ანტიკური სტამბოლი ერთდროულად ორ კონტინენტზე მდებარეობს და გაყოფილია ბოსფორის სრუტით. კადიკოი ქალაქის აზიური ნაწილის დასაწყისია. აქ ნაკლები ტურისტი და მეტი ადგილობრივი ქმნის ავთენტურ გამოცდილებას.
გადაჭერით ბოსფორის სრუტე ბორნით რათა სტამბოლის აზიური მხარე აღმოაჩინოთ. აქ გაექცევით ტურისტულ ხალხმრავლობას და აღმოაჩენთ კადიკოის ბაზრობას (Kadıköy market) და ანტიკურ მაღაზიებს ტელალზადის ქუჩაზე (Tellalzade Str).
რას გააკეთებთ სტამბოლის აზიურ მხარეს: პირველ რიგში, შეიგრძნობთ ქალაქის აზიურ ნაწილს. შეგიძლიათ შეუერთდეთ თურქული სამზარეულოს დაგემოვნების ტურს, რომელიც სენსაციურ თავგადასავალს გპირდებათ. მიირთმევთ სიმითს, ტრადიციულ ბორეკს, ჩაის და თურქული სტილის ნაყინს.
შემდეგ გამოიკვლიეთ ფერადი უბნები: კაზგანცუკი (Kuzguncuk) და უშკუდარი (Üsküdar). ერთ დროს ებრაელებით, შემდეგ ბერძენი ორთოდოქსებით და ახლა მუსლიმებით დასახლებულ არეალში ღია ფრად შეღებილი ტრადიციული სახლებია. მშვიდ ქუჩებში სეირნობისას ბევრი კაფე შემოგხვდებათ.
აღმოსავლეთ ნაწილის გამოკვლევისას შეჩერდით ალტიოლის მოედანზე (Altıyol Square) ხარის ქანდაკებასთან და დატკბით მარმარილოს ზღვის ხედებით თურქული ყავის დაგემოვნებასთან ერთად.
კადიკოის ცენტრიდან კიდაივის სასახლეში (Khedive Palace) გადაინაცვლეთ. ის 1907 წელს აშენდა და 15 მილიონიანი ქალაქის კვალობაზე, საკმაოდ მშვიდ ადგილს წარმოადგენს.
მოინახულეთ ადგილობრივი თევზის ბაზარი, შთამბეჭდავი ოტომანური ეპოქის მეჩეთები უშკუდარში და მოდას ლამაზი ქუჩები. ღამის ცხოვრებისთვის შეუერთდით ახალგაზრდებს კადიფე სოკაკში (Kadife Sokak), რომელსაც ბარების ქუჩას უწოდებენ. აქ მუდამ ბევრი ხალხი და მხიარული ატმოსფეროა, განსაკუთრებით ზაფხულში.
შოპინგი: შესაძლოა სტამბოლის ევროპული მხარე კოსმოპოლიტურია, მაგრამ აზიურ მხარეს აქვს “სტამბოლის შანზ-ელიზე” – Baıdat Caddesi. ის ბიზანტიურ პერიოდში ვაჭრობისა და სამხედრო მიზნით გამოიყენებოდა. დღეს კი აქ ელეგანტური მაღაზიები, მოდის ბუტიკები და უზარმაზარი სავაჭრო მოლებია.
როგორ მოხვდებით სტამბოლის აზიურ მხარეს: საუკეთესო საშუალებაა ნავი. ბორნები რეგულარულად დადიან ემინონუს ბორნების ტერმინალიდან კადიკოიმდე. ალტერნატივაა ტაქსი სულთანაჰმეთის არეალიდან კადიკოიმდე. ასევე, შეგიძლიათ გაყვეთ T1 ტრამვაის სულთანაჰმეთიდან კაბატაშამდე, შემდეგ კი 129 ნომერ ავტობუსს ბიოგლუს უნივერსიტეტიდან კადიკოიმდე.
შენი მეგზური:
თბილისი: გალაკტიონ ტაბიძის 18
✆ 514 861 861 – ნინო ✆ 514 807 807 – თეონა
✆ 514 895 895 – სოფი