ვიკინგების გემებიდან დაწყებული ინტერაქციულ სანახაობრივ პარკებამდე დამთავრებული, ეს ფრანგული თემატური პარკები დისნეილენდის მსგავსად აღგაფრთოვანებთ და სიამოვნებას მოგანიჭებთ.

1. Puy du Fou

ქალაქი: ლეზეპესი/Les epesses

ეს ისტორიული თემატური პარკია დასავლეთ საფრანგეთში. მართალია აქ ატრაქციონები არაა, მაგრამ გასაოცარი ისტორიული რეკონსტრუქციები დაგხვდებათ, რომელიც უკან წარსულში დაგაბრუნებთ. აღტაცებას მოგგვრით ვიკინგების ცეცხლოვანი გემიც. ეს საოცნებო ადგილია ბავშვებისთვის და ზრდასრულებისთვის, რომლებსაც სასახლეები უყვართ. პარიზის დისნეილენდის შემდეგ ეს საფრანგეთის რიგით მეორე ყველაზე პოპულარული გასართობი პარკია.

2. Cité de l’Espace

ქალაქი: ტულუზი

ეს თემატური პარკი დიდი პოპულარობით სარგებლობს კოსმოსის მოყვარულებში, რადგანაც საშუალებას გვაძლევს შევიტყოთ მეტი კაცობრიობის კოსმოსში მოგზაურობის შესახებ. აქ დაგხვდებათ კოსმიური სადგურის რეალური ზომის რეპლიკა, IMAX კინო და პლანეტარიუმი. საგამოფენო ცენტრში დაგხვდებათ ინტერაქციული გამოფენებიც. მათ შორის განსაკუთრებულია მთვარეზე სიარულის სიმულატორი.

3. Terra Botanica

ქალაქი: ანჟე/Angers

ამ გასართობ პარკს ფორმა მცენარეებით აქვს შექმნილი და ნამდვილად უნიკალურ გამოცდილებას შეგძენთ. უზარმაზარ ტერიტორიაზე გადაჭიმულ ულამაზეს სიმწვანეში 40 ატრაქციონი და სხვა სანახაობებია. აქ ბევრი სიურპრიზი გელოდებათ. შეგიძლიათ დაათვალიეროთ ნავის ტურითაც.

4. Parc Astérix

ქალაქი: პლაი/Plailly

ესტერიქსი საფრანგეთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომიქსის პერსონაჟია და ამ პარკში მიხვდებით თუ რატომაა ის ასეთი არაჩვეულებრივი. ქვეყნის ეს გამორჩეული გასართობი სივრცე აერთიანებს როგორც ექსტრენალურ, ასევე უბრალოდ სახალისო ატრაქციონებს. იმოგზაურებთ მე-14/მე-20 საუკუნის საფრანგეთში.

5. Parc de Préhistoire de Bretagne

ქალაქი: მალანსაკი/Malansac

ბრიტანიის პრეისტორიული პარკი იდეალურია მათთვის, ვისაც დინოზავრები უყვარს. აქ 30 დიდი ზომის დინოზავრის მოდელია, ისევე როგორც პრეისტორიული ადამიანების ფიტულები. პარკი არამხოლოდ გასართობი, არამედ შემეცნებითიცაა და გთავაზობთ გასეირნებას ბუნებაში, ლამაზი ტყის და ტბის გასწვრივ.

6. Vulcania

ქალაქი: სენტ-უღსი/Saint-Ours

ვულკანია უცნაური პარკია, რომელიც შუაგულ ბუნებაში მდებარეობს და წარმოგვიდგენს ადგილობრივ ვულკანებს, რომლებმაც დიდი ხნის წინ გასაოცარი ლანდშაფტი შექმნეს. აქ დაგხვდებათ გეიზერები და წყლის აქტივობები. ინტერაქციული გამოფენების საშუალებით ბევრ საინტერესო ინფორმაციას შეიმეცნებთ.

7. Futuroscope

ქალაქი: პუატიერსი/Poitiers

ეს პარკი ფანტასტიკური მულტიმედიაზე დაყრდნობილი სივრცეა დაუჯერებელი აუდიო-ვიზუალური ტექნიკით. მას რამდენიმე 3D და 4D კინოთეატრი აქვს და მსგავსი ინტერაქციული შოუებით ერთადერთია მსოფლიოში. აქ 25 სხვადასხვა ატრაქციონი დაგხვდებათ. ყოველწლიურად ის 1.8 მილიონ ვიზიტორს იზიდავს.

8. Aqualand Bassin d’Arcachon

ქალაქი: ბორდოსთან ახლოს

ეს პარკი ტრიუმფატორია საფრანგეთის იმ პარკებს შორის, რომლებიც წყლის გართობას გვთავაზობენ. აქ მშვენიერ 1 დღეს გაატარებთ, განსაკუთრებით ზაფხულში. დაგხვდებათ ბევრი ატრაქციონი და თავშესაქცევი.

9. Festyland

ქალაქი: კანი

კანის გარეუბანში მდებარე ფესტილენდი მორიგი ისტორიული პარკია, რომელიც ბავშვებში განსაკუთრებით პოპულარულია. აქ ციხესიმაგრეები, 3D კინო, ატრაქციონები და სასრიალოებია. ისტორიული თემატიკებიდან აქ შეხვდებით “მშვენიერ ეპოქას”; “ჰესტინგსის ბრძოლას”; “უილიამ დამპყრობელს”; ვიკინგებს და აშ.

10. Nausicaá

ქალაქი: ბოლონ-სუღ-მეღი/Boulogne-sur-Mer

ნაუსიკა იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ წყალქვეშა ცხოვრება და აკვარიუმი. აქ 34000-ზე მეტი ცოცხალი არსება ბინადროს 4.5 მილიონ ლიტრა წყალში. აქ სტუმრობა საფრანგეთში მოგზაურობას გაგიმრავალფეროვნებთ.