ცნობილ საზაფხულო მიმართულებებს, სანტორინსა და მიკონოს შორის, პაროსის კუნძული მდებარეობს და მათზე ნაკლებადაცაა ხალხით დატვირთული. ეს თეთრი სოფელი სუფთა წყლით, საბერძნეთში დასასვენებლად იდეალური გასაქცევია. აქ ულამაზესი ქუჩები, გემრიელი ბერძნული სამზარეულო და სასიამოვნო სანაპიროები დაგხვდებათ. ყველაფრის მონახულების შემდეგ, პაროსიდან ნაქსოსში ან მილოსში ბორანითაც გადახვალთ.
ნაოუსა/Naoussa
დაიწყეთ დათვალიერება ულამაზესი ქალაქ-ნავსადგურით, სადაც არაჩვეულებრივი ატმოსფერო გელოდებათ. წვრილ ხეივნებში თეთრი სახლები და ღია რესტორნებია ჩამწკრივებული. მანქანები აქ იშვიათობაა და ფეხით ნაოუსას მშვიდ სათევზაო დასახლებას ადვილად მოივლით. აქ შეიძენთ ხელოვნების ნივთებს, სამოსს, სუვენირებს და სამკაულებს. არ დაგავიწყდეთ ეწვიოთ ვენეციურ ციხესიმაგრეს მზის ჩასვლისას. ღამით ნაოუსა კიდევ უფრო მაგიურ ადგილად იქცევა.
პარიკია/Parikia
კიდევ ერთი აუცილებლად სანახავი სოფელი პაროსზე პარიკიაა. პატარა მთაზე მდებარე ეს დასახლება ისტორიული პორტით, ცოცხალი ჰაბია სიფერადისა და თეთრი სახლების შერწყმით. ის ნაოუსაზე უფრო ქაოტური მოგეჩვენებათ. პარიკიას მდიდარი ისტორია მას განუმეორებელ შარმს სძენს. აქ ბორნებით გადახვალთ მეზობელ ნაქსოსზე. ნაოუსაში დარჩენით კუნძულის ცოცხალ ენერგიას შეიგრძნობთ. აუცილებლად მოსანახულებელია ბიზანტიური ტაძარი Ekatontapiliani, რომელსაც 100 კარებების ეკლესიას უწოდებენ.
პაროსის პარკი
ჩაიძირეთ გასაოცარი ბუნების მშვენებაში, რომელიც კუნძულის ნამდვილი სამოთხეა. ეს ლაამზი არეალი საფეხმავლო ბილიკით ლაშქრობას 40-60 წუთით ითვალისწინებს. გზად პატარა გამოქვაბულები და უნიკალური ქვის ფორმაციები შემოგხვდებათ. ეწვიეთ შუქურას. პარკთან მდებარეობს ულამაზესი სანაპიროც.
ლეფკესი/Lefkes
ეს მორიგი პატარა სოფელი თეთრი ნაგებობებით და ცისფერი სახურავებით ნამდვილად საოცნებო ადგილია. ფიჭვის ტყეებით გარშემორტყმული ლეფკესი კუნძულზე აუცილებლად სანახავია. აქ ბევრი პატარა კაფე-რესტორანი მდებარეობს. მოინახულეთ ლეფკესი ტრადიციული არქიტექტურით, ფიჭვის ტყეებით, მეგობრული ადგილობრივებით, გემრიელი საკვებით და გამორჩეული ატმოსფეროთი თუნდაც ნახევარი დღით პაროსზე ყოფნისას.
მარპისა/Marpissa
პაროსის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე მარპისა ულამაზესი სანაპიროებით გამოირჩევა და მას “საფოსტო ბარათისთვის განკუთვნილი” იდეალური სილამაზე აქვს. გაისეირნეთ ქვაფენილია ქუჩებში სადაც ახლადგამომცხვარი ფუნთუშების სურნელი დგას და ყველაფერი ყვავილებითაა მორთული.
პაროსის სანაპიროები
აქაური სუფთა სანაპიროები უნიკალური შარმით, პაროსს იდეალურ დასასვენებელ ადგილად აქცევს. აქ ბევრი გამოქვაბული და წყლისპირა ბარია ცოცხალი მუსიკით. ჩვენ რამდენიმე საუკეთესო სანაპიროს გირჩევთ:
- Kolymbithres Beach: აქ ბევრი გამოქვაბული და ტავერნაა.
- Kalogeros Beach: ეს უნიკალური სანაპიროა კლდეებით, რომლებიც ქმნიან თიხის ტალახს, საუკეთესოს სახის კანისთვის.
- Molos Beach: ეს ქვიანი სანაპირო ცნობილია მისი სარელაქსაციო სიმშვიდით.
- Lageri Beach: კრისტალივით სუფთა წყალი და რბილი ქვიშა!
- Monastiri Beach: ეს კი ულამაზესი ქვიანი სანაპიროა.
ანტიპაროსი/Antiparos
ბორნით მცირე მანძილზე ეგეოსის ზღვის ფარული მშვენება, ანტიპაროსი მდებარეობს. აქ სუფთა ქვიშა და კრისტალივით სუფთა წყალია. გაატარეთ 1 ან 2 დღე ამ მშვენიერ ადგილას, სადაც ღამის ცხოვრებაც ყვავის. პაროსიდან აქ ბორნები მთელი წელი დადიან. გზას 30 წუთი სჭირდება, ფასი კი 2-დან 5 ევრომდეა.
კუნძულის ნავით შემოვლა
აქ შეგიძლიათ პაროსსა და მეზობელ კუნძულებს ნავებით შემოუაროთ და მათი ულამაზესი ნაპირები წყლიდანაც დაათვალიეროთ. აქ წყლიდანაც ბევრი რამაა აღმოსაჩენი. იქირავეთ ძრავიანი ნავი ნავსადგურში ან შეუერთდით კრუიზებს.