიზიტორებს შეუძლიათ მასთან ბილიკით მივიდნენ ან ისტორიულ ტრამვაის გაყვნენ. იქიდან გადმოხედავთ ბონს და მდინარე რაინს.

გოდესბურგის ციხესიმაგრე (Godesburg castle)

ეს ციხესიმაგრე შუა საუკუნეების წარმოდგენებს და ფანტაზიებს გაგიღვიძებთ. ის მე-13 საუკუნეში ააშენეს, თუმცე მე-16 საუკუნეში კელნის ომს შეეწირა. მოგვიანებით მისი აღდგენა და პირვანდელი სახის დაბრუნება მოხდა. ციხესიმაგრის ინტერიერში ახლა აპარტამენტებიც კია მოწყობილი. “ყველა კაცის სახლი რომ მისი სასახლეა” აქ მცხოვრებნი ამ გამონათქვამს ამართლებენ.

ვალდაუს ტყე (Waldau forest)

ბონის სამხრეთით ვალდაუს ტყე-პარკი მდებარეობს, რომელიც ბუნების მოყვარულებს ძალიან ასიამოვნებთ. აქ ბევრი საფეხმავლო ბილიკი და მუხის ხეა.

როგორ მოხვდებით ბონში: კელნი-ბონის აეროპორტი უახლოესი დამაკავშირებელია, თუმცა ბევრი მოგზაური აქ ფრანკფურტის აეროპორტიდან ჩამოდის. დიუსელდორფის აეროპორტიც ერთ-ერთი ალტერნატივაა. შეგიძლიათ იმგზავროთ მატარებლებით, რომლებიც აქ მთელი გერმანიის ქალაქებიდან ჩამოდიან.