ეს ულამაზესი ესპანური ქალაქი პორტუგალიის საზღვართან მდებარებს და უფრო ნაკლებ ტურისტს ეგებება, ვიდრე მისი ცნობილი მეზობელი ქალაქები. ბადაჯოზი (Badajoz) უნიკალურ არქიტექტურას აერთიანებს. ის ესპანეთის ექსტრემადურას პროვინციის დედაქალაქია და მდინარე გადიანას მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს. ბადაჯოზი ლისაბონიდან 200 კილომეტრში, ხოლო მადრიდიდან 400 კილომეტრში მდებარეობს.

ეს ქალაქი ესპანეთსა და პორტუგალიას შორის დავის საგანიც კი იყო რამდენიმე საუკუნის მანძილზე. მის გამო მოხდა ომებიც მე-18 და მე-19 საუკუნეებში. ისტორიულ უბანში გასეირნებით ბრწყინვალე მონუმენტებს და ფოტოგენურ ქუჩებს იხილავთ. ესპანეთის მდიდარი ისტორია და წარსული შთამბეჭდავადაა ასახული ქალაქის არქიტექტურაზე, განსაკუთრებით ბადაჯოზის კათედრალზე, რომელიც მე-13 საუკუნეშია აგებული. მისი სამი ფანჯარა გოთიკურ და რენესანსის არქიტექტურულ სტილს აღბეჭდავს.

სწორედ ისტორიულმა მონუმენტებმა გაზარდეს ბადაჯოზში ჩასული ტურისტების რიცხვი. აღსანიშნავია ციხესიმაგრე (Alcazaba), რომელიც პორტუგალიის ისტორიაში დიდ როლს თამაშობს. 30 მ. სიმაღლის კოშკურა: Torre de Espantaperros საოცარ ხედებს გვთავაზობს. სხვა ღირსშესანიშნაობებია პლაზა ალტა, პლაზე დე ლა სოლედადი, პუერტა დე პალმასი და აშ. მოინახულებთ მუზეუმებსაც.

ბაჯაზოსში ცხელი ხმელთაშუაზღვიური კლიმატია, ტემპერატურა ხანდახან 40 გრადუსსაც აღწევს, ზამთარი კი შედარებით თბილია და დეკემბერსა და იანვარში 9 გრადუსზე დაბლა ძირითადად არ ჩამოდის. ბადაჯოზს აქვს ერთი სარკინიგზო სადგური, სადაც მოდიან მოკლე და გრძელი მანძილების მატარებლები. ის უკანასკნელი ესპანური სადგურია, რომელიც პორტუგალიურ რკინიგზას ერწყმის. ბადაჯოზის აეროპორტში კი ფრენას შეასრულებთ ბარსელონადან და მადრიდიდან.

ღვინის წარმოება ბადაჯოზის მნიშვნელოვანი ინდუსტრიაა. ეს რეგიონი ცნობილია მისი ვენახებით და მარნებით და ღვინის ენთუზიასტებს საშუალება აქვთ აქ გემრიელი სასმელი დააგემოვნონ. აქ წლის მანძილზე ძალიან ბევრი ფესტივალი ტარდება, სადაც მხიარულება სუფევს. მოინახულებთ ეროვნულ პარკებს, დაისვენებთ სიმწვანეში და ისეირნებთ ველოსიპედით ბუნებაში.