ჩიფსი, შოკოლადი და მსოფლიოს საუკეთესო ლუდი, ბელგიაში მოგზაურობისას მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისია. აქ ევროპის გამორჩეული ქალაქები ერთი ქვეყნის საზღვრებშია მოქცეული. რთულია შთაბეჭდილების ქვეშ არ გამოქციოთ ბრიუსელის დიდი სასახლის მაგიურობამ, გენტის სილამაზემ, ანტვერპენის აღორძინებამ და ბრიუგეს რომანტიკულმა არხებმა. სრულფასოვანი სამოგზაურო გამოცდილებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია ქვეყნის მანქანით მოვლა. დისტანციები მოკლეა, გზები კი მშვენიერი და საინტერესო. ჩვენ აქ სამანქანო მოგზაურობას დაგიგემავთ:
1. ნაპოლეონის ფინალური დამარცხება
ვატერლოოდან ვატერლოოში (20 კმ; 1 დღე)
1815 წლის 18 ივნისს ევროპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ომი ბელგიის სამხრეთით მდებარე ქალაქ ვატერლოოში მოხდა. ომი ნაპოლეონის საბოლოო დამარცხება იყო, რომელიც მანამდე ეპოქის სამხედრო ლიდერად მიიჩნეოდა. მანქანით შეძლებთ ომის რამდენიმე ლოკაცია მოინახულოთ. ვიზიტორთა ცენტრიდან გადაინაცვლებთ მონ სან-ჟანის ფერმაში (Mont-Saint–Jean), მინი მუზეუმში. შემდეგ, 3 კილომეტრში მოინახულებთ ომის მემორიალებს და მუზეუმს (Le Cailou), სადაც ნაპოლეონს ბრძოლამდე ეძინა. შემდეგ დაბრუნდით პატარა სოფელში – Plancenoit, სადაც ასევე მემორიალები დაგხვდებათ. დაასრულეთ მოგზაურობა ვატერლოოში. აქ პარკინგი უფასოა.
2. შუასაუკუნოვანი შარმი და რომაული რეზონანსი
ლუვენიდან ტონგერენში და შემდეგ უკან ჰასელტით (210 კმ; 3 დღე)
უცხოელები ფლანდერის რეგიონში მხოლოდ ბრიუგეზე, გენტზე, ანტვერპენზე და ლიერზე ფოკუსირდებიან, თუმცა აღმოსავლეთშიც ბევრი ისტორიული ადგილია დიდი ძეგლებით. დაიწყეთ ლუვენით, ფლანდერის საუნივერსიტეტო ქალაქით. შემდეგ განაგრძეთ მოგზაურობა ტიენენში “დაკიდული ბაღებით”. გაჩერდით ვილდერენში (Wilderen), შემდეგ კი აღმოაჩინეთ სინტ-ტრუიდენი (Sint-Truiden). დაათვალიერეთ ციხესიმაგრეები ბორგლონის გარშემო (Borgloon) და დარჩით ღამით ტონგერენში. მეორე დღეს გაიწიეთ ბოკრიჯკისკენ (Bokrijk), დაიძინეთ ჰასელტში (Hasselt), შემდეგ კი დაბრუნდით ულამაზეს შუასაუკუნოვან სოფელ ბეგიჯნჰოფში (Begijnhof).
