პარიზის გასართობი პარკი “დისნეილენდი” პარიზიდან დაახლოებით 43 კმ-ში მდებარეობს – მარნ-ლა-ვალეს რეგიონში. ის დაფუძნდა 1992 წელს და მოიცავს ორ თემატურ პარკს Disneyland Park და Walt Disney Studios Park, ასევე უამრავ რესტორანს, სასტუმროს, გოლფის მოედანს და საკუთარ საცხოვრებელ კვარტალსაც კი. 

გასართობი პარკის ტერიტორია დაყოფილია ხუთ თემატურ ზონად, მძინარე მზეთუნახავის სასახლის გარშემო. მთლიანი ტერიტორიის ხილვა შეგიძლიათ მატარებლის ფანჯრიდან, რომელიც მინიმალური სიჩქარით დადის. 

Adventureland ან თავგადასავლების ქვეყანა პარკის ყველაზე ცნობილი ნაწილია. აქ მდებარეობს ინდიანა ჯონსის ატრაქციონი, რობინზონის ხე სახლით მწვერვალზე, გემი კარიბის ზღვის მეკობრეების ფილმიდან და კუნძული – ლაბირინტი. 

Frontierland შესრულებულია ველური დასავლეთის სტილში: ტავერნებით, ინდიელებით, მწყემსებით და ავანტიურისტებით. MainStreet USA – აშშ-ს მთავარი ქუჩა, აშენებულია წინა საუკუნის 20-იანი წლების სტილში. აქ მდებარეობს უამრავი რესტორანი და კაფე რეტროს სტილში. აუცილებლად მოინახულეთ მთავარი ქუჩა სუვენირების საყიდლად და გადაიღეთ ფოტოები რეტრო კაბინებში. 

Discoveryland – აღმოჩენების ქვეყანაა, რომელიც ცნობილია Space Mountain-ის ატრაქციონით. ეს ამერიკული მთებია, რომელიც აშენებულია ჟიულ ვერნის საოცრებათა ქვეყნის სტილში. პარკის ცენტრში აუცილებლად ეწვიეთ შოუ-მიუზიკლს „მეფე-ლომის ლეგენდა“. 

Fantasyland პირველ რიგში გათვლილია ყველაზე პატარა სტუმრებზე, მხოლოდ აქ შეგიძლიათ ფოტოს გადაღება მზეთუნახავთან, პიტერ პენთან, მიკი მაუსთან და ზღაპრების სხვა გმირებთან. 

როდის მუშაობს დისნეილენდის პარკი? 

პარიზის დისნეილენდი მთელი წელი მუშაობს, მაგრამ ვიზიტისთვის საუკეთესო დრო – გვიანი გაზაფხულია (აპრილის ბოლო – მაისის დასაწყისი) ან შემდგომის პირველი ნაწილი (სექტემბერი – ოქტომბერი). ზაფხულში ბევრ მოსწავლეს არდადეგები აქვს, ამიტომ ამ დროს აქ ხალხის დიდი ნაკადი და რიგებია ატრაქციონებზე. გირჩევთ ეწვიოთ დისნეილენდს ასევე სამუშაო დღეს (განსაკუთრებით სამშაბათს ან ხუთშაბათს). 

ატრაქციონები მუშაობს 10:00 საათიდან, თვითონ პარკი კი 09:00 საათიდან. საშობაო პერიოდსა და ჰელოუინზე დისნეილენდი გვიანობამდე მუშაობს. ზუსტად ამ პერიოდში ტარდება დისნეის მულტფილმების გმირების ყველაზე შთამბეჭდავი აღლუმები.

ერთ დღეში დისნეილენდის ორივე პარკის ნახვა შეუძლებელია. ამიტომ გირჩევთ აიღოთ ბილეთი ორ დღეზე და ორ პარკზე, მითუმეტეს თუ პარკს ბავშვებთან ერთად ეწვევით. თუ ერთ ღამეს დაჯავშნით ადგილობრივ სასტუმროში, მაშინ არ მოგიწევთ ყოველდღე პარიზიდან გამგზავრება და გზაში დროის მეტი ხარჯვა.

