ლიეჟე ბელგიის სიდიდით რიგით მესამე ქალაქია და ისტორიულად ქვეტნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინდუსტრიული ცენტრი იყო. ის ევროპაში პირველი ადგილი იყო, სადაც ნახშირის მოპოვება და მისი წარმოების ტრადიცია დაიწყეს. ამ მემკვიდრეობის გამო, ლიეჟე სხვა ბელგიურ ქალაქს, მაგალითად ბრიუგეს ან გენტს არ ჰგავს. მაგრამ აქ საოცარი მუზეუმები, ტაძრები და ღირსშესანიშნაობებია არქიტექტურის, ხელოვნების და ისტორიის მოყვარულთათვის.
-
ადით ბუერენის მთაზე
ტურისტები, რომლებიც ლიეჟეს ეწვევიან, ბუერენის მთა (Bueren Mountain) არ უნდა გამორჩეთ. მართალია მასზე ასასველად 374 საფეხურის ავლაა საჭირო, მაგრამ კიბე თავისთავად უკვე ღირსშესანიშნავი ძეგლია. მისი დალაშქვრის შემდეგ კი იხილავთ პანორამულ ხედებს გარშემო ლანდშაფტზე. ხანდახან კიბეები ყვავილებითაა მორთული.
მისამართი: Rue Montagne de Bueren
-
გაიარეთ მუზეუმებში მაასტრიხტის ქუჩაზე
Quai de Maestricht – მდინარისპირა გამზირია, სადაც რამდენიმე საინტერესო მუზეუმი მდებარეობს. Musée d’Armes – იარაღების ძვირფას კოლექციას წარმოგვიდგენს მე-14 საუკუნიდან; Musée Curtius აერთიანებს ავეჯს და დეკორატიულ ხელოვნებას შუა საუკუნეებიდან და ფრანგული რევოლუციიდან; Musée du Verre – 10 000-ზე მეტ შუშის ნივთს აერთიანებს.
-
გაისეირნეთ ბოვერიეს პარკში
ლიეჟეს უდიდესი მწვანე საზოგადოებრივი სივრცე მშვიდი ადგილია, რომ ბუნებით დატკბეთ. ბოვერიეს გასაოცარი ოაზისი სიმწვანით, ბილიკებით, სკამებით ჩარდილში და დიდი ბაღით ხელოვნების მუზეუმსაც აერთიანებს. შიგნით მე-19/მე-20 საუკუნის მხატვრობა დაგხვდებათ, მათ შორის პიკასოს, პისაროს, მონეს და შაგალის ნახატებიც.
-
მოინახულეთ პრინც-ევეკის სასახლე
Palais des Princes-Evêques – ეს შენობა ყოფილი მთავარეპისკოპოსების სასახლეა, გადაწყვეტილი გოთიკურ და რენესანსის სტილში. აღსანიშნავია შიდა ეზო მაღალი თაღებით. ინტერიერი ღია არაა ვიზიტორებისთვის, ამიტომაც დატკბით ექსტერიერით და ბაღებით.
-
ლიეჟე-გილემინსის რკინიგზის სადგური
ბელგია ცნობილია ისტორიული არქიტექტურით, თუმცა დრო უნდა დაუთმოთ მათ თანამედროვე შენობებსაც. Liège-Guillemins Railway Station 2009 წელს ესპანელმა არქიტექტორმა ააშენა. სადგური 32 მეტრამდე იზრდება სიმაღლეში და 160 მეტრი სიგრძისაა. თუ ლიეჟეში მატარებლით ჩახვალთ, ქალაქი თითქოს სხვანაირად შემოგეგებებათ.
მისამართი: Place des Guillemins
-
წმ. ბართოლომეოს ტაძარი
ეს ტაძარი მე-12 საუკუნეში ააგეს და პოპულარული მოსანახულებელი ძეგლია არამხოლოდ მისი მშვენიერი ესთეტიკის გამო, არამედ ქალაქისთვის დიდი კულტურული მნიშვნელობის გამოც. ინტერიერში დაგხვდებათ სკულპტურები, შუშის ფანჯრები, კლასიკური ავეჯი და აშ.
-
ლიეჟეს ციხესიმაგრე
ლიეჟეს ციტადელი ბელგიის ცენტრალური და სტრატეგიული ციხესიმაგრე იყო მე-19 საუკუნის ბოლომდე. ის მეუსის ველიდან 111 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.
-
არქეოფორუმი
ეს არქეოლოგიური მუზეუმი ინახავს წმ. ლაბერტის კათედრალის ნანგრევებს და გალო-რომაული ვილების ნაშტებს, ასევე მეზოლითური ხანის სხვადასხვა ნივთებს. საინტერესო დასათვალიერებელია ისტორიის მოყვარული ადამიანებისთვის.
-
დაისვენეთ სპაში
გამაჯანსაღებელი სპა “Waters of Spa” ლიეჟედან 35 კილომეტრში მდებარე კურორტია, რომელიც ცნობილია ბუნებრივი წყაროებით. ვიქტორიანულ პერიოდში აქ მთელი ევროპიდან ჩამოდიოდნენ. დღეს აქ ძველი აბაზანებიცაა შემორჩენილი და ახლებიცაა მოწყობილი.