თუ გერმანიაში მოგზაურობთ, საკუთარ თავს შეგიძლიათ სანაპირო დასვენებაც მოუწყოთ. მიუხედავად იმისა, რომ საცურაო კოსტიუმის ამინდი მთელი წლის მანძილზე არაა, თბილი ამინდებისთვის გერმანიაში ბევრი ქვიშიანი სანაპიროა. იცურავეთ ბალტიის ზღვაში ან კუნძულებზე. ჩვენ 10 საუკეთესო ადგილს გირჩევთ.

1. სელინის სანაპირო რუგენში

ყველაზე დიდი და პოპულარული გერმანიის კუნძული (Ruegen) ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო სანაპიროს (Sellin) წარმოგვიდგენს. აქ წლის მანძილზე დიდხანსაა მზიანი ამინდები და ის გერმანიის ყველაზე თბილ ადგილად ითვლება. ამ მიზეზით, სელინი ელიტური მიმართულებაა თვითონ გერმანელებშიც. მისი ციხესიმაგრე იუნესკოს დაცული ძეგლია. სელინი თეთრი ქვიშის სანაპიროა წყნარი ზღვით, იდეალური ოჯახური დასვენებისთვის.

2. ვესტერლენდის სანაპირო სილტში

სილტის (Sylt) კუნძულს ჩრდილოეთ ზღვის დედოფალს უწოდებენ. მისი თეთრი ქვიშა წითელ კლდეებს ერწყმის და ულამაზეს ლანდშაფტს ქმნის. ამ სანაპიროს გამოკვლევა სხვა პლანეტაზე გადანაცვლებას ჰგავს. ვესტერლენდის სანაპირო (Westerland) ლამაზი ქვიშით და ელეგანტური სასტუმროებით გამოირჩევა. აქ თავი ეგზოტიკურ კურორტზე გეგონებათ.

3. ალჰბეკის სანაპირო უსედომში

ბალტიის ზღვის კუნძულს – უსედომს (Usedom), გერმანია და პოლონეთი იყოფენ და ის იდეალური საზაფხულო მიმართულებაა. ესეც გერმანიის ერთ-ერთი მზიანი ლოკაციაა და “მზიან კუნძულსაც” კი უწოდებენ. უსედომი გრძელი ქვიშიანი ნაპირით ხასიათდება, წყლისპირა სახლებით და სასტუმროებით. ალჰბეკიზე (Ahlbeck) ბევრი აქტივობით დაკავდებით, მათ შორის ცხენზე ჯირითით და თერმული სპის მომსახურეობით.

4. ჰიდენსი

Hiddensee – რუგენის დასავლეთით მდებარეობს და მანქანებისგან დაცლილი კუნძულია. მისი დასავლეთ მხარე იდილიურ ქვიშიან სანაპიროებს წარმოგვიდგენს დიუნებით. კლოსტერის და ნეუენდორფის ნაპირები რბილი ქვიშის გამო ბავშვებისთვის განსაკუთრებულია. თუ მანქანას იქირავებთ, დატოვეთ ნავსადგურში და გამოიკვლიეთ კუნძული ფეხით, ველოსიპედით ან ურმით.

5. ვარნემუნდე

Warnemünde – წყლისპირა კურორტია როსტოკის მახლობლად, რომელიც ერთ დროს სათევზაო სოფელი იყო. დღეს აქ ვიზიტორები იღებენ მზის აბაზანებს, ცურავენ და თევზაობენ. სანაპიროსთან მოგხიბლავთ საკულტო შუქურა, რომელზე ასვლასაც ხედის გამო ნამდვილად არ ინანებთ.

6. ოსტსიბედი აჰრენშუფი

Ostseebad Ahrenshoop – გრძელი სანაპიროა ბალტიის ზღვაში სისუფთავის მაღალი დაცვით. აქაურობა ძალიან ხიბლავთ ბოჰემურ საერთაშორისო და ადგილობრივ არტისტებს და დღეს აქ სწორედ ხელოვნებით შეპყრობილი ადამიანები ცხოვრობენ. ქალაქის მერს, ჰანს გოთზესაც ხელოვნებასთან დაკავშირებული კარიერა ჰქონდა.

7. სანკტ პიტერ-ორდინგი

სერფერებისა და მოცურავეებისთვის ეს სანაპირო ნამდვილი სამოთხეა. აქტიური დღის შემდეგ ისიამოვნეთ სულფურ წყაროებში, რომლებიც გერმანელების აზრით ყველაფერს კურნავენ.

8. კუჰლუნგსბორნი

Kühlungsborn – საკურორტო ქალაქია ქვიშიანი სანაპიროებით. ბალტიის ზღვის სანაპიროზე მდებარე ეს უდიდესი წყლისპირა სპა ქალაქია. შენობების უმეტესობა აქ ხეების სიმაღლეს არ აჭარბებს, რათა დამსვენებლებს სიმწვანეში ჩაფლულობის განცდა შეუქმნას.

9. ტრავემუნდე

Travemünde – გერმანიაში უდიდესი ბორნების პორტით გამოირჩევა და უკავშირდება სკანდინავიას, ლატვიას და ესტონეთს. ის 1802 წლიდან დასასვენებელი მიმართულებაა. ვარნემუნდეს მსგავსად, ტრავემუნდეს ისტორიული შუქურა აქვს. ის უძველესია გერმანიის ბალტიურ ნაპირზე.

10. ტბისპირა სანაპიროები

გერმანელებს სანაპიროები მხოლოდ ზღვაზე არ აქვთ, მათთვის ტბაზე ბანაობა და ტბასთან გარუჯვაც მნიშვნელოვანია. ამ ქვეყანაში ბევრი სასიამოვნო ტბაა, მაგრამ მათ შორის საუკეთესოებია:

კონსტანსის ტბა (Lake Constance), რომელიც იმდენად დიდია, რომ ზღვას წააგავს. ტბა ერთდროულად ეკუთვნის გერმანიას, ავსტრიას და შვეიცარიას და საკულტო კუნძულ ლინდაუთი გამოირჩევა.

ჩიემსი (Chiemsee) ბავარიის უდიდესი ტბაა ორი კუნძულით და ციხესიმაგრით. სტარნბერგის ტბა (Lake Starnberg) მიუნხენიდან 30 წუთის გზაზეა საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ულამაზეს ლანდშაფტს წარმოგვიდგენს. ამერსის ტბა (Lake Ammersee) შთამბეჭდავი მწვანე წყლით, სპორტის გასართობებით და სალაშქრო ბილიკებით გამოირჩევა. ვანსის ტბას (Lake Wannsee) ყველაფერი აქვს რაც შეიძლება ბერლინის ფარგლებში ინატროთ.