რა ვნახოთ

ბარსელონას ყველაზე ლამაზი არქიტექტურული ნიმუშები

არქიტექტურული საგანძურებით ცნობილი ბარსელონა მოიცავს გოთიკურ კათედრალებს, ფანტასტიკურ რეზიდენციებს და ავანგარდულ კოშკებს. გაუდის გასაოცარი ქმნილებების წყალობით, ბარსელონა შედევრებითაა სავსე. ჩვენ იმ ნაგებობების სიას გთავაზობთ, რომლებიც აქ აუცილებლად უნდა მოინახულოთ და შეაფასოთ.

1. საგრადა ფამილია (LA SAGRADA FAMÍLIA)

იუნესკოს სიაში შემავალი ეს კათედრალი ბარსელონას საკულტო ძეგლია. სამწუხაროდ გაუდი იქამდე გარდაიცვალა, სანამ მას დაასრულებდა. წლის მანძილზე საგრადა ფამილიას 5 მილიონი ვიზიტორი სტუმრობს და ის ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მონახულებადი მონუმენტია. ტაძარში შესვლის შემთხვევაში მოუსმინეთ აუდიო გიდს და გაიგეთ საინტერესო ისტორიები მისი ინტერიერის შესახებ.

2. ტორე გლორიესი (TORRE GLÒRIES)

ბარსელონას ცნობილი კოშკი ქალაქის თავზე მომხიბვლელად იკვეთება. ეს 38 სართულიანი სტრუქტურა 2005 წელს გაიხსნა და ყოველ ღამით ფერადად ნათდება. გადმოსახედ პლატფორმაზე ასასვლელად დაგჭირდებათ ბილეთის ყიდვა.

3. დე სანტა მარია დელ მარის ბაზილიკა (BASÍLICA DE SANTA MARIA DEL MAR)

ბარსელონას ამ გოთიკური ტაძრის მშენებლობა 1329 წელს დაიწყო და ის ერთდროულად წარმოგვიდგენს არქიტექტურულ ჰარმონიას და სიმარტივეს. ბილეთებს შეიძენთ ონლაინ ან შესასვლელში.

4. კატალანური მუსიკის სასახლე (PALAU DE LA MÚSICA CATALANA & RECINTE MODERNISTA DE SANT PAU)

იუნესკოს სიაში შემავალი კატალანური მუსიკის სასახლე არქიტექტორ ლუის მონტანერს ეკუთვნის. ის მოდერნისტული მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი ძალა იყო. მისი შენობები ესპანეთის ისლამური ისტორიის ინსპირაციაა. სასახლე მეოცე საუკუნის დასაწყისში აშენდა და მდიდრულად ფერად აუდიტორიას და ვიტრაჟულ შუშებს წარმოგვიდგენს.

5. სანტა კატერინას ბაზრობა (MERCAT DE SANTA CATERINA)

ბარსელონას ეს ექსტრაორდინალური ბაზრობა მშვენიერი ადილია ლანჩის მისართმევად. სახურავის კალეიდოსკოპური კერამიკა ბაზრისთვის განსაკუთრებულ არქიტექტურულ გადაწყვეტად ითვლება. ბაზრობა მუშაობს ორშაბათიდან შაბათამდე.

6. ლა პედერა (LA PEDRERA)

გაუდის ეს მორიგი შედევრი 1905 წელს აშენდა და ის აპარტამენტებს და ოფისებს აერთიანებს. ამ შენობაში გაუდის სივრცისა და სინათლის აღქმა განსაკუთრებითაა აღბეჭდილი. რიგებისგან თავის ასარიდებლად დაჯავშნეთ შესვლის ბილეთი ონლაინ.

7. კასა ბატლო (CASA BATLLÓ)

კასა ბატლოს ფერადი და ზღვის სამყაროთი შთაგონებული ფასადი რევოლუციურ ექსპერიმენტებს აერთიანებს. ის ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი შენობაა. აღსანიშნავია ინტერიერიც: ჭერი, ტერასა, კარებები თუ ფანჯრები, ხისა და ფერადი შუშის შერწყმით. კასა ბატლოში ღამის ინსტალაციები, პერფორმანსები და განსაკუთრებული ღონისძიებები ეწყობა.

8. კასა ამატლერი (CASA AMATLLER)

ეს შენობა აერთიანებს გოთიკურ ფანჯრებს და ნიდერლანდური არქიტექტურიდან ნასესხებ დეტალებს. დრაკონის, მხედრების თუ სხვა გმირების რელიეფები ინტერიერში ჰარმონიულადაა შერწყმული კიბეების თუ ფანჯრების დიზაინში.

9. გუელის პარკი (PARK GÜELL)

იუნესკოს სიაში შემავალი გუელის პარკი გაუდის ფანტაზიაა არქიტექტურასა და ბუნებას შორის. შედეგი მართლაც სიურეალისტურია და რეალური არც გეგონებათ. დაჯავშნეთ ბილეთი წინასწარ, რადგანაც პარკში ვიზიტორთა ლიმიტირებულ რაოდენობას უშვებენ.

შენი მეგზური

ქართული ტურისტული კომპანია და სამოგზაურო ბლოგი. ვაწყობთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებს.

მსგავსი ბლოგები

ესპანეთიესპანეთი
ესპანეთი17 სექ 2026

6 ნაკლებად ცნობილი ხმელთაშუაზღვის მიმართულება სანტორინის და ამალფის სანაპიროს ნაცვლად

პორტო-ერკოლე, კორჩულა, პაროსი, სენ-ჟან-კაპ-ფერა, მენორკა და მალტა: ხმელთაშუა ზღვის 6 ალტერნატივა სანტორინისა და ამალფის ნაცვლად.

ესპანეთიესპანეთი
ესპანეთი18 აგვ 2026

ბალეარის კუნძულები ესპანეთში: სამოგზაურო გზამკვლევი

მალორკა, იბიცა, ფორმენტერა და მენორკა: ბალეარის კუნძულების გზამკვლევი, საუკეთესო სეზონი, ბორნები და რამდენი დღე დაგჭირდებათ.

ესპანეთიესპანეთი
ესპანეთი16 აგვ 2026

ალიკანტე, ესპანეთი: სამოგზაურო გზამკვლევი

სანტა ბარბარას ციხე, ესპანეთის ესპლანადა, პოსტიგეტის სანაპირო და რომაული ნანგრევები: რა ვნახოთ ალიკანტეში და როდის ჯობს წასვლა.

გინდა ამ მიმართულებით წასვლა?დაგიგეგმავთ ტურსმოგვწერე