სინგაპური მდიდარი ქვეყანაა, სადაც ბევრ სავაჭრო ცენტრს, მდიდრულ სასტუმროს და მაღალი დონის რესტორნებს შეხვდებით. მისი დედაქალაქის ცოცხალი ისტორიის და ეთნიკური უბნების აღმოჩენა და გამოკვლევა დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ. სინგაპურის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა იდეალურია და ქალაქის მონახულების საშუალებას მარტივად იძლევა. აქ ინგლისურად ყველგან საუბრობენ და ნიშნების ყველგან ინგლისურადაა დატანილი. სინგაპური ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და კომფორტული ქვეყანაა სანავიგაციოდ მთელ სამხრეთ აზიაში.

მოგვმართეთ ტურის დასაგეგმად:

თბილისი: გალაკტიონ ტაბიძის 18
✆ 514 861 861 – ნინო
✆ 514 807 807 – თეონა
✆ 514 766 766 – ნატალია
✆ 514 895 895 – სოფი
✆ 514 866 866 – ნანუკა
✆ 514 803 803 – ანი

Marina Bay Sands

ეს საკურორტო კომპლექსი წარმოადგენს მაღალი დონის მდიდრულ სასტუმროს, სავაჭრო მოლს წყლის არხის გასწვრივ, ხელოვნებისა და მეცნიერების მუზეუმს. და გადმოსახედ პლატფორმას, რომელიც მთელ ქალაქს უყურებს.

მისამართი: 10 Bayfront Avenue

Gardens by the Bay

ეს განსხვავებული დიზაინის მწვანე სივრცე დატვირთული ქალაქისგან ამოსუნთქვის საშუალებას მოგცემთ. ბაღში საკულტო, ფუტურისტული ნაგებობები და ხიდებია, ფუნქციურად ეკო-მეგობრული. აქ იხილავთ მსოფლიოს უმაღლეს შიდა ჩანჩქერსაც.

სინგაპურის ბოტანიკური ბაღები

სინგაპურის ეს ბოტანიკური ბაღებიც აუცილებლად მოსანახულებელი ადგილია. ის ქალაქის ველური მემკვიდრეობის ნაწილია. საფეხმავლო ბილიკით მოინახულებთ ხეებს, შთამბეჭდავ ეროვნულ ორქიდეების ბაღს, ეკო-ტბას, ბონსაის ბაღებს და სკულპტურებს.

მისამართი: 1 Cluny Road

სინგაპურის ზოოპარკი

მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ზოოპარკი მართლაც შთამბეჭდავი ადგილია. მის ბინადრებს აქ საუკეთესო ბუნებრივი პირობები აქვთ შექმნილი. ვიზიტორებს მათი გამოკვებაც შეუძლიათ.

მისამართი: 80 Mandai Lake Road

სინგაპურის ეშმაკის ბორბალი

Singapore Flyer – ეს მეორე ადგილია სინგაპურში, საიდანაც ქალაქის ზედხედით დატკბებით. ის მსოფლიოს უდიდესი ეშმაკის ბორბალია. მგზავრობა 30 წუთს გრძელდება და ბორბალი ადრიანი დილიდან გვიან ღამემდე მუშაობს.

მისამართი: 30 Raffles Ave

Raffles Hotel Singapore

ეს კოლონიალური შენობა ერთ-ერთი უდიდესია მე-19 საუკუნის დიდი სასტუმროებიდან მსოფლიოში. აქ ნამყოფები არიან რადიარდ კიპლინგი და ჩარლი ჩაპლინი. 1887 წელს აშენებული ეს ძეგლი კლასიკურ არქიტექტურას და ტროპიკულ ბაღებს აერთიანებს.

მისამართი: 1 Beach Road

ჩაინათაუნი

Chinatown – პატარა მაღაზიებიდან ჩინური კვების დახლებამდე, სინგაპურის ჩაინათაუნში ყველაფერს აღმოაჩენთ. ის ჩინეთის გავლენას სინგაპურთან კავშირში აირეკლავს. ეს პროგრესული უბანი ნამდვილად მოგხიბლავთ.

სენტოსას კუნძული

სინგაპური არაა ცნობილი როგორც სანაპირო მიმართულება, მაგრამ აქ ნამდვილად გაერთობით მზის ქვეშ და სენტოსას კუნძული (Sentosa Island) ის ადგილია, სადაც ამას მოახერხებთ.

Clarke Quay

ეს მე-19 საუკუნის ვაჭრობის ცენტრი და დღემდე დატვირთული ჰაბია. აქ შეგიძლიათ წყლის პირას მშვიდი საღამო გაატაროთ. მდინარის ტაქსები და კრუიზები სწორედ აქედან გადიან და ტურისტებს საშუალებას აძლევენ ქალაქის ისტორიული ხედებით დატკბნენ და ძეგლები წყლიდან დაათვალიერონ.

უნივერსალ სტუდიო

სინგაპურის უნივერსალ სტუდიო თემატური პარკია, რომელიც პატივს მიაგებს ფილმებსა და სატელევიზიო შოუებს. აქ ნახავთ ჰოლივუდის, მადაგასკარის თუ ანტიკური ეგვიპტის სივრცეებს.

მისამართი: 8 Sentosa Gateway

ღამის საფარი

სინგაპურში ღამის საფარის ტურები ეწყობა და ვიზიტორებს განსხვავებულ შთაბეჭდილებებს სჩუქნის. აქ ნახავთ ლეოპარდებს, მელიებს, სპილოებს, ვეფხვებს და აშ.

მისამართი: 80 Mandai Lake Road

მერლიონის პარკი

Merlion Park – ამ პარკის მთავარი ღირსშესანიშნაობაა 8.6 მ სიმაღლის ლომის ქანდაკება, რომლის პირიდანაც წყალი ისხმევა. პარკი იდეალურია ფოტოების გადასაღებად.

აზიური ცივილიზაციების მუზეუმი

შენობა, რომელშიც აზიური ცივილიზაციების მუზეუმია განთავსებული, მე-19 საუკუნეში ნეოკლასიკურ სტილში აშენდა დედოფალი ვიქტორიას საპატივცემულოდ. დღეს აქ აზიურ კულტურას შეისწავლით.

მისამართი: 1 Empress Pl

Fort Canning Park

მე-19 საუკუნეში აგებულ ამ პარკს სინგაპური შემოტევისგან უნდა დაეცვა და ის მეორე მსოფლიო ომის დროს ბუნკერი გახდა და 1942 წელს იაპონელებს გადაეცათ. დრეს აქ პიკნიკებს, კონცერტებს, პერფორმანსებს და ფესტივალებს აწყობენ.

მისამართი: 51 Canning Rise

საზღვაო მუზეუმი

ეს მუზეუმი წყალზე მდებარეობს და სინგაპურის საზღვაო ისტორიას სახალისო, ინტერაქციული გამოფენებით წარმოგვიდგენს.

სინგაპურის ეროვნული გალერეა

აქ სამხრეთ აზიის უზარმაზარი თანამედროვე ხელოვნების კოლექციები ინახება. ეროვნული გალერეა ადგილობრივი და აზიელ არტისტების შემოქმედებაზე ფოკუსირდება. უფასო ტურები ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე.

მისამართი: 1 St. Andrew’s Road

სინგაპურის აეროპორტი

Jewel Changi Airport – მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო აეროპორტია და სინგაპურის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა. არ გამოგრჩეთ 40 მ. სიმაღლის შადრევანი, რომელიც 200 ხითაა გარშემორტყმული, ასევე კაქტურების და მზესუმზირების ბაღი.