იბიცა 60-იანების ჰიპური კუნძულია, სადაც შესაძლოა მთელი ღამე წვეულებები იყოს. არ აქვს მნიშვნელობა მრავალფეროვან ლანდშაფტს აღმოაჩენთ თუ ხმელთაშუაზღვიურ სანაპიროებს, საცეკვაო კუნძულებს თუ კურორტებს, იბიცას ყველასთვის აქვს საინტერესო შეთავაზება. მისი ამაღელვებელი ღამის ცხოვრების მიღმა, აღმოაჩენთ თეთრ ქალაქებს ანტიკური სასახლეების ჩრდილში, ფიჭვის ტყეების მთებს, ფირუზისფერ წყალს, ბოჰემურ ბაზრობებს და სანაპირო კლუბებს. ესპანეთის ეს წვეულებების კუნძული ცნობილია საერთაშორისო დიჯეების ვიზიტით, ლეგენდარული ღამის კლუბებით და ხმამაღალი მუსიკით. იბიცაში ადვილად მოხვდებით ბორნით ან თვითმფრინავით ბარსელონადან და ვალენსიიდან.

1. აღმოაჩინეთ ქალაქი იბიცა – ეივისა

კუნძულის დედაქალაქი იბიცა, იგივე ეივისა ცნობილია ქვაფენილიანი ქუჩებით და თეთრი კოტეჯებით. აქ ძველი ქალაქის ხიბლი უახლეს ტენდეციებს ერწყმის და წარმოგვიდგენს მაღაზიების, რესტორნების და კლუბების არჩევანს. მსოფლიოს ყველაზე დიდი კლუბები სწორედ აქაა თავმოყრილი. თუ წვეულებები არ გიყვართ, ეწვიეთ მის ძველ უბანს, საიდანაც ბორნებით ახლომდებარე კუნძულებსაც მოინახულებთ, მაგალითად ფორმენტერას.

2. მოინახულეთ კუნძული ფორმენტერა

ამ კუნძულზე თეთრი სანაპიროები და ულამაზესი ზღვა ნამდვილ სამოთხეს ქმნიან. არამხოლოდ მისი სანაპირო ზოლია ლამაზი, არამედ სოფლებიც. ერთ-ერთი ცნობილი ადგილია სეს ილეტეს სანაპირო (Platja de Ses Illetes). თუ ქვიშის დიუნებზე მოექცევით, იბიცის ფანტასტიკური ხედებით დატკბებით. სეზონზე ბორნები ფორმენტერაზე ყოველ 15-30 წუთში დადიან, მგზავრობის დროა 30 წთ.

3. დაათვალეირეთ დალტ ვილა (იბიცას ძველი უბანი)

აღმოაჩინეთ იბიცას ძველი უბნის ქუჩები, რომლებიც შთამბეჭდავ არქიტექტურას წარმოგვიდგენენ. გაიარეთ იბიცას ძველი ქალაქის ქვაფენილიან ქუჩებში, თეთრ სახლებს შორის. შეიარეთ ტაპას ბარებში და მოინახულეთ გასაოცარი ისტორიული ციხე-სიმაგრე მთაზე.

4. ეს ვედრას გადმოსახედი

იბიცაზე მოგზაურობა ვერ იქნება სრულყოფილი თუ ლეგენდარულ ეს ვედრას არ ეწვევით. 400 მ სიმაღლის ქვა ბევრ მითს და ლეგენდას ინახავს. ის ერთ-ერთი ყველაზე მაგნიტური არეალია დედამიწაზე. ზოგიერთი ლეგენდის თანახმად, ქალთევზები მის ნაპირებზე მეკობრეებს იტყუებდნენ, ზოგიერთი მითის მიხედვით კი ის დაკარგული ქალაქი ატლანტისია. შესაძლოა ისინი სიმართლეს არ შეესაბამებიან, მაგრამ ამ ადგილის მაგიურობა ბევრს იზიდავს მედიტაციების და ცერემონიების ჩასატარებლად. მის გადმოსახედზე ასვლა იბიცის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აქტივობაა.

5. დალაშქრეთ ატლანტისის სალაშქრო გზა

ატლანტისის ისტორია აღწერს უტოპიურ კუნძულს, რომელსაც ნახევრად ღმერთები და ნახევრად ადამიანები მართავდნენ. ბევრი მკვლევარი ფიქრობს, რომ ეს ადგილი სწორედ ეს ვედრაა. გზა, რომელიც ატლანტისს დაგალაშქრინებთ, საოცარი სილამაზით გამოირჩევა. მის სრულად გავლას დაახლოებით 45 წუთი სჭირდება, უმჯობესია მზის ჩასვლისას.

6. იხილეთ “დრო და სივრცე”

“იბიცას სთოუნჰენჯად” ცნობილი ეს ადგილი მზის სისტემის საოცარ ინსტალაციას წარმოგვიდგენს. მის ცენტრში 20 მ. სიმაღლის კოშკურა მზეს განასახიერებს, ხოლო მის გარშემო არსებული სვეტები პლანეტებს.

