წყვილებს კოპენჰაგენში ბევრი არჩევანი აქვთ. ეს ფეხით ადვილად მოსავლელი ქალაქი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ბედნიერ ქალაქად აღიქმება და ცნობილია მისი ინოვაციური დიზაინით, კულტურით და ურბანული რელაქსაციის საშუალებით. ველოსიპედით რომანტიკული გასეირნების გარდა, აქ იხილავთ ულამაზეს პარკებს, რენესანსის სასახლეებს, ხელოვნების მუზეუმებს და პასტელური ფერის შენობებს. კოპენჰაგენი ცნობილია კულინარიული სცენითაც. ასე რომ, დანიის ქალაქში რომანტიკას აუცილებლად აღმოაჩენთ.

კოპენჰაგენის ბოტანიკური ბაღი

დატკბით ხედებით ობსერვატორიის მთიდან

კოპენჰაგენის ბოტანიკურ ბაღში 13000-ზე მეტი მცენარის სახეობა ბინადრობს: ტროპიკული, არქტიკული და ევროპის სხვადასხვა რეგიონიდან. ბაღში 25 სათბურია, მათგან უძველესია პალმის სახლი.  16 მეტრიან გადმოსახედზე სპირალური კიბით ახვალთ. კოპენჰაგენის ბოტანიკური ბაღი უფასოა მთელი წლის მანძილზე, დილის 9-ის ნახევრიდან 4-მდე, აპრილიდან სექტემბრის ჩათვლის 6-მდე.

მისამართი: Gothersgade 128

Ny Carlsberg Glyptotek

მოინახულეთ 10 000 შედევრი მე-19 საუკუნის გალერეაში

ეს გალერეა აერთიანებს შედევრებს რომიდან, ეგვიპტიდან, საბერძნეთიდან, საფრანგეთიდან და დანიიდან. ზამთრის ბაღის მონახულების შემდეგ, იხილეთ პოსტ-იმპრესიონისტთან გამოფენა. ტულუზ-ლოტრეკის და ვან გოგის ნამუშევრებთან ერთად, აქ ნახავთ გოგენის ყველაზე მდიდრულ კოლექციას მსოფლიოში. მის ნამუშევრებში სხვა დანიელი მხატვრების და დანიის ლანდშაფტების დიდი გავლენაა. ღიაა ყოველდღე ორშაბათის გარდა.

მისამართი: Dantes Plads 7

თორვალდსენსის მუზეუმი

დაათვალიერეთ მე-19 საუკუნის სკულპტურები

Thorvaldsens Museum – მე-19 საუკუნეში დაფუძნებული დანიის ერთ-ერთი გამორჩეული მუზეუმია. ის ბერტელ თორვალდსენის ნამუშევრებს წარმოგვიდგენს. წყვილებისთვის აქ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აქტივობაა ქვედა სართულზე მდებარე სკულპტურების სივრცის მონახულება. ღიაა ყოველდღე ორშაბათის გარდა.

მისამართი: Bertel Thorvaldsens Plads 2

კრონბორგის სასახლე

შეუერთდით გიდის ტურებს იუნესკოს დაცულ სასახლეში

კრონბორგის იგივე ელსინორის სასახლე მე-15 საუკუნის ისტორიული ძეგლია, კოპენჰაგენიდან 45 კმ-ში. აქ სამეფო ოთახებს და დარბაზებს იხილავთ მორთულს ნახატებით. ამ იუნესკოს დაცულ ძეგლს ჰამლეტის სასახლესაც უწოდებენ და ყოველ აგვისტოში აქ შექსპირის ფესტივალი ტარდება. შესვლის ღირებულებაა 12 ევრო. ინვისიდან სექტემბრამდე ღიაა დილის 10 საათიდან 6-ის ნახევრამდე, სხვა თვეებში დილის 11-დან 4-მდე.

მისამართი: Kronborg 2 C

ფრედერიკსბერგის ბაღი

მოიწყვეთ პიკნიკი სასახლის ხედებით

ეს კოპენჰაგენის ერთ-ერთი უდიდესი მწვანე სივრცეა. ინგლისური სტილის ბაღი მე-18 საუკუნით თარიღდება და 1971 წლამდე მხოლოდ სამეფო ოჯახის წარმომადგენლებისთვის იყო ხელმისაწვდომი. აქ წყვილისთვის უამრავი თავშესაქცევია: ბაღში სეირნობა, ნავის სერვისი, პიკნიკის მოწყობის შესაძლებლობა და აშ. ღიაა ყოველდღე დილის 7 საათიდან მზის ჩასვლამდე.

ამაგერის სანაპირო პარკი

მიიღეთ მზის აბაზანები და ითამაშეთ სპორტი წყლისპირა პარკში

Amager Strandpark – კოპენჰაგენის ცენტრალური სადგურიდან 5 კილომეტრში მდებარეობს და 2 კმ. სიგრძის ქვიშიანი ბულვარით და სასიამოვნო წყლით გამოირჩევა. აქ ხელოვნური კუნძულიცაა მოწყობილი. ზაფხულობით აქ მზეს ეფიცხებიან, ცურავენ და კაიაკით სეირნობენ. მოიწყვეთ რომანტიკული სეირნობა ბულვარში ან ნაპირზე და დატკბით ოკეანის და ორესუნდის ხიდის ულამაზესი ხედებით, რომელიც დანიას შვედეთთან აკავშირებს.

მისამართი: Amager Strand Promenaden 1

ისარგებლეთ კრუიზით

დატკბით ლაივ მუსიკით სანამ ნავსადგურს და არხებს მოივლით

კოპენჰაგენის არხებსა და ნავსადგურს შორის აქ კრუიზები აქტიურად დადიან და ნავით გასეირნება წყვილისთვის ერთ-ერთი საუკეთესო რომანტიკული აქტივობაა. ექსკურსიის დროს ულამაზესი ხედებით დატკბებით და გიდისგან საინტერესო ფაქტებსაც მოისმენთ. როგორც წესი, მთელი მგზავრობა გაფორმებულია ლაივ მუსიკით.

Hirschsprung Collection

გაიგეთ მეტი დანიური ოქროს ხანის შესახებ ამ ხელოვნების მუზეუმში

ეს გალერეა წარმოგვიდგენს დანიელ მხატვრობას დათარიღებულს მე-19/მე-20 საუკუნით. ნეო-კლასიკურ შენობაში მდებარე მუზეუმი პერსონალურ კოლექციებს აერთიანებს. შესვლის ღრებულებაა 12 ევრო. ღიაა ორშაბათის და სამშაბათის გარდა, 11-დან 4 საათამდე.

მისამართი: Stockholmsgade 20

რომანტიკული ვახშამი კრისტიანსბორგის კოშკზე

Bojesen i Tårnet

აქ თანამედროვე დანიური სამზარეულო დაგხვდებათ პანორამული ხედებით კოპენჰაგენზე. რესტორანი კრისტიანსბორგის სასახლის კოშკში მდებარეობს, 106 მეტრ სიმაღლეზე. ღიაა ყოველდღე ორშაბათის გარდა.

მისამართი: Christiansborg Slotsplads