ბრიუსელი მშვენიერი რომანტიკული მიმართულებაა მისი მშვიდი ატმოსფეროთი, ფესტივალებით, გოთიკური კათედრალებით, არტ დეკო ტავერნებით, უნიკალური ხელოვნებით, ყვავილებით მორთული პარკებით და აშ. სეზონის მიუხედავად, ბელგიის დედაქალაქი ბევრ საინტერესო აქტივობას შემოგთავაზებთ. დააგემოვნეთ ბელგიური შოკოლადი, კერძები და ადგილობრივი ლუდი.
ჩინკენტენერის პარკი/Parc du Cinquantenaire
ეწვიეთ “ადამიანური ვნებების საყდარს”
ეს მე-19 საუკუნის ურბანული პარკი ბელგიის დამოუკიდებლობის 50 წლის საპატივცემულოდ გაშენდა. ის ბრიუსელის ევროპული უბნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. გაისეირნეთ საყვარელ ადამიანთან ერთად და მოინახულეთ ადამიანური ვნებების საყდარი.

წმ. მაიკლის და წმ. გუდულას კათედრალი/St Michael & St Gudula Cathedral
შეუერთდით უფასო ტურს გოთიკური ტაძრის სანახავად
ეს მე-9 საუკუნის ტაძარი ბრიუსელში ერთ-ერთი ყველაზე ძველი ნაგებობაა. მისი არქიტექტურა შთაგონებულია პარიზის ნოტრ-დამის კათედრალით და მის ინტერიერში იხილავთ მე-16 საუკუნის შუშის ვიტრაჟულ ფანჯრებს. ჩაეწერეთ უფასო ტურზე. ღიაა ყოველდღე დილის 7 საათიდან საღამოს 6 საათამდე.
მისამართი: Place Sainte-Gudule

სახვითი ხელოვნების სამეფო მუზეუმი
იხილეთ ფლამანდიელი არტისტების შედევრები
ბრიუსელში აუცილებლად სანახავი ხელოვნების კოლექციები სწორედ ამ საოცარ სამუზეუმო კომპლექსში ინახება. აქ თქვენს საყვარელ ადამიანთან ერთად იხილავთ მე-15/მე-18 საუკუნის ნამუშევრებს, აღორძინების და ფლამანდიელი მხატვრების შემოქმედებას, მათ შორის პიკასოს და მაგრიტის. ღიაა ორშაბათის გარდა, დილის 10 საათიდან საღამოს 5 საათამდე.
მისამართი: Rue de la Régence 3

ეწვიეთ ბრიუსელის ტოპ შოკოლადის კაფეტერიებს
კალორიებს არ ვითვლით, როცა საქმე ბელგიურ შოკოლადს ეხება!
დააგემოვნეთ ბრიუსელის შოკოლადი რომელიმე აქაურ შოკოლადის კაფეში. მათი უმრავლესობა მდებარეობს გრანდ საბლონის მოედანზე (Place du Grand Sablon). დალიეთ ცხელი შოკოლადი, დააგემოვნეთ კაკაოს ტრიუფელები და პასტელური შეფერილობის მაკარუნები.

ვან ბუურენის მუზეუმი/Van Buuren Museum
გაისეირნეთ გულების ბაღში
ეს ალის ვან ბუურენის, ცნობილი ხელოვნების კოლექციონერის ყოფილი პირადი რეზიდენციაა. დღეს აქ არტ დეკოს ავეჯი და იშვიათი მხატვრობის ნიმუშებია მე-15/მე-20 საუკუნეებიდან. მუზეუმის გარეთ ულამაზეს ბაღის კომპლექსს ნახავთ ყვავილებით მორთული გულებით. ღიაა ოთხშაბათი-ორშაბათ დღის 2 საათიდან საღამოს 5 საათამდე.
მისამართი: Avenue Léo Errera 41

დააგემოვნეთ ბელგიური მრავალფეროვანი სამზარეულო
დატკბით კლასიკური ბელგიური კერძებით სტეფანის მოედანზე
მშვიდი პაემნის მოსაწყობად და ქაოსისგან თავის დასაღწევად, ეწვიეთ სტეფანის მოედანს, სადაც ტრადიციულ ბელგიურ კერძებს და საუკეთესო სერვისს მიიღებთ. ამ მშვიდ უბანში ნახავთ პატარა ადგილობრივ რესტორნებს, განსაკუთრებით ამ ქუჩებზე: Chaussée de Charleroi და rue Berckman.

მოინახულეთ ლაეკენის სამეფო სათბური
გაზაფხულზე აქ ათასობით ყვავილი ყვავის
აპრილის შუა რიცხვებიდან მაისის დასაწყისამდე, არტ ნუვოს სამეფო სათბურები საჯაროდაა ღია. ლაეკენის ეს მშვენება ნამდვილად რომანტიკულ განწყობას შეგიქმნით. გაყევით ბელგიურ სამეფო ბილიკებს ფორთოხლისა და ბანანის ხეებს შორის.
მისამართი: Avenue du Parc Royal 61

შეუერთდით ლუდსახარშის ტურს
დააკვირდით ბელგიური ლუდის ხარშვის პროცესს
ბელგიაში 400 ტიპის ლუდის სახეობას აღმოაჩენთ პაბებსა და ბარებში. შეუერთდით რომელიმე ლუდის ხარშვის ტურს ბრიუსელში და შეისწავლეთ როგორ მზადდება ლუდი. ისინი მოიცავენ დაგემოვნებასაც და თუ ლუდი გიყვართ, სასიამოვნო გამოცდილება იქნება.











