პორტუგალია გვთავაზობს მოლივლივე ტალღებს, დაუსრულებელ სანაპიროებს, ღვინის რეგიონებს და ისტორიულ ქალაქებს. თუ ამ ქვეყნის უკეთ შეგრძნება გსურთ, მისი რამდენიმე კუთხე უნდა მოიაროთ. ჩვენ შეგირჩიეთ 5-დან 10 დღემდე ხანგრძლივობის სამოგზაურო გეგმები, რათა საოცნებო პორტუგალიური დასვენება მოიწყოთ.
1. პორტუგალიის ღირსშესანიშნაობები
10 დღე
დისტანცია: 1000კმ
ეს გეგმა ქვეყნის საკულტო ძეგლებს მოგატარებთ. დაიწყებთ დედაქალაქიდან და გაუყვებით გზას ზღაპრული სინტრასკენ და აღმოაჩენთ ალგარვეს სანაპიროს. ეწვევით ქვეყნის პორტუგალიის უძველეს უნივერსიტეტს და დააგემოვნებთ აქაურ ღვინოს პირდაპირ ვენახებიდან.
ლისაბონი: 3 დღე
დაიწყეთ ლისაბონიდან და გაატარეთ რამდენიმე დღე ქალაქის მომხიბვლელ უბნებში. აირჩიეთ ისტორიული ძეგლები ან თანამედროვე ხელოვნების ჰაბები. დააგემოვნეთ პასტელ დე ნატა. მზის ჩასვლის პერიოდში კი გადმოიხედეთ ლისაბონის რამდენიმე გადმოსახედიდან.
შემდეგი გარჩერება: მატარებლით 1 საათიანი მგზავრობა ლისაბონიდან სინტრამდე.
სინტრა: 1 დღე
ადექით ადრე და გაყევით მატარებელს როსიოს სადგურიდან სინტრამდე, სადაც სამეფო სასახლეები და მისტიკური ბაღები გელიან. შეგიძლიათ ღირსშესანიშNაობები ფეხით მოიაროთ, ან გაყვეთ ავტობუსს სასახლემდე.
შემდეგი გარჩერება: სინტრადან ლაგოსში (3სთ) ან დაბრუნდით ლისაბონში და იქიდან გაეშურეთ ლაგოსში.
ლაგოსი: 2 დღე
ლაგოსის ისტორიული ცენტრის მონახულების შემდეგ, გაატარეთ დრო სანაპიროზე. შემდეგ დღეს მოიწყვეთ ნავის ტური ან იქირავეთ კაიაკი რათა მოინახულოთ პონტა პიედადეს ქვის ფორმაციები.
შემდეგი გარჩერება: ლაგოსიდან ევორამდე (3სთ)
ევორა: 1 დღე
იმოგზაურეთ უკან წარსულში და ეწვიეთ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ქალაქ ევორაში. მისი შუასაუკუნოვანი კედლების მიღმა ბევრი არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს. საღამოს შეგიძლიათ მარნებს და მევენახეობებს ეწვიოთ.
შემდეგი გარჩერება: ევორადან კოიმბრამდე (3სთ)
კოიმბრა: 1 დღე
კოიმბრაში პორტუგალიის უძველესი უნივერსიტეტი მდებარეობს. ეწვიეთ ქალაქის ეკლესიებს და დაიკარგეთ ძველ ქვაფენილიან ქუჩებში, ალაგ-ალაგ მოუსმინეთ ფადოს ხმებს.
შემდეგი გაჩერება: გაყევით მატარებელს კოიმბრადან პორტოში (1.45 სთ)
პორტო: 2 დღე
პორტოს წყლისპირი ფერადი შენობებითაა მორთული. მოინახულეთ მისი ულამაზესი წიგნის მაღაზიები და ისტორიული ძეგლები. დააგემოვნეთ ქალაქის საკულტო სენდვიჩი – francesinha. გაისეირნეთ სათევზაო უბანშიც.
2. ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ
8 დღე
დისტანცია: 739კმ
ამ მარშრუტს N2 ეწოდება. ის მოგაშორებთ ავტობანს და გამოგზაურებთ ძველი გზებით პორტუგალიის ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ. გზას ბევრ ლამაზ სოფელს აღმოაჩენთ და იცურავებთ მდინარის ნაპირებზე.
ჩავესი/Chaves: 1 დღე
პორტოდან ჩავესში სწრაფად მოხვდებით. ამ ქალაქის თერმული წყლებით რომაული პერიოდიდან იღებენ სიამოვნებას. ნაპოლეონის შემოსევების დროს ქალაქის ციხესიმაგრეებმა და კედლებმა დასაცავად მნიშნელოვანი როლი შეასრულეს. ეწვიეთ მის სასახლეს და დატკბით ფერადი აივნებითა და ძველი რომაული ხიდით.
შემდეგი გაჩერება: ჩავესიდან ვილა რეალამდე (1.15 სთ).
