აღმოაჩინეთ ფორმენტერას კუნძული: ბოჰემური ოაზისი იბიცას მკვეთრი სინათლის მიღმა. ერთ დროს ის იბიცაზე უფრო პოპულარულიც კი იყო და იზიდავდა ისეთ მუსიკოსებს, როგორებიც არიან: ბობ მარლი, Pink Floyd და ბობ დილანი. ფორმენტერაზე გატარებულმა ზაფხულებმა მათ შემოქმედებაზე დიდი გავლენა იქონია. აქ იბიცადან ბორნით, 30 წუთში მოხვდებით.
1. დაიქირავეთ სკუტერი
ფორმენტერაზე ერთ-ერთი საუკეთესო აქტივობა სკუტერის დაქირავებაა მის გამოსაკვლევად. შემოუარეთ კუნძულს და მოინახულეთ მისი გამოქვაბულები და ნაპირები. 25კმ სიგრძის სანაპირო ზოლი საშუალებას მოგცემთ აქაური ბუნება სკუტერით მაქსიმალურად შეიცნოთ. სკუტერის დაქირავება მარტივია, აქ უამრავი მაღაზია მუშაობს მათ გაქირავებაზე. დღიური ქირის ფასი დაახლოებით 30 ევროა, თუმცა აქტიურ სეზონზე იზრდება.
2. ეწვიეთ საყვარელ სოფლებს
აქ რამდენიმე პატარა სოფელია, რომელიც ნამდვილად ღირს მონახულებად. მაგალითად, ეს პუჯოლსი (Es Pujols) საოცარი სანაპიროთი და რესტორნებით. აქ ღამით წვეულებებიც იმართება. ლა სავინა (La Savina) პირველია, რომელიც იბიცადან ბორნით გადმოსვლისას შემოგეგებებათ. აქ ტრადიციული სათევზაო ნავები და მდიდრული იახტები საოცარ კონტრასტშია ერთმანეთთან.
სან ფრანცისკო (San Francisco) ფორმენტერას დედაქალაქია, რომელიც კუნძულის ცენტრში მდებარეობს. აქ ბევრი კარგი მაღაზია, ბარი და ბაზრობაა. გაისეირნეთ მის მთავარ დიდ მოედანზე, პლაზა დე იგლესიაზე, სადაც ზაფხულობით კონცერტები და პერფორმანსები იმართება. სან ფერნანდოც (San Fernando) ხშირად მასპინძლობს მუსიკალურ ღონისძიებებს. აქ ზაფხულობით ხელნაკეთი ნივთების ბაზრობებიც იმართება.
3. დაისვენეთ სანაპიროებზე
ფორმენტერა თავისი სანაპიროებითაა ცნობილი და ფარულ ქვიშიან გამოქვაბულებს და კლდისპირა სამოთხეებს წარმოგვიდგენს. რამდენიმე საუკეთესო სანაპიროა: Ses Illetes – ბუნებრივი ოაზისი; Playa de Levante – გამჭვირვალე წყლით და სიმშვიდით; Sail to Espalmador – მომცრო კუნძულია სადაც ნავით და კაიაკით გადახვალთ.
Calo des Mort – უფრო ველური სანაპიროა თუ ყველაფრისგან გაქცევა გსურთ; Migjorn Beach – ქვიშიანი დიუნებით მოგხიბლავთ; Playa des Trucadors – აქ კი განმარტოებასაც შეძლებთ.
4. გაიარეთ მოლას ბაზრობაზე (La Mola Market)
ეს ბაზარი ფორმენტერას საკულტო ადგილია. ის 70-იან წლებში ჰიპებმა ჩამოაყალიბეს და დღეს ყოველ ოთხშაბათსა და კვირას 4-დან 10 საათამდე ხელნაკეთ სამკაულებს, სამოსს და სხვადასხვა ნივთებს გთავაზობთ.
5. მიდით ელ პილარ დე ლა მოლას შუქურასთან (El Pilar de la Mola Lighthouse)
ეს ულამაზესი შუქურა მოლას ბაზართან ახლოს მდებარეობს. კლდიდან მომზირალი შუქურა ფორენტერას ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ზღვის ხედით აქ რესტორანიც მდებარეობს. მშვენიერი აზრი იქნება თუ მზის ჩასვლისას ეწვევით.
6. გაისეირნეთ მარილის ნაპირებზე (Ses Salines Salt Flats)
იბიცა ცნობილია მარილოვანი მლაშე უბნებით. მართალია ფორმენტერაზე მარილი კომერციულ გამოყენებაში არაა, მაგრამ აქ მათი დათვალიერება მაინც შეგიძლიათ. აქაური ეკოსისტემა მოვარდისფრო-მოიისფრო მარილის აუზებს ქმნის და ისინი არა მხოლოდ სანახავად ლამაზია, არამედ სხვადასხვა ბინადრების უსაფრთხო თავშესაფარიცაა.
7. განიტვირთეთ სანაპირო ბარებში
ფორმენტერაზე შეგიძლიათ ბარს ფეხშიშველმა ეწვიოთ და მზის ჩასვლის ფონზე გემრიელი სასმლით ხელში იცეკვოთ ან უბრალოდ განიტვირთოთ. ჩვენ რამდენიმე საუკეთესო მათგანს გირჩევთ: El Mirador – საუკეთესო ხედებით წყალზე და კუნძულზე; Beso Beach; Kiosko 62; Blue Bar – ლაივ ბენდებით; Lucky Bar და PirataBus.
8. გაისეირნეთ კაიაკით გამოქვაბულებში
ფორმენტერა სავსეა გამოქვაბულებით და გეოლოგიური საოცრებებით. კაიაკით და ნავით გასეირნებისას დარწმუნდებით მათ მაგიურ მისტიკაში. გამორჩეული გამოქვაბულებია:
- Cova Rosa
- Cova de Punta Rasa
- Sa Cova Foradada