სხვათაშორის, თუ დარჩებით სასტუმროში დისნეის ტერიტორიაზე, მაშინ წვდომას პარკში შესასვლელად ერთი საათით ადრე იღებთ, ვიდრე სხვა ვიზიტორები. ანუ შეგიძლიათ ურიგოდ გაისეირნოთ რამოდენიმე ატრაქციონზე. შიდა სასტუმროების მობინადრეებისათვის გარკვეული ფასდაკლებებიც მოქმედებს პარკში. 

დისნეილენდის ბილეთი

ბილეთის ღირებულება დამოკიდებულია იმაზე, თუ პარკის რომელ ნაწილს ან რომელ დღეს ეწვევით. მაგალითად, ერთდღიანი ბილეთი Disneyland Park ან Walt Disney Studios Park-ში სამუშაო დღეებში 70 ევრომდე ჯდება. არასამუშაო დღეს 1 პარკში შესასვლელი ბილეთი იწყება 79 ევროდან, ხოლო ფრანგულ საბავშვო არდადეგებზე შესვლა კიდევ უფრო ძვირია. 

ბილეთები ყველაზე ძვირი დისნეილენდის სალაროებშია. ამიტომ, გირჩევთ წინასწარ იფიქროთ შესყიდვაზე. იმისათვის, რომ არ დაკარგოთ დრო დისნეილენდის სალაროების რიგებში, შეიძინეთ ბილეთი წინასწარ პარიზის მაღაზიებში. შეგიძლიათ შეისყიდოთ წიგნების ქსელში “Fnac” ან დისნეის პროდუქციის მაღაზიებში. ასევე შეგიძლიათ იყიდოთ ონლაინ, ფასი იგივეა რაც პარიზის მაღაზიებში, რაც კიდევ უფრო გაგიმარტივებთ ცხოვრებას. 

როგორ მივიდეთ დისნეილენდამდე? 

დისნეილენდამდე მისვლა შეგიძლიათ ნახევარ საათში მეტროთი ან საქალაქთაშორისო მატარებლით RER, რომელიც Marne-la-Vallee -ს მიმართულებით მიემგზავრება და გადის ყოველ 15 წუთში ერთხელ. 

პარიზის დისნეილენდის რუკა

დისნეილენდში გამგზავრებისთვის საუკეთესო დრო დილაა, რათა სწრაფად მოიაროთ ყველაზე კარგი ატრაქციონები. გირჩევთ იქონიოთ წყალი, მზის სათვალე და მზისგან დამცავი კრემი თუ პარკის მონახულებას ცხელ ამინდში გეგმავთ. 

ატრაქციონებთან ზოგადად დიდი რიგებია. მათ დასაღწევად გირჩევთ სპეციალური „Fast-Pass” -ის აღებას. დაასკანირებთ თქვენს ბილეთს, აიღებთ Fast-Pass-ს, რომელზეც მითითებული იქნება დრო. ამ შემთხვევაში რიგში დგომა 10 – 15 წუთი მოგიწევთ 2 საათის მაგივრად. 

მზად იყავით, რომ დისნეილენდში მთელი დღის გატარება მოგიწევთ. დისნეის გმირების მთავარი აღლუმი ზამთარში 17:30 საათზე იწყება, ზაფხულში კი 18:30 საათზე და გრძელდება 25 წუთი. ცენტრალურ ქუჩაზე გირჩევთ წინასწარ დაიკავოთ ადგილი, რადგან ამ სანახაობის გამოტოვება არავის არ მოუნდება. 

ფეიერვერკი და მუსიკალური შოუ პარკის დახურვამდეა. ზაფხულში 23:00 საათზე იწყება. განრიგის ნახვას გირჩევთ ბუკლეტებში, რომლებსაც პარკის შესასვლელში ნახავთ. ფეერვერკი 20 წუთი გრძელდება. ბოლო მატარებელი RER დისნეიდან გადის 00:20 საათზე, ასე რომ ყველაფერს ჩვეულებრივად მოასწრებთ. 

გახსოვდეთ, რომ დისნეილენდი აღნიშნავს მრავალ დღესასწაულს. აქედან მთავარია – ახალი წელი და შობა. თებერვალში აქ აღნიშნავენ ვალენტინობის დღეს, მარტში წმინდა პატრიკის დღეს, შემდგომ უხარიათ ზაფხული, ოქტომბერში კი სრული თვე ჰელოუინს აღნიშნავენ.