ეიფელის კოშკი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ძეგლია, პარიზის სიმბოლო. 1889 წელს შექმნილი მონუმენტი ფრანგული ინდუსტრიული ძლევამოსილების ნიმუშია მსოფლიო სცენაზე. გახსნიდან მოყოლებული ეიფელის კოშკს ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი სტუმრობს. ჩვენ მის რამდენიმე საიდუმლოს გაგიმხელთ.
ეიფელის კოშკი შეიძლება არც აშენებულიყო
ეიფელის კოშკს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა, მათ შორის ცნობილი ადამიანებიც. პროტესტს ხელს აწერდა გი დე მოპასანიც, რომელიც შემდგომ სულ ეიფელის კოშკზე ვახშმობდა რადგანაც კოშკი ქალაქის სხვა ყველა კვების ობიექტიდან მოსჩანდა და მისი დანახვა არ სურდა. მაღალი კრიტიკის მიუხედავად, ეიფელის კოშკმა დღის სინათლე იხილა და დროს გაუძლო. ის დღეს ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მონახულებადი მონუმენტია მსოფლიოში.
მის თავზე პენტჰაუსი მდებარეობს
გუსტავ ეიფელი კოშკის წვერზე მდებარე პენტჰაუსში ცნობილ სტუმრებს მასპინძლობდა. ის დღეს ეიფელის ოფისადაა ქცეული ცვილის ფიგურებით. Რაც მთავარია, საჯაროდაა ღია.
მისი დიზაინი გუსტავ ეიფელს არ ეკუთვნის
მიუხედავად იმისა, რომ ეიფელის კოშკს მისი სახელი ქვია, ნაგებობის დიზაინი ორ ინჟინერს: მორის კოჰლინს და ემილ ნუგიერს ეკუთვნით. მათ ასევე დაიქირავეს ფრანგი არქიტექტორი სტეფან სოვესტრი, რათა ეიფელის კოშკის პროექტი 1889 წლის მსოფლიო გამოფენაზე გაეტანათ.
ეიფელის კოშკი დაშლის საფრთხის წინაშეც იდგა
გეგმის მიხედვით, ეიფელის კოშკი აშენებიდან 20 წლის შემდეგ უნდა დაეშალათ, მაგრამ ეიფელმა კოშკის დიზაინში ჭკვიანურად შეიტანა რადიოს ანტენა და უსადენო ტელეგრაფის გადამცემი. მას შემდეგ, რაც დაადასტურეს რადიოს დიდი საჭიროება მთავრობასთან მიმართებაში, ეიფელის კოშკს 70 წლით არსებობის უფლება მიანიჭეს. ამ დროის მანძილზე კი ის არამხოლოდ პარიზის, არამედ საფრანგეთის სიმბოლო გახდა და დაშლის საფრთხის წინაშე აღარ დამდგარა.
მეორე მსოფლიო ომის დროს ის კინაღამ განადგურდა
1944 წლის აგვისტოში ნაცისტები ოკიპირებულ პარიზზე კონტროლს კარგავდნენ და ადოლფ ჰიტლერმა გენერლებს ეიფელის კოშკის განადგურების ბრძანება მისცა. საბედნიეროდ ამის შესრულება არ დასცალდათ.
ეიფელის კოშკზე მდებარეობდა ფოსტა და თეატრი
ეიფელის კოშკში წლების მანძილზე რამდენიმე ბიზნესი მდებარეობდა. მათ შორის ფრანგული გაზეთი Le Figaro, ფოსტა, რადიოსადგური და თეატრიც კი.
აქ იყო მეცნიერული ლაბორატორიაც
ეიფელი მეცნიერი იყო და კოშკის მესამე სართულზე მეტეოროლოგიურ ლაბორატორიას ხელმძღვანელობდა. ის თავადაც მუშაობდა აქ და სხვა მეცნიერებსაც უღებდა კარს ფიიკის ექსპერიმენტების ჩასატარებლად.
ბევრი ძალისხმევა სჭირდება იმას, რომ ძეგლი კარგად გამოიყურებოდეს
კოშკის ჰაერის დაბინძურებისგან, ჩიტების ფეკალიებისგან, მტვრისგან და სხვა ფაქტორებისგან დაცვას ბევრი მუშაობა სჭირდება. 50 პროფესიონალი მხატვრისგან დაკომპლექტებული გუნდი რეგულარულად ზრუნავს ეიფელის კოშკზე. მეტალის კოშკს რამდენიმე ტონა საღებავს და სპეციალურ ნივთიერებებს ადებენ. ეს პროცესი 18 თვიდან 3 წლამდე გრძელდება ხოლმე.
ეიფელის კოშკის მბზინავი განათებები საავტორო უფლებებით დაცული ხელოვნებაა
დაბნელებისას აუცილებლად შენიშნავთ სხვადასხვანაირად გაბრწყინებულ ეიფელის კოშკს. ხანდახან ის აირეკლავს ცნობილი არტისტების ნამუშევრებს.
მაღლა შამპანიურის ბარი მდებარეობს
თუ კოშკის ბოლო კიბესაც აივლით, შამპანიურის ბარს მიადგებით გასაოცარი ხედებით.
ეს არაა გუსტავ ეიფელის ერთადერთი დიდი ნამუშევარი
ცნობილი ფრანგული კოშკის უკან მდგარ გუსტავ ეიფელს მიუძღვის წვლილი თავისუფლების ქანდაკებაში, რამდენიმე მსოფლიო გამორჩეული ხიდის დიზაინში და რკინიგზის სადგურების არქიტექტურაში ევროპის გარშემო. მის ცნობილ ნამუშევრებს შორისაა მარია პიას ხიდი პორტოში, ბუდაპეშტის ნვუგატის რკინიგზის სადგური და კოტ დაზურის ობსერვატორია ნიცაში.
ეიფელის კოშკი ერთ დროს მსოფლიოში უდიდესი შენობა იყო
1889 წელს, როცა კოშკი გაიხსნა, ის მსოფლიოს უდიდეს შენობად ითვლებოდა. მისი სიმაღლეა 312 მეტრი. 40 წლის შემდეგ, 319 მეტრიანი ნიუ-იორკის კრაისლერის შენობა აგეეს, შემდეგი რეკორდი კი ემფაიარ სთეით ბილდინგმა დაამყარა 1931 წელს, რომლის სიმაღლე 381 მეტრს აღწევდა. ეიფელის კოშკმა ტიტული 40 წელი შეინარჩუნა.