დაწყებული ქალაქის ცნობილი ტაძრიდან, დასრულებული თანამედროვე ხელოვნების გალერეით, ჩვენ ხელოვნების მოყვარულ მოგზაურებს ვენეციის საუკეთესო მუზეუმებს გირჩევთ.
აკადემიის გალერეა (Gallerie dell’Accademia)

ამ მუზეუმში XIV-XVIII საუკუნეების ვენეციელი მხატვრების ნამუშევრებია შემონახული. გირჩევთ ქალაქში გასეირნებამდე აკადემიის გალერეას ეწვიოთ. ვენეცია ფაქტობრივად არ შეცვლილა ტიციანისა და ტინტორეტოს ეპოქის შემდეგ და ისევე გამოიყურება, როგორც ნახატებზე ჩანს. ამიტომ, ექსპოზიციის 2-საათიანი დათვალიერების შემდეგ, ქალაქი სულ სხვა იერით წარმოგიდგებათ.
ყოველი თვის პირველ ორშაბათს მუზეუმში შესვლა უფასოა. ღირებულება: ზრდასრული – 12 ევრო, ბავშვებისათვის – უფასო.
მისამართი: Campo della Carita, 1050
კორერის მუზეუმი

აქ აკადემიის გალერეის მონახულების შემდეგ გირჩევთ მოსვლას, რათა მიღებული შთაბეჭდილებები გაიორმაგოთ. კორერში იხილავთ ვენეციურ ცხოვრებას, მის ცხოვრებისეულ და ისტორიულ ასპექტებს. ის მრავალფეროვანია, სამი ძირითადი კოლექცია აერთიანებს არქეოლოგიას, იარაღს, ფერწერას და არქიტექტურასაც კი – რადგან თავდაპირველად ის შენდებოდა როგორც ნაპოლეონის რეზიდენცია. გირჩევთ ეწვიოთ კორერის მუზეუმს საღამოსკენ, როცა ტურისტების ნაკადი უკვე ნაკლები იქნება.
მისამართი: Piazza San Marco, 52.
ბილეთის ღირებულება: ზრდასრული – 25 ევრო, ბავშვი – 13 ევრო.
პეგი გუგენჰაიმის კოლექცია (Collezione Peggy Guggenheim)

პირველი ორი მუზეუმისაგან განსხვავებით, პეგი გუგენჰაიმის არ არის პირდაპირ დაკავშირებული ვენეციასთან. აქ შეკრებილია XIX-XX საუკუნეების ხელოვნების შედევრები, რომლებიც პირადად მუზეუმის დამფუძნებელმა შეიძინა. აქ პიკასოს, კანდინსკის, შაგალის, მალევიჩისა და დალის ნამუშევრებს იხილავთ. ის ერთადერთი პალაცოა ვენეციაში ტერასით, რომელიც გადაჰყურებს გრანდ კანალს. შიგნით კი თვითონ პეგის საფლავი მდებარეობს, რომელიც აქ წლობით ცხოვრობდა.
მისამართი: Palazzo Venier dei Leoni, Dorsoduro 701.
ბილეთის ღირებულება: ზრდასრული – 15 ევრო, ბავშვი – უფასო.
პალაცო გრასი

XVIII საუკუნეში აღორძინებული სასახლე ერთდროულად საგამოფენო დარბაზსაც მოიცავს. აქ არ ტარდება მუდმივი ექსპოზიციები, და ზუსტად ამიტომ იზიდავს უამრავ ტურისტს – ყველას შეუძლია ეწვიოს იმ გამოფენას, რომელიც სურს. ექსპოზიციები წელიწადში რამოდენიმეჯერ იცვლება და ძირითადად ეძღვნება თანამედროვე ხელოვნებას. პალაცო გრასი – ერთ-ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ერწყმის ვენეციაში ერთმანეთს სხვადასხვა და ურთიერთსაწინააღმდეგო ელემენტებიც კი, ძველი და თანამედროვე.
მისამართი: Campo San Samuele 3231
ბილეთის ღირებულება: ზრდასრული – 15 ევრო, ბავშვი – უფასო.
ფრანკეტის გალერეა (Galleria Giorgio Franchetti alla Ca’ d’Oro)

ფრანკეტის გალერეა ხელოვნების ნამუშევრების ერთ-ერთ ყველაზე დიდ კოლექციას ინახავს. ამ გალერეის მარგალიტად ითვლება წმინდა სებასტიანის პორტრეტი მანტენი ანდრეას შესრულებით. აქ ასევე შეგიძლიათ დატკბეთ კარპაჩოს, ტიეპოლოსა და ჯორჯონეს ტილოებით. გარდა ნახატებისა, მუზეუმში წარდგენილია კერამიკა და მრავალი ფრესკა, თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს სასახლის მოზაიკა წარმოადგენს, რომელიც დამფუძნებლის ჯორჯო ფრანკეტის მიერ იყო რეკონსტრირებული. აქ მდებარე ყველაზე დიდი აივნიდან იშლება ულამაზესი პანორამა გრანდ კანალზე.
მისამართი: Cannaregio 3932.
ბილეთის ღირებულება: ზრდასრული – 13 ევრო, ბავშვისთვის – უფასო.
Casa dei Tre Oci

ვენეციის ტურისტული ზონებიდან მოშორებით, ეს ნეოგოთიკური პალაცო უკიდეგანოდ საინტერესოა: მისი ფასადი მორთულია სამი უდიდესი ფანჯრით, რომელიც ფორმით თვალებს მოგაგონებთ. შიდა სივრცე გარდაქმნილია განსაკუთრებულად უნიკალურ სივრცედ, სადაც ტარდება XX საუკუნის ფოტოგრაფიის გამოფენები. Casa dei Tre Oci – საუკეთესო ადგილია არა მხოლოდ ამ ჟანრის მოყვარულთათვის, არამედ მათთვისაც, ვისაც სურს გაეცნოს სასახლის საინტერესო არქიტექტურას და ფანჯრებიდან იხილოს განუკურნებელი ზონების სანაპირო. გარდა ამ ყველაფრისა, მუზეუმის კიდევ ერთ უპირატესობას წარმოადგენს პატარა რაოდენობის ვიზიტორი და მყუდრო განლაგება.
მისამართი: Fondamenta Zitelle, 43.
ბილეთის ღირებულება: ზრდასრული – 13 ევრო, ბავშვისათვის – უფასო.
ქუჩის ხელოვნების გალერეა (Street Art Place)

ქუჩის ხელოვნების გალერეა ფაქტობრივად ყველასთვის უცნობი ადგილია, დაკარგული ვენეციის ქუჩებში. ვენეცია – გრაფიტის ქალაქია, სადაც მხატვარი ბენქსის ნახატებსაც იხილავთ. Street Art გალერეა საკმაოდ პატარაა, მაგრამ საინტერესო სანახავად, სადაც შეკრებილია მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან ქუჩის მხატვრების ნამუშევრები, ტარდება გამოფენები და კულტურული ღონისძიებები. გალერეა პეგი გუგენჰაიმის გალერეასთან ახლოს მდებარეობს და კიდევ უფრო გასიამოვნებთ.
მისამართი: Dorsoduro 368.
ბილეთის ღირებულება: შესვლა უფასოა.










