იაპონია კონტრასტების ქვეყანაა, სადაც ძველი და ახალი გვერდიგვერდ იდეალურ ჰარმონიაში თანაცხოვრობს. დაათვალიერეთ ანტიკური ბუდიტური საყდრები, ფუტურისტული ცათამბჯენები, დააგემოვნეთ გასტრონომიული გემრიელობები და აშ. ტოკიოდან დაწყებული პატარა მიმართულებებით დამთავრებული, აქ ბევრი საინტერესო თავგადასავალი გელით.

1. ტოკიო

ბევრი ვიზიტორი იაპონიაში სწორედ ტოკიოს სანახავად ჩადის. ტოკიო უნდა გამოიკვლიოთ და მისით დატკბეთ. ეს თანამედროვე, მრავალფეროვანი ქალაქია, ეკლექტური უბნებით. ეწვიეთ თანამედროვე ცათამბჯენების არეალს (Akihabara), შემდეგ ანტიკურ ბუდისტურ აკლდამას (Sensoji Shrine). ტოკიოში ბევრი უცნაური ტურისტული ღირსშესანიშნაობაა. მათ შორის: ფრანების მუზეუმი, გიბლის ანიმაციების მუზეუმი, მძაფრსიუჟეტიანი თამაშების მუზეუმი (Gigo Sega) და აშ. თუ აქ გაზაფხულზე ჩახვალთ, საკურას ყვავილობასაც იხილავთ.

2. კიოტო

იაპონიის ყოფილი ანტიკური დედაქალაქი იუნესკოს დაცული ტერიტორიების სიაშია შესული. აქ უნდა იხილოთ ბიოდოს საყდარი, ნიჯოს ციხესიმაგრე, საკულტო კინკაკუჯის საყდარი და ოქროს პავილიონები. კიოტოს მშვიდი შარმი აქვს გარშემო სულ მშვიდი ბაღებით. აქ ცნობილი არაშიამას ბამბუკის ტყე მდებარეობს, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ. არასტანდარტული გამოცდილებისთვის ეწვიეთ გასართობ ჟიონის (Gion) გამზირს, სადაც გეიშები დადიან.

3. ოსაკა

სხვა იაპონიის ქალაქებთან შედარებით, ოსაკა პატარა ქალაქის ატმოსფეროს ქმნის. მეორე მსოფლიო ომის დაბომბვის შემდეგ, ის ახლიდან ააგეს და ამის გამო აქ ისტორიული ძეგლების სიმწირეა. სამაგიეროდ ის ხასიათდება იაპონური შარმით, საუკეთესო ქუჩის კვებით და ვინტაჟური მაღაზიებით. აუცილებლად მოინახულეთ ღა ცის ქვეშ მუზეუმი ძველი იაპონური სახლებით. ოსაკას ციხესიმაგრე კიდევ ერთი გამორჩეული ციხესიმაგრეა. აღსანიშნავია, რომ აქ თერმული აბანოებიც აქვთ და ქალაქი სპა დასვენებასაც გპირდებათ.

4. ჰიროშიმა

ჰიროშიმას წარსული ალბათ მთავარი მიზეზია რის გამოც ადამიანები ამ ქალაქს სტუმრობენ. შეჩერდით ჰიროშიმას მშვიდობის მემორიალის პარკში. ქალაქის შუაგულში აღმოაჩენთ ჰიროშიმას ციხესიმაგრეს, სადაც სამურაის მუზეუმი მდებარეობს. მანქანების მოყვარულთათვის, აქ მაზდას მუზეუმია დაარსებული. კარგ დროს გაატარებთ თუ ბორნით კუნძულზეც გაისეირნებთ.

5. ნარა

კიოტოდან საათზე ნაკლებ დროში მატარებლით ნარაში აღმოჩნდებით და ამ უნიკალურ პატარა ქალაქს გამოიკვლევთ. ნარას პარკი გამორჩეული მწვანე სივრცეა. მოინახულეთ ტოდაიჯის საყდარი (Tōdai-ji Temple), რომელიც იუნესკოს დაცული ძეგლია. აქ იხილავთ 15მ. სიმაღლის ბუდას ქანდაკებას. მუზეუმში მნიშვნელოვანი ბუდისტური ხელოვნების ნიმუშებია დაცული. აქაური ქუჩის კვება ტკბილი დესერტებითაა ცნობილი. შეგიძლიათ ახვიდეთ ვაკაკუსას მთაზე და დატკბეთ საკურას ხედებით.