ვილა რეალი: 1 დღე
ვილა რეალში შებიჯებისას ელეგანტური სახლების გარემოცვაში აღმოჩნდებით. დააგემოვნეთ ქალაქის გემრიელი სამზარეულო და დალაშქრეთ ველები. აქ მდებარეობს საკულტო ბატოკოს შენობა: კასა დე მატეუსი.
შემდეგი გაჩერება: ვილა რეალიდან ვისეუმდე (2 სთ).
ვისეუ: 1 დღე
გაისეირნეთ ვისეუს ბაღებსა და მოედნებზე და იხილეთ რენესანსის დროინდელი კათედრალი.
შემდეგი გაჩერება: ვისეუდან სერა და ლუსამდე (1.30 სთ).
სერა და ლუსა: 2 დღე
ვისეუდან გზა სერა დე ლუსაში წაგიყვანთ, ფოტოგენურ სოფლებში, რომლებიც მთების მიღმა იმალებიან.
შემდეგი გაჩერება: სერა დე ლუსადან მონტემორ-ო-ნოვომდე (3 სთ).
მონტემორ-ო-ნოვო: 1 დღე
დროა ეწვიოთ სოფლებს მთებზე, რომლებიც ალენტეჯოს კვეთენ. გზად ოქროსფერი ველები ტყეებით იცვლებიან. მონტემორ-ო-ნოვოში ეწვევით ანტიკურ ციხესიმაგრის ნანგრევებს და ტრადიციულ პორტუგალიურ ვახშამს მიირთმევთ.
შემდეგი გაჩერება: მონტემორ-ო-ნოვოდან ფარომდე (3 სთ).
ფარო: 2 დღე
გაისეირნეთ ფაროს ისტორიულ ცენტრში და გაყევით ბორანს სანაპიროზე.
3. პორტუგალიის სამხრეთ სანაპირო ზოლი
5 დღე
დისტანცია: 600 კმ
თუ ზღვა ძალიან გიყვართ, ეს მარშრუტი და გეგმა თქვენთვისაა. გამოსცადეთ თქვენი სერფინგის უნარები, შეამჩნიეთ დელფინები და ისეირნეთ ფეხშიშველებმა ქვიშიან სანაპიროებზე.
ერიკეირა: 1 დღე
მარტივია მოხვდეთ ერიკეირაში სინტრადან ან ლისაბონიდან. ბევრი აქ პირდაპირ სანაპიროებისკენ მიეშურება, მაგრამ ქალაქი თავისი თეთრი სახლებით არანაკლებ საინტერესოა.
შემდეგი გაჩერება: ერიკეირადან ნაზარეში (1.15 სთ)
ნაზარე: 1 დღე
ნაზარეში სერფერები ტალღებზე რეკორდებს ამყარებენ. შეგიძლიათ დააკვირდეთ პროფესიონალების ოსტატობას, ისარგებლოთ ფუნიკულიორით და მიირთვათ ზღვის პროდუქტები.
შემდეგი გაჩერება: ნაზარედან ვილა ნოვა დე მილფონტესისკენ (3 სთ)
ვილა ნოვა დე მილფონტე: 1 დღე
გაჩერდით სანაპირო ქალაქ ვილა ნოვა დე მილფონტესში, სადაც ახლად დაჭერილ თევზ პროდუქტებს მიირთმევთ და სარელაქსაციო დღეს გაატარებთ სუფთა სანაპიროებზე.
შემდეგი გაჩერება: მილფონტესიდან საგრემდე (2 სთ)
საგრესი (Sagres) : 1 დღე
ეს პორტუგალიის ყველაზე სამხრეთ წერტილია. ეწვიეთ მის დრამატულ ციხესიმაგრეს, შეცურეთ ტალღებში, დატკბით ხედებით კლდეებიდან და უმზირეთ მაგიურ მზის ჩასვლას.
შემდეგი გაჩერება: საგრესიდან რია ფორმოსამდე (1.30 სთ).
რია ფორმოსა: 1 დღე
ბოლო დღე გაატარეთ ალგარვეს შთამბეჭდავ ბუნების ნაკრძალში. იხილეთ ფლამინგოები მარილიან აუზებში, ჩახტით ნავში, ესტუმრეთ ცალკე მყოფ კუნძულებს და უყურეთ დელფინებს.
4. პორტო და ჩრდილოეთი
7 დღე
დისტანცია: 580 კმ
პორტოთი მოგზაურობის დაწყებისას ჩრდილოეთის ღირსშესანიშნაობებს გამოიკვლევთ. აქ შუასაუკუნოვანი ქალაქებია პრეისტორიული არქეოლოგიური ძეგლებით, ჩანჩქერებით და ტყეებით.
პორტო: 2 დღე
პორტოს კრეატიული ატმოსფერო შეუფასებელია, მისი თანამედროვე მუზეუმებით და საკულტო შენობებით. გაისეირნეთ წყლის პირას და მიირთვით გემრიელი კერძები.
