ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო სანაპიროების მფლობელი პორტუგალია მრავალფეროვან ნაპირებს გვთავაზობს. აღმოაჩინეთ ქვიშიანი კუნძულები, მშვიდი გამოქვაბულები და დრამატული კლდეები. ჩვენ 11 საუკეთესო სანაპიროს გირჩევთ.
1. Praia dos Galapinhos
ლისაბონიდან 1 საათის სავალ გზაზე თავს ველურ სანაპიროზე აღმოაჩენთ, არაბიდას ეროვნულ პარკში. ტყიანი მთები სანაპიროზე ეშვება. აქ ბევრი ფარული გამოქვაბულიცაა. გალაფინოსის სანაპირო თეთრ ქვიშას და კრისტალივით სუფთა წყალს გვთავაზობს. წყნარი ზღვა მშვენიერი საცურაო ადგილია.
2. Praia de Odeceixe
დასავლეთ ალგარვეში მდებარე ეს სანაპირო სერფერებისთვისაც ბრწყინვალე მიმართულებაა და ოჯახური დასვენებისთვისაც. ეს უნიკალური ლოკაციაა პორტუგალიის ბუნებრივ საოცრებადაც ითვლება.
3. Praia Baleal
პენიჩედან 5 კილომეტრში ეს ქვიშიანი სანაპირო კუნძულის ატმოსფეროს გვიქმნის. ატლანტის ოკეანეზე მდებარე ეს სოფელი ფანტასტიკური ადგილია საცურაოდ და სასერფინგოდ. აქ ბევრი ბარ-რესტორანი დაგხვდებათ.
4. Isla de Tavira
ისლა დე ტავირა უზარმაზარი სანაპიროა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში. მას ოქროსფერი ქვიშა, კრიალა წყალი და სუფთა გარემო ძალიან მიმზიდველ დასასვენებელ მიმართულებად აქცევს. ივლისის და აგვისტოს გარდა თითქმის სულ სიცარიელეა. კუატრო აგუასიდან აქ ბორანით 10 წუთში მოხვდებით, ალგარვეს მომხიბვლელი ქალაქიდან – ტავირადან.
5. Praia da Falésia
ფალესია კი ალბუფეირასთან მდებარეობს. ის სიგრძეში 6 კილომეტრია და ზევიდან წითელი შეფერილობის კლდეები გადმოჰყურებს. ზაფხულობით სანაპირო ძალიან იტვირთება, თუმცა სხვა თვეებშიც არის აქ თბილი და სასიამოვნო ტემპერატურა და ხალხიც ნაკლებია.
6. Praia de São Jacinto
დაუსრულებელი ქვიშის დუნები სანაპიროს გასაოცარ ფორმებს ქმნიან. აქ მოსახვედრად გაყევით ავტობუსს ავეიროდან ფორტე და ბარამდე, მგზავრობას 20 წუთი დასჭირდება. შემდეგ გაყევით ბორანს საო ჯასინტომდე და სანაპირომდე ფეხით მიხვალთ. ავეირო პორტოდან მატარებლით 50 წუთის გზაზეა და პორტოში ყოფნისას შეგიძლიათ ერთდღიანი მოგზაურობაც მოიწყოთ.
7. Praia do Cabedelo
ქვეყნის ჩრდილოეთით, ესპანეთის საზღვართან, ვიანა დო კასტელო ულამაზესი შუასაუკუნოვადი დასახლებაა, მიმზიდველი მდინარის ნაპირით და სასიამოვნო სანაპიროებით ქალაქის გარშემო. საუკეთესოა კაბედელო – 1 კილომეტრი სიგრძის ნაპირი.
8. Praia das Furnas
პორტუგალიის სამხრეთ ალენტეჯოს რეგიონში, ფურნასი ყველაზე გრძელი ქვიშის სანაპიროა ქვის კლდეებით. აქ ნამდვილად იგრძნობთ რელაქსაციას. გაყევით ბორანს ვილა ნოვა მილფონტესიდან.
9. Praia do Camilo
ეს პატარა ქვიშიანი სანაპირო კი ალგარვეს მორიგი მარგალიტია. ის ქალაქ ლაგოსთან მდებარეობს, რომელიც ულამაზესი ანტიკური ქალაქია. სეზონზე ეწვიეთ ადრიანად, რათა წამოსაწოლი ადგილი იპოვნოთ.
10. Costa de Caparica
ლისაბონში მოგზაურობისას კი ამ სანაპიროზე მარტივად გაიქცევით. ეს დაუსრულებელი სანაპირო იზიდავს სერფინგის მოყვარულებს, რომლებიც ატლანტის ოკეანის ტალღებში ცურავენ, ოჯახებს, რომლებსაც განტვირთვა უნდათ და მეგობრებს, რომლებიც სუფთა წყალს და რბილ ქვიშას ეძებენ.
11. Praia do Norte
ჩრდილოეთ პორტუგალიის წყალქვეშა კანიონი უზარმაზარი ტალღების წარმომქმნელია. შეგიძლიათ უყუროთ ამ დიდებულ სანახაობას შუქურის გადმოსახედიდან. ან წამოწვეთ ქალაქ ნაზარეს ველურ სანაპიროზე.