ხორვატია ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო დასასვენებელი მიმართულებაა. ის გვთავაზობს სანაპიროებს, ლამაზ ქალაქებს, კუნძულებს და ეროვნულ პარკებს. დაათვალიერეთ იუნესკოს ხეივნები, “სამეფო კარის თამაშების” გადასაღები მოედნები, ანტიკური ციხესიმაგრეები, ჩანჩქერები და სუფთა ნაპირები. აქ შემოგეგებებათ ხორვატული სტუმართმოყვარეობა და გემრიელი საკვები. ამ ქვეყანაში მოწესრიგებული სატრანსპორტო სისტემის წყალობით, მგზავრობა საკმაოდ მარტივია. ჩვენ ხორვატიაში 1 კვირიანი მოგზაურობისთვის 7 იდეალურ დღეს დაგიგეგმავთ:
დღე 1: დუბროვნიკი
დაიწყეთ თქვენი დაუვიწყარი მოგზაურობა შუასაუკუნოვან დუბროვნიკში, ხორვატიის სამხრეთ სანაპირო ზოლზე. ადრიანად გადით ცნობილი ანტიკური კედლის გასავლელად, რომელიც ქალაქს ესაზღვრება და ისტორიულ სეირნობას გპირდებათ. დატკბით ფანტასტიკური ხედებით ადრიატიკის ზღვაზე. შემდეგ ეწვიეთ ულამაზეს ონოფრიოს შადრევანს, ელეგანტურ საათის კოშკს, რექტორის სასახლეს. მიირთვით გემრიელი ლანჩი რომელიმე ტერასაზე. დასავლეთ ნავსადგურიდან უყურეთ მზის ჩასვლას.
რჩევა: აიღეთ დუბროვნიკის ბარათი (Dubrovnik Pass), რომელიც ყველა ტოპ ღირსშესანიშნაობის მონახულების უფლებას მოიცავს.
დღე 2: იმოგზაურეთ სპლიტში კლაის ციხესიმაგრის ან ნუგალის სანაპიროს გავლით
სპლიტისკენ მიმავალ გზაზე შეჩერდით კლაის ციხესიმაგრესთან ან ნუგალის სანაპიროსთან. ციხესიმაგრე მთებშია მოქცეული და პანორამულ ხედებს გვთავაზობს ქალაქზე და ადრიატიკის ზღვაზე. ის ერთ-ერთი ცნობილი ადგილია გახმაურებული სერიალის, “სამეფო კარის თამაშების” კადრებიდან.
ნუგალის სანაპირო სპლიტიდან 1 საათის სავალ გზაზე მდებარეობს კლდეებით, სუფთა წყლით და მწვანე ტყით.
როგორ მოხვდებით დუბროვნიკიდან სპლიტში: სამოგზაურო დრო დუბროვნიკიდან სპლიტისკენ 3 საათია. შეგიძლიათ იქირაოთ მანქანა ან გაყვეთ ავტობუსს.
დღე 3: სპლიტი
მესამე დღეს აღმოაჩინეთ გასაოცარი სპლიტი: ხორვატიის სიდიდით რიგით მეორე ქალაქი. დაიწყეთ დღე სპლიტის ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩაძირვით ტრადიციულ პაზარის ფერმერთა ბაზარში. გემრიელი ლანჩის შემდეგ კი მოინახულეთ დიოკლეტიანეს სასახლე. ეს ისტორიული შენობაც გეცნობათ “სამეფო კარის თამაშებიდან”.
დღე 4: კრკა ან პლიტვისი
გაატარეთ მეოთხე დღე ამ ბუნების სამოთხეში. სპლიტიდან 1.5 საათის სავალ გზაზე მშვიდი კრკას ეროვნული პარკი მდებარეობს ლამაზი ჩანჩქერებით და სალაშქრო ბილიკებით. აქ ისარგებლებთ სხვადასხვანაირი ტურებით. ალტერნატივაა პლიტვისის ეროვნული პარკი, რომელიც ხორვატიაში უძველესი და უდიდესია. აქ 16 ტბა მდებარეობს.
დღე 5: ჰვარი
აღმოაჩინეთ გასაოცარი ჰვარი, რომელიც შემოგთავაზებთ ყველაფერს, რაც კი იდეალურ დასვენებას სჭირდება: ღამის ცხოვრებას, რესტორნებს, სამოთხის მსგავს კუნძულებს და იუნესკოს დაცულ ბუნებას. ადით ესპანურ ციხესიმაგრეზე პანორამული ხედებისთვის და ჩაიძირეთ საოცარ ატმოსფეროში.
როგორ მოხვდებით სპლიტიდან ჰვარში: ბორნელი სპლიტის პორტიდან ჰვარის ძველ ქალაქში მიდიან. ბილეთის ღირებულებაა 25 ევრო. შეგიძლიათ შეიძინოთ ონლაინ.
დღე 6: ჰვარის კუნძული
ჰვარის კუნძულზეც ბევრი რამის აღმოჩენა შეიძლება. აქ ავტობუსები აქტიურად დადიან.
დღე 7: ტროგირი
მოგზაურობა დაასრულეთ ტროგირში. ეს ქალაქი სპლიტის აეროპორტიდან 15 წუთის გზაზე მდებარეობს. აღმოაჩნეთ ულამაზესი ქუჩები, მოედნები და წყლისპირა ბულვარი.