მარშრუტები

როგორ გავატაროთ 1 დღე პალერმოში?

პალერმო ღირსშესანიშნავი არქიტექტურის, საინტერესო ბაზრობების და გასაოცარი კულტურული მემკვიდრეობის მფლობელი ადგილია. ჩვენ შეგიდგინეთ ერთდღიანი ტური, რათა სიცილიის დედაქალაქის დათვალიერება ასეთ მოკლე დროში თავისუფლად მოახერხოთ.

დილა

შეიძინეთ ჯანსაღი პროდუქცია მერკატო დელ კაპოში

პალერმოს ბაზრობებზე მუდამ ქაოსი და ხმაურია. შეიგრძენით ხმამაღალი სიცილია დილიდანვე – მერკატო დელ კაპოში. მიირთვით ახალთახალი პროდუქტები ან მათგან დამზადებული სენდვიჩები.

მიირთვით ყავა Casa Stagnitta-ში

ეს პალერმოს ისტორიული კაფეა. ის 1928 წელს გაიხსნა და ყავის ორიგინალი გემოს შენარჩუნებაზე ზრუნავს. Casa Stagnitta ქალაქის ისტორიულ ნაწილშია და ღია ცის ქვეშ კომფორტულ სკამებს გთავაზობთ. აქედან საუკეთესოდ დააკვირდებით ქალაქის გაღვიძებას. შეგიძლიათ ყავას სახლში დამზადებული ნამცხვარი ან კლასიკური კრუასანი მიაყოლოთ.

შუადღე

მოინახულეთ პალერმოს კათედრალი და შეაფასეთ არქიტექტურა

დროა არამარტო პალერმოს, არამედ მთლიანად სიცილიის ყველაზე განახლებულ შენობას ეწვიოთ: პალერმოს კათედრალს. ის 1184 წელს ააშენეს, მაგრამ საუკუნეების მანძილზე იცვლებოდა და სხვადასხვა არქიტექტურული სტილის მიქსს წარმოადგენს. ჯერ დატკბით უზარმაზარი გუმბათით, თაღით და სვეტებით, შემდეგ კი შიგნიდანაც დააკვირდით. ეკლესიაში შესვლა უფასოა, მაგრამ მის გარკვეულ ნაწილებში მცირე გადასახადია დაწესებული.

შეიქმენით საშიში ატმოსფერო კაპუჩინის კატაკომბებში

კაპუჩინის კატაკომბები ამაღელვებელი და პირქუშია. აქ პირისპირ შეხვდებით იმ მეუფის ჩონჩხს, რომელიც ახლოს მდებარე სანტა მარია დელა პასში მსახურობდა. პირველი მუმია აქ ფრა სილვესტრო იყო, თუმცა ახლა მათი რაოდენობა 1000-ს გადასცდა.

საღამო

დალიეთ კოქტეილი მონდელოს სანაპიროზე

პატარა ავტობუსი ქალაქის ცენტრიდან გრძელ და ქვიშიან მონდელოს სანაპიროზე მიგიყვანთ, რომელიც კაფე-რესტორნებითაა სავსე. რომელიმე მათგანში იპოვნეთ მაგიდა ხედით და ზღვიდან მონაბერი სიო შეიგრძენით. შეუკვეთეთ საყვარელი სასმელი, რათა მზის ჩასვლით უკეთესად დატკბეთ.

გაისეირნეთ გვიან ღამით კუატრო კანტის გარშემო

პალერმოში დღე ვახშმის შემდგომი სეირნობით უნდა დაასრულოთ. იტალიელები მას პასეგიატას უწოდებენ. საუკეთესო არჩევანი კუატრო კანტია, რომელსაც ოფიციალურად პიაცა ვიგლიენას უწოდებენ. აქ ქალაქის ორი მთავარი გზა იკვეთება. მოგხიბლავთ თითოეულ კუთხეში წარმოდგენილი 4 შენობა, რომლებიც შადრევნებთან ერთად წელიწადის 4 სეზონის რეპრეზენტაციას ახდენენ. აქაა სიცილიის ერთ-ერთი ესპანელი მეფის ქანდაკებაც.

შენი მეგზური

ქართული ტურისტული კომპანია და სამოგზაურო ბლოგი. ვაწყობთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებს.

მსგავსი ბლოგები

ევროპაევროპა
ევროპა17 სექ 2026

6 ნაკლებად ცნობილი ხმელთაშუაზღვის მიმართულება სანტორინის და ამალფის სანაპიროს ნაცვლად

პორტო-ერკოლე, კორჩულა, პაროსი, სენ-ჟან-კაპ-ფერა, მენორკა და მალტა: ხმელთაშუა ზღვის 6 ალტერნატივა სანტორინისა და ამალფის ნაცვლად.

ევროპაევროპა
ევროპა31 აგვ 2026

6 მიმართულება, რომელიც ჰომეროსის “ოდისეას” ცნობილი მითების შთაგონებად იქცა

ითაკა, ჩირჩეოს ეროვნული პარკი, მესინის სრუტე, აჩი-ტრეცა და გოზო: რეალური ადგილები, რომლებმაც ჰომეროსის „ოდისეას“ მითები შთააგონა.

იტალიაიტალია
იტალია20 აგვ 2026

დაუწერელი კანონები, რომლებიც იტალიაში ვიზიტამდე უნდა გაითვალისწინოთ

მისალმება, ჩაცმა, საუზმე, ყავა ბართან, კაპუჩინოს წესი და რესტორნის გადასახადები: რა უნდა იცოდეთ იტალიაში წასვლამდე. იმოგზაურეთ „შენს მეგზურთან“ ერთად.

გინდა ამ მიმართულებით წასვლა?დაგიგეგმავთ ტურსმოგვწერე
Habinetჯგუფის კომპანიები