3. გამოქვაბულების და ციხესიმაგრეების გზა
ნამურიდან ლიეჟემდე (225 კმ; 2-3 დღე)
ბელგიას 3000-ზე მეტი ციხესიმაგრე აქვს და ეს გზა რამდენიმე მათგანს და იუნესკოს დაცულ ძეგლთა სიაში შეყვანილ გამოქვაბულებს გაგაცნობთ. გაყევით მდინარე მეუზს ქალაქ ვეპიონამდე, გაიარეთ რამდენიმე შატო და სოფელი. განსაკუთრებით შთამბეჭდავია დინანტის ციხესიმაგრე (Citadelle de Dinant). როჩეფორტი (Rochefort) ცნობილი ლუდით მშვენიერი ადგილია ღამის გასატარებლად. გირჩევთ ასევე ბელგიის ყველაზე პატარა ქალაქ დურბაისაც (Durbuy). მეორე დღეს მოინახულეთ მოდავი (Modave), რომლის ციხეს ბელგიაში ერთ-ერთი უდიდესია. ხედებისთვის ადით საბაგიროთი აპრილიდან ოქტომბრის პერიოდში. ბოლოს გაუყევით გზას ნამურისკენ. გამოქვაბულებში შესვლას თუ აპირებთ, იქონიეთ თბილი მოსაცმელი ზაფხულშიც კი.
4. მეორე მსოფლიო ომის გზა
ნიუპორტიდან დიქსმიდემდე იეპერის გზით (95 კმ; 2 დღე)
ეს გზა მეორე მსოფლიო ომის სანახაობებში გაგიყვანთ. დაიწყეთ სანაპიროთი ნიუპორტში (Nieuwpoort), რომელსაც მიმზიდველი ცენტრი და დატვირთული ნავსადგური აქვს. გადაინაცვლეთ შუასაუკუნოვან ქალაქ ვეურნში (Veurne), აქ ბერები ხარშავდნენ ლუდს (Westvleteren 12), რომელიც ქვეყანაში საუკეთესო ლუდადაა აღიარებული. დააგემოვნეთ კაფეში ვრედე. გააგრძელეთ გზა სამხრეთით პოპერინგისკენ (Poperinge), შემდეგ კი იეპერისკენ (Ieper), აქ საუკეთესოდ შემონახულ შუასაუკუნოვან შენობებს იხილავთ. დაბომბვის შემდეგ ეს ადგილები მთლიანად აღადგინეს და ძველ იერსახეს დაუბრუნეს. შეგხვდებათ დაცემული ჯარისკაცების სასაფლაოებიც.
5. მშვიდი სოფლების და იდილიური მდინარეების ხედების გზა
ბუიონიდან ვრესემდე (45კმ; 1 დღე)
მთებში მოქცეული ეს გზა პოპულარულია ველომოყვარულებშიც. ამ გზას გადიან მშვიდი ქალაქგარეთ ხედებისთვის, ფიჭვის ტყეებისთვის და გადმოსახედებისთვის. დაიწყეთ ბუიონით (Bouillon), ბელგიის ყველაზე ატმოსფერული ციხესიმაგრე-ქალაქით და მოინახულეთ ბუიონის შატო, რომელიც მდინარის წყალში აირეკლება. გადაინაცვლეთ ბოტასარტის გადმოსახედზე (Botassart). შემდეგი გაჩერებაა როშეოტი (Rochehaut), პანორამული ტერასებით მდინარეზე და ტავერნა კაფეებით. კიდევ ერთი მდინარისპირა სოფელია ალი (Alle), სადაც კაიაკითაც ისარგებლებთ. ბოლოს გაყევით ვრესეს (Vresse) გზას და დატკბით სოფლებით, რომლებიც გაჟღენთილია ხელოვნებით.
6. საკარნავალო გზა
მალმედიდან აალშტამდე (256 კმ; 3 დღე)
ამ ლათინური N ფორმის გზაზე მდებარე დასახლებები ნებისმიერ დროს ღირს მონახულებად. მაგრამ, რაც ამ გზას განსაკუთრებულს ხდის, წელიწადში ერთხელ შეგიძლიათ ბელგიის გამორჩეული კარნავალის ნაწილი გახდეთ. დაიწყეთ მალმედიში (Malmédy), შემდეგ გადადით ეუპენში, ბელგიის ყველაზე “გერმანულ ქალაქში”. შემდეგ გაჩერებად დაისახეთ ბინჩი (Binche) და საბოლოოდ ჩრდილოეთით მდებარე აალშტი (Aalst).