კოპენჰაგენს უნიკალურს ბევრი რამ ხდის. მაგალითად, ველოსიპედის კულტურა, რომელიც აქ ყოველდღიურობის ნაწილი ხდება. ჩვენ დანიის დედაქალაქში გამგზავრებამდე რამდენიმე რჩევას მოგცემთ:
1. მეტრო ყველაზე იაფი გზაა აეროპორტიდან წამოსასვლელად
კოპენჰაგენში მეტრო აეროპორტს და ქალაქის ცენტრს 15 წუთში აკავშირებს და ის საუკეთესო არჩევანია როცა აეროპორტიდან სასტუმრომდე ან პირიქით, ტრანსპორტი გესაჭიროებათ. მეტროს ბილეთის ღირებულება იქნება 34 დანიური კრონი/5 ევრო.
2. კოპენჰაგენის დათვალიერება 3 დღეში შეგიძლიათ
კოპენჰაგენი პატარა ქალაქია და ღირსშესანიშნაობებიც საკმაიდ ახლოსაა ერთმანეთთან. დაგეგმეთ ეფექტურად და დანიის დედაქალაქს სამ დღეში დაათვალიერებთ. მაგრამ თუ მისი გამოკვლევა უფრო ავთენტურად გსურთ, აქ მეტი დრო გაატარეთ: ეწვიეთ ჰელსინგორს კრონბორგის სასახლისთვის ან მსოფლიოში ცნობილ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს ლუიზიანას ჰამლებაკში.
3. “დაიხურეთ” სკანდინავიურად
სკანდინავია ცნობილია მისი მოდით და დიზაინით. H&M და სხვა ტრენდული ბრენდები და მაღაზიები აქ ასარჩევადაა. მოირგეთ სკანდინავიური სამოსი და დაემსგავსეთ ადგილიბრივებს. აუცილებლად იქონიეთ თან საწვიმარი.
4. კოპენჰაგენი ძალიან ძვირი სულაც არაა
კოპენჰაგენი იაფ მიმართულებად არ ითვლება, მაგრამ აქ ბიუჯეტური მოგზაურობაც სავსებით შესაძლებელია. მოიარეთ მუზეუმები და ხელოვნების ცენტრები, დაისვენეთ ბაღებში და გაისეირნეთ მის ულამაზეს უბნებში. აქ უფასოდაც ბევრ რამეს გააკეთებთ.
5. დანიელები ყველაფერს დანა-ჩანგლით ჭამენ
დანიელებს უყვართ დანა-ჩანგლის ერთდროულად მოხმარება და არ გაგიკვირდეთ თუ ბურგერს და პიცასაც ამ ფორმით შეჭამენ. თუმცა, ტურისტებს თავისუფლად შეუძლიათ ხელითაც მიირთვან. დანიელების აღზრდის პროცესში სადილობის გარკვეული ეტიკეტების და მანერების სწავლებაც მოიაზრება და ისინი ბავშვობიდან არიან მიჩვეულები გარკვეულ წესებს. მაგალითად, თუ ისინი დანა-ჩანგალს მაგიდაზე აწყობენ და ხელს უშვებენ, ეს ნიშნავს სიგნალს მიმტანებისთვის, რომ ჭამა დაასრულეს.
6. მხოლოდ ტურისტები სეირნობენ ნიჰავნში
ნიჰავნი კოპენჰაგენის ნავსადგურია ფერადი ზღაპრული სახლებით და ის აქ ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობაა, ამიტომაც აქ ადგილობრივები არ იკრიბებიან ან სეირნობენ და მხოლოდ ტურუსტები დაგხვდებიან. ეს ადგილი დანიის დედაქალაქში ვიზიტისას აუცილებლად მოსანახულებელი ადგილია. დასხედით არხთან, მიირთვით ლუდი ან ყავა.
7. ყოველთვის მოსვით სასმელი სადღეგრძელოს შემდეგ
დანიელებს უყვართ სადილის და ვახშმის დროს სადღეგრძელოების თქმა, განსაკუთრებით თუ სუფრაზე ალკოჰოლი აქვთ. დანიურად Cheers!/გაგვიმარჯოს არის: Skål! (“cheers” in Danish), და დარწმუნდით რომ 2 წვეთს მაინც მოსვამთ, სანამ ჭიქას მაგიდაზე დააბრუნებთ.
8. დანიელები როგორც წესი, ძალიან რელაქსირებულები არიან
ზოგიერთი მათ ზედმეტად მოდუნებულსაც უწოდებს. ეს მდგომარეობა დაკავშირებულია დანიურ იუმორთან, რომელიც ხშირ შემთხვევაში “შავი”, ირონიული და სარკასტულია. ხუმრობების მიხედვით დანიელებისთვის გინებაც ჩვეულებრივი სიტყვებია. ხშირად ცუდი სიტყვები არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს უხეშად მიმართავენ, ზოგიერთი სიტყვა მეგობრულ საუბრებშიც დამკვიდრებულო აქვთ.
9. …გარდა იმ შემთხვევისა როცა რამე ან ვინმე აგვიანებს
პუნქტუალობა დანიური კულტურის ნაწილია. დანიელებს იმისიც კი ჯერათ, რომ დროულად მისვლა რამდენიმე წუთით ადრე მისვლას ნიშნავს. ეს ერთგვარი დანიური ზრდილობის კონცეფციაა. მათთვის მიუღებელია ერთმანეთის დროის გაფლანგვა და თუ ძალიან დაგაგვიანდათ, რაც უკვე 15 წუთი გადაცილებით იწყება, აუცილებლად ურზდელობად და უპატივცემულობად ჩათვლიან.
10. ველოსიპედით სიარული სერიოზული საქმეა
კოპენჰაგენში ველოსიპედების რაოდენობა მანქანებისას აჭარბებს. აქ ერთი ადგილიდან მეორემდე თითქმის ყოველთვის ველოსიპედით დადიან. მაგრამ უნდა იცოდეთ ველოსიპედზე ჯდომის გარკვეული წესებიც. პირველ რიგში გაითვალისწინეთ, რომ ადგილობრივებისთვის ველოსიპედით სიარული საქმიანი აქტივობაა და არა გასართობი. პიკის საათების დროს: 7:15–8:45AM და 3:30–5PM, მოერიდეთ ძირითად საველოსიპედო ბილიკებს. მოხვევის და გაჩერების დროს კი აუცილებლად ანიშნეთ ხელით.
11. დალიეთ ონკანის წყალი
კოპენჰაგენში და ზოგადად დანიაში წყალი სუფთაა. აქ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ხარისხის დასალევი წყალია პირდაპირ ონკანში. ამიტომაც დაზოგეთ პლასტმასის მოხმარება და ფინანსები და წყლის შეძენის ნაცვლად დალიეთ ის შენობებში და შადრევნებში.
12. კოპენჰაგენი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქალაქია
2021 წლის მასშტაბური კვლევების თანახმად, რომელიც კრიმინალის დონეს და ადამიანებს შორის ნდობის ფაქტორს იკვლევდა, დადგინდა რომ კოპენჰაგენი საკმაოდ უსაფრთხოა.
13. სასწრაფოს ნომერია 112
ეს ნომერი დაგაკავშირებთ პოლიციასთან, სასწრაფოსთან, სამაშველოსთან და სახანძროსთან.