75 წლის მანძილზე ფორმულა 1 მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებს იპყრობს. თუ მასზე დასწრების სურვილი გაქვთ, შენი მეგზური სასურველ ტურს დაგიგეგმავთ.
ბაქო, აზერბაიჯანი: Baku City Circuit, Azerbaijan Grand Prix
აზერბაიჯანი ფორმულა 1-ის მასპინძელ ქვეყნებს შორის 2016 წლიდან ასპარეზობს. მისი 6 კილომეტრიანი გზა 20 მოსახვევით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ტრასაა. მისი ნაწილი გადის კასპიის ზღვის გასწვრივაც და შედის ძველ ქალაქშიც.
სუზუკა, იაპონია: Suzuka Circuit, Japan Grand Prix
“ფორმულა 1-ის ტრასის საუკეთესო დიზაინი” – ასე აღწერენ სუზუკას გზას იაპონიაში. ის 1962 წელს შეიქმნა როგორც ჰონდას სატესტო ტრასა. მისი 8-იანის ფორმა უნიკალური და მძღოლებისთვის საკმაოდ გამომწვევია. ბოლო 1 წელია იაპონიაში ფორმულა 1 აპრილში ტარდება, მაშინ, როცა აქ საკურა ყვავილობს.
მონაკო: Circuit de Monaco, Monaco Grand Prix
თუ ავტომოყვარული ხართ, მონაკოს ფორმულას ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა დაესწროთ. ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტრასაც ითვლება. 3.3 კილომეტრი სიგრძის ტრასა გარს უვლის მონტე კარლოს.
სინგაპური: Marina Bay Street Circuit, Singapore Grand Prix
სინგაპურის გრანპრი 2008 წელს იღებს სათავეს და ის პირველი ღამის ტრასაა ფორმულა 1-ის ისტორიაში. მონაკოს მსგავსად, ისიც მოიცავს ნავსადგურის კომპონენტს. მის ფონზე კი შთამბეჭდავია ცათამბჯენები.
სპილბურგი, ავსტრია: Red Bull Ring, Austrian Grand Prix
ბუნების მოყვარულებისთვის ეს ტრასა ფორმულა ერთის საყურებლად საუკეთესოა. სამხრეთ ავსტრიაში, სპილბურგის მახლობლად რედ ბულის წრე 4 კილომეტრს მოიცავს. აქ საუცხოო ხედები დაგხვდებათ. ავსტრიული გრანპრი მსოფლიოში ყველაზე ბიუჯეტურია დასაწრებად. აქ პარკინგი უფასოა, ბილეთის ფასები კი დაბალი.
სილვერსტონი, დიდი ბრიტანეთი: Silverstone Circuit, British Grand Prix
მონაკოს მსგავსად, სილვერსტონიც ერთ-ერთი ოროგინალი ფორმულა 1-ის ტრასაა. პირველად მან გრანპრის 1950 წელს უმასპინძლა.2024 წელს, ლუის ჰამილტონმა ამ ტრასაზე მეცხრეჯერ მოიგო.
საო პაოლო, ბრაზილია: Autódromo José Carlos Pace (Interlagos), Brazilian Grand Prix
ამ 15 კილომეტრიან გზას ფორმულა 1-ის კუთხით დიდი და ლეგენდარული ისტორია აქვს.ამ დინამიური გრანპრის სანახავად მაყურებლები ყოველი წლის ნოემბერში იკრიბებიან. ბრაზილიის ავთენტური სამბა ლაივ მუსიკა აქ გარანტირებული გექნებათ.
9. ოსტინი, ტექსასი, აშშ: Circuit of the Americas, United States Grand Prix
ოსტინი აშშ-ს გრან პრის 2012 წლიდან მასპინძლობს. ეს თანამედროვე 5.5 კმ სიგრძის ტრასა სპეციალურად ფორმულა ერთისთვის ააგეს. ფორმულა ერთის გასაფორმებლად აქ ხშირად ტარდება კონცერტები. უმღერიათ ბრიტნი სპირსს, ტეილორ სვიფტს და ბრუნო მარსს.
მელბურნი, ავსტრალია: Melbourne Grand Prix Circuit, Australian Grand Prix
ავსტრალიური გრანპრი მელბურნში 1996 წლიდან ტარდება და 300 000-ზე მეტი ადამიანი მიდის ალბერტ პარკში მათი ფავორიტი მძღოლების საყურებლად.
რა უნდა წაიღოთ ფორმულა 1-ზე? ყურსასმენები, ქუდი, მზისგან დამცავი, სათვალე, წყლის ბოთლი, დახურული ფეხსაცმელი.