7. დაისვენეთ იბიცას სანაპიროებზე

იბიცაზე საუკეთესო აქტივობა მისი სანაპიროებით ტკბობაა. ამ პატარა კუნძულს მრავალფეროვანი ნაპირები აქვს, ჩაფლული თეთრ ქვიშაში თუ კლდეების ჩრდილში. აქ დაკავდებით წყლის სხვადასხვა აქტივობებით და იხილავთ საოცარ მზის ჩასვლას. რამდენიმე საუკეთესო მათგანია:

  • Cala Saladeta (ხედებისთვის)
  • Cala Comte (ფართო, სარელაქსაციოდ)
  • Cala Xarraca (სნორკელინგისთვის)
  • Cala d’Hort (საუკეთესო ხედი ეს ვედრაზე)
  • Cala Benirràs (სანაპირო მუსიკისთვის)
  • Cala Vadela (ნაკლები ხალხისთვის)

8. შეუერთდით კაიაკის ტურს

იბიცას სანაპირო ზოლი იდეალურია კაიაკისთვის. ის საშუალებას გვაძლევს აღმოვაჩინოთ ფარული ადგილები და მოვწყდეთ ხალხმრავლობას. იცურეთ მშვიდ ხმელთაშუაზღვაში, კრისტალივით სუფთა წყალში და აღმოაჩინეთ გამოქვაბულები მდიდარი წყალქვეშა ცხოვრებით.

9. ეწვიეთ სან ხოან დე ლაბრიტიას

Sant Joan de Labritja – ცნობილია მისი საკვირაო ბაზრობით. ეს ლამაზი სოფელი თეთრ სახლებს, საყვარელ ქუჩებს და ბუტიკ-მაღაზიებს აერთიანებს. თუ მის ფანტასტიკურ ბაზრობას არ ეწვევით, უბრალოდ გაისეირნეთ მის ქუჩებში, მიირთვით ლანჩი და დაწექით მის სანაპიროზე.

10. ეწვიეთ იბიცას ბაზრობებს

იბიცაზე ერთ-ერთი პოპულარული აქტივობაა კუნძულის გარშემო ბაზრობების მონახულება. გირჩევთ რამდენიმე მათგანს:

Mercadillo Saint Jordi – მსხვილი ფლი მარკეტი, სადაც მეორად ნივთებს, ხელნაკეთებობს, ტანისამოსს და საკმაულს შეიძენთ. ასევე ბოჰემურ აქსესუარებს იაფად. დაგხვდებათ დიჯეი და ლაივ მუსიკა. ღიაა შაბათობით.

Sant Joan de Labritja – აღმოაჩინეთ ეს მომხიბვლელი საკვირაო ბაზრობა სან ხოანის სოფელში. ის ყოველ კვირა დღეს ტარდება. აქ ყიდიან ხელნაკეთ ნამცხვრებს, მოქსოვილ სამოსს და სხვა ტიპურ სუვენირებს.

Las Dalias – ეს ბაზრობა მისი ბოჰემური ატმოსფეროს გამო საკულტოა კუნძულზე. 70-იან წლებში მის ბაღებს ხშირად სტუმრობდნენ ცნობილი მუსიკოსები, მათ შორის ბობ მარლიც. ღიაა შაბათს და კვირას.

11. ეწვიეთ სანტა გერტრუდის დე ფრუიტერას

ეს იბიცას ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სოფელია. მისი ქუჩები სავსეა ლამაზი ხეებით და თეთრი სახლებით, რომლებსაც ფერადი დეტალები აქვთ. დატკბით 1 ჭიქა ღვინით მის ლამაზ ტერასებზე.

12. მოინახულეთ სალინესის ეროვნული პარკი

იბიცას სამხრეთით მდებარე ეს გასაოცარი პარკი ცოცხალ ეკოსისტემას წარმოგვიდგენს ცხოველებით, ჩიტებით და ფლამინგოებით. იბიცას ერთ დროს “მარილის კუნძულს” უწოდებდნენ და ეს არეალი მის მემკვიდრეობას ნამდვილად მოწმობს. იუნესკოს მიერ დაცული ტერიტორია ბუნების საოცარი სილამაზით გამოირჩევა.

13. ფრენა საჰაერო ბუშტით

დაიანხეთ იბიცა სრულიად სხვა პერსპექტივიდან. გადაუფრინეთ საჰაერო ბუშტით კუნძულს. ზევიდან ნამდვილ პატარა სამოთხეს იხილავთ.

14. დაისვენეთ სანაპირო კლუბში

იბიცა ევროპის წვეულებების ქალაქია, ცნობილი სანაპირო კლუბებით, სადაც მთელი ღამე წვეულებებია. დატკბით კოქტეილებით და გემრიელი ესპანური ტაპასით მზის ჩასვლის ფონზე. ჩვენ რამდენიმე საუკეთესო მათგანს წარმოგიდგენთ:

  • Aiyanna Ibiza
  • Kumharas
  • La Escollera
  • Sunset Ashram
  • Chiringuito Cala Gracioneta
  • Restaurante Cala Bonita

15. იშოპინგეთ სლუიზში

Sluiz Ibiza იბიცაზე აუცილებლად მოსანახულებელი ადგილია. ეს ცოცხალი ბაზრობა ნივთების უნიკალურ მრავალფეროვნებას წარმოგვიდგენს. შოპინგის გარდა, ეწვევით კაფეებს და დაისვენებთ.