6. საპორო

საპორო იაპონიის საუკეთესო ზამთრის მიმართულებაა ცნობილი სათხილამურო კურორტით და თოვლის ფესტივალით. ამ დროს აქ ყინულის მასიურ სკულპტურებს დგამენ. ესტუმრეთ შოკოლადის ქარხანას და დააგემოვნეთ მათი თეთრი შოკოლადი. გაისეირნეთ ისტორიულ სოფელ ჰოკაიდოში ან იხილეთ ქალაქის ხედები საპოროს სატელევიზიო კოშკიდან.

7. ფუკუოკა

ფუკუოკა ცნობილია მიტამას ფესტივალით, როცა აქ დაახლოებით 6000 მფრინავ ფარანს უშვებენ. აუცილებლად მოინახულეთ იაპონიის უდიდესი შოპინგ ცენტრი. მას 250 მაღაზია, თეატრი, კინო, სათამაშო ცენტრები და საკუთარი მდინარის არხიც კი აქვს. შეგიძლიათ გაისეირნოთ ქალაქის მუზეუმში, მასთან მდებარე პარკში ხელოვნური სანაპიროთი. ფუკუოკა გარშემორტყმულია მთებით.

8. კანაზავა

იმის გამო, რომ კანაზავა მეორე მსოფლიო ომის დროს არ დაბომბილა, მას ანტიკური არქიტექტურა სრულად აქვს შენარჩუნებული. საუკეთესოდ შემონახულია კანაზავას ციხესიმაგრე ლამაზი ბაღებით. ქალაქის მეორე მხარეს, ჰიგაშის გეიშების ისტორიული გამზირია, სადაც საუკუნეების წინ გეიშები მუშაობდნენ. დააგემოვნეთ ტრადიციული მწვანე ჩაი.

9. კობე

ცნობილი როგორც საპორტო ქალაქი, კობე იდეალური ლოკაციაა, მოქცეული ზღვასა და მთებს შორის. ეს არის მშვიდი გასაქცევი ქაოსური ქალაქებიდან. ადით კობეს პორტის კოშკზე და დატკბით პარნორამული ხედებით ქალაქზე, განსაკუთრებით გვიან ღამით. კობეში მდებარეობს მოდის და საზღვაო მუზეუმებიც.

10. ნაგასაკი

ნაგასაკიც მეორე მსოფლიო ომის დროს ატომური ბომბით განადგურდა თუმცა იაპონელებმა ის ხელახლა ააშენეს. აქ მოინახულებთ ომის მუზუემს და მშვიდობის პარკს. აქ ბევრი რესტორანი და კაფეტერიაა, სადაც გემრიელ ნუდლსებს შემოგთავაზებენ. ცნობილი “10 მილიონი დოლარი ღირებულების ხედის” სანახავად ისარგებლეთ საბაგიროთი ინასას მთაზე.

11. ტაკაიამა

ამ დიდ ქალაქში ისეთი შეგრძნება გექნებათ, თითქოს პატარა ქალაქში ხართ. ის იაპონიის ალპების შუაგულში მდებარეობს და ზამთარში თოვლიანია. აქ ბევრი ტრადიციული გესთჰაუსი, ჩაის ცერემონიალები და ავთენტური ადგილობრივი კერძებია. დაათვალიერეთ ისტორიული სახლების მუზეუმი.

12. მაცუ

ტბებს შორის მდებარე ეს ქალაქი ცნობილია იაპონური საასხლეებით. მაცუს ციხე ხის კონსტრუქციის შედევრია. როდესაც აქ საკურას ხეები ხარობენ, აიღეთ ნავის ტური შინჯის ტბაზე და დატკბით ციხესიმაგრის მშვენიერებით. დაათვალიერეთ მუსიკალური ინსტრუმენტების და ანტიკური იაპონური მითების მუზეუმი. აქ ტოკიოდან ღამის მატარებლით ჩამოხვალთ.