შემდეგი გაჩერება: პორტოდან დუორო ველისკენ (1.15 სთ).
დუოროს ველი: 1 დღე
ეწვიეთ დუოროს მუზეუმს და გაიგეთ ისტორია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღვინის რეგიონის შესახებ. გზა პინაოსკენ განაგრძეთ.
შემდეგი გაჩერება: პინაოდან ბრაგანცაში (1.30 სთ)
ბრაგანცა/Bragança: 1 დღე
ესტუმრეთ ტრას-ოს-მონტეს რეგიონის გულს – ბრაგანცას. აქ ციხესიმაგრე, შუასაუკუნეების სასახლე და სხვა საკულტო შენობები მდებარეობს.
შემდეგი გაჩერება:ბრაგანცადან გიმარაესში (2 სთ)
გიმარაესი/Guimarães: 1 დღე
გიმარაესი პორტუგალიის პირველი დედაქალაქი იყო. მისი კედლები საუცხოოდაა შემონახული. აქ ნაციის პირველი მეფე, აფონსო ჰენრიკე დაიბადა. ისტორიულ მოედანზე ტერასული კაფეები და ფერადი სახლები დაგხვდებათ.
შემდეგი გაჩერება: გიმარაესიდან ბრაგაში (30 სთ)
ბრაგა: 1 დღე
ბრაგას “ეკლესიების ზღვას” უწოდებენ. აქ პორტუგალიის უძველესი კათედრალი მდებარეობს. თუ 580 კიბის საფეხურს აივლით, ფუნიკულიორზე მოხვდებით. გამოიკვლიეთ ძველი ქალაქი და მიირთვით გემრიელი ყავა ადგილობრივ კაფეში.
შემდეგი გაჩერება: ბრაგადან ვიანა დო კასტელოში მანქანით (45 სთ) ან ავტობუსით (1.45 სთ)
ვიანა დო კასტელო: 1 დღე
გაეშურეთ სანაპირო ზოლისკენ ვიანა დო კასტელოში. შეგიძლიათ გადმოხედოთ ქალაქს მთის მწვერვალიდან.
5. ლისაბონი და მისი არეალი
7 დღე
დისტანცია: 682 კმ
იხილეთ შუასაუკუნეების სასახლეები, არტ ნუვოს ქალაქები და მთიანი სოფლები პორტუგალიის ცენტრში. აქ ბევრი რამით დაკავდებით, როგორც ქალაქში, ასევე ქალაქგარეთ.
ლისაბონი: 2 დღე
დატკბით ლისაბონში მოკლე ვიზიტით, მოიწყვეთ ტური ქალაქში და ეწვიეთ ნანგრევებს. საღამოს მოინახულეთ ციხესიმაგრე და დაიკარგეთ ალფამას ქუჩებში. გაერთეთ სოდრეში მდებარე ბარეებში და შეინახეთ მეორე დღე ბელემისთვის.
შემდეგი გაჩერება: ლისაბონიდან ობიდოში მანქანით (1.15 სთ) ან ავტობუსით (1.45 სთ)
ობიდოსი: 1 დღე
რენესანსის დროინდელი კედლებით დაცული ობიდოსი შთამბეჭდავი ქალაქია, სადაც ყველა კუთხეში წიგნის მაღაზიები შეგხვდებათ. შეიგრძენით ამ საოცარი პორტუგალიური სოფლის ხიბლი.
შემდეგი გაჩერება: ობიდოსიდან კასტელო ბრანკოში (2 სთ)
კასტელო ბრანკო: 1 დღე
გააგრძელეთ გზა აღმოსავლეთით. გაისეირნეთ პაკო ეპისკოპალის ბაროკოს ბაღებში და ქალაქის ციხესიმაგრეში. იხილეთ თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები.
შემდეგი გაჩერება: კატელო ბრანკოდან კოვილაში (1 სთ)
კოვილა/Covilhã: 1 დღე
ეს ქალაქი სავსეა ქუჩის ხელოვნებით რომლებიც ღვინის წარმოების მემკვიდრეობას ეძღვნებიან. გადმოსახედებით გარშემო არსებულ მთებს დაათვალიერებთ და აქ სათავგადასავლო დღეს მოიწყობთ,
შემდეგი გაჩერება: კოვილადან ავეიროში (2 სთ)
ავეირო: 1 დღე
მდინარისპირა ავეირო გამოირჩევა ქუჩებით, სადაც ჩამწკრივებულია არტ ნუვოს შენობები. დააგემოვნეთ ქალაქის გამორჩეული ტკბილეული მის საცხობებშ და საკონდიტროებში.
შემდეგი გაჩერება: ავეიროდან ტომარში (1.30 სთ)
ტომარი: 1 დღე
ეს ადგილი კი გოთიკურ და რენესანსულ მიქსს წარმოგვიდგენს. აქ იხილავთ შუა საუკუნეების სინაგოგას, ბილიკებს ტყეებში და ასანთის კოლოფების მუზეუმს.