ცოცხალი ქუჩები გაჟღენთილი ისტორიით – სტამბოლი ერთი დიდი სანახაობაა. ჩვენ თურქეთის ამ უდიდეს მეტროპოლისში უფასო ადგილებს და აქტივობებს გირჩევთ.

1. შედით აია სოფიას ბიზანტიურ ბაზილიკაში

ანტიკური სამყაროს ერთ-ერთი დიდი შენობა – აია სოფია (Hagia Sophia) ღიაა ყველა ვიზიტორისთვის, მას შემდეგ რაც 2020 წელს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. მისი გუმბათი მსოფლიოში სიდიდით მეორეა, ის მე-6 საუკუნეში ააგეს და დღემდე შთაგვაგონებს თავისი მდიდრული ფრესკებით, მოზაიკებით და ფერადი მარმარილოთი.

2. გაეშურეთ ელეგანტურ სულეიმანის მეჩეთისკენ

ოტომანების პერიოდის ეს მეჩეთიც (Süleymaniye) უფასოა დაინტერესებულ პირთათვის. ის სტამბოლის ძველი ქალაქის ისტორიულ მთაზე მდებარეობს. უზარმაზარი კომპლექსი მართლაც შთამბეჭდავი სანახავია.

3. ეწვიეთ რუსტემ პაშას მეჩეთს

ემინონუს ბაზრის ქუჩებში მდებარე ეს მეჩეთი (Rüstem Paşa) გასაოცრად მდიდრული ფილებით გამოირჩევა. უბრალოდ მოერიდეთ შიგნით შესვლას მაშინ, როდესაც ლოცვის დრო აქვთ, ამის შესახებ შესასვლელშივე შეიტყობთ სპეციალური ბანერის საშუალებით. ქალებისთვის აუცილებელია თავშალი.

4. მოიწყვეთ პიკნიკი გულჰანის პარკში

სტამბოლში პოპულარული დროის გასაყვანი აქტივობებია პიკნიკი და ბულვარში სეირნობა. აქ ბევრი მყუდრო პარკი და ბაღია საჯაროდ ღია. ძველი ქალაქის ქუჩებში თავს გულჰანი (Gülhane Park) იწონებს, ერთ დროს ტოპკაპის სასახლის ბაღი.

5. იხილეთ მეოთხე საუკუნის ვალენსის აკვედუკი

ეს უძველესი აკვედუკი (Aqueduct of Valens) ერთ დროს სტამბოლს წყალს აწვდიდა და გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა. მასიური თაღები გზაზე ფერადი უბნის მოედანს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. აქვეა პოპულარული ქაბაბის რესტორნებიც.

6. გაისეირნეთ დიდ ბაზარში

მას მსოფლიოს უდიდეს მოლსაც კი უწოდებენ. სტამბოლის დიდი ბაზარი (Grand Bazaar) 61 ქუჩისგან შედგება. აქ უამრავ უნიკალურ და საინტერესო ხელნაკეთ ნივთს იხილავთ.

7. დაათვალიერეთ პერას მუზეუმი

აქ თანამედროვე და კლასიკური ხელოვნების კოლექციები დაგხვდებათ. მათ შორის ოტომანების პერიოდიდან. მუზეუმი (Pera Museum) უფასოა ყოველ პარასკევს საღამოს 6 საათიდან 10 საათამდე.

8. მოინახულეთ ეიუპ სულთანის მეჩეთი

ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე წმინდა ადგილი (Eyüp Sultan Mosque), რომელიც სასაფლაოთია გარშემორტყმული, მთიდან ულამაზეს ხედს გვთავაზობს. ეს კომპლექტი მნიშვნელოვანი მოსალოცი ადგილია მუსლიმებისთვის.

9. დაესწარით ღონისძიებას სალთ გალათას კულტურის ცენტრში

ულამაზეს შენობაში მდებარე გალათას კულტურის ცენტრი (SALT Galata) და ბიბლიოთეკა სხვადასხვა ღონისძიებებს მასპინძლობს, მათ შორის საჯარო დისკუსიებს, ფილმის ჩვენებებს და აშ.

10. ჩაიძირეთ ბიოგლუს ხელოვნების გალერეებში

სტამბოლის ცოცხალი ხელოვნების სცენა ბიოგლუს (Beyoğlu) უბანში დაგხვდებათ. აქ ნახევარ დღეს ადვილად გაიყვანთ. სხვადასხვა გალერეების (Meşher, Yapı Kredi Kültür Sanat, Akbank Art, Depo, Galerist და Mixer) გამოფენები სრულიად უფასოა.

11. გაისეირნეთ ილდიზის პარკის ბილიკებზე

სასეირნო ბილიკები, სავსე ხეებით და უძველესი ნაგებობებით (Yıldız Park), საყვარელი ადგილია საპიკნიკოდ და სასეირნოდ.

12. ეწვიეთ აზიურ მუზეუმს

გარდა იმისა, რომ აქ დაგხვდებათ პანორამა ბოსფორზე, აზიური მუზეუმი (Aşiyan Museum) მეოცე საუკუნის სტამბოლის ცხოვრებას გაგაცნობთ. ამ პატარა სახლ-მუზეუმში ბევრი ვინტაჟური ავეჯი და ფოტოა.

13. მოინახულეთ ტიტები ემირგანის პარკში

ბოსფორის ნაპირებზე მომხიბვლელი ემირგანის პარკი (Emirgan Park) მდებარეობს, რომელიც განსაკუთრებით ლამაზი და ფერადია ტიტების ფესტივალზე, აპრილსა და მაისში. აქ ბევრი სათამაშო და საპიკნიკო სივრცე მდებარეობს და პოპულარული ადგილია ფოტოებისთვის.

14. ჩადით დაბლა ნაკილბენტის გვირაბებში

მიწისქვეშა გვირაბები, რომლებიც ბიზანტიელთა მმართველობის პერიოდით თარიღდება, შემთხვევით აღმოაჩნეს, როდესაც ერთ-ერთ შენობაში ხალიჩების მაღაზიას ხსნიდნენ. იპოდრომის მოპირდაპირედ მდებარე გვირაბები (Nakilbent Sarnıcı) ღიაა ვიზიტორებისთვის.

15. გაისეირნეთ ისტორიულ იპოდრომზე

ესეც მორიგი სასიამოვნო გასასეირნებელი ადგილი სტამბოლში, რომელიც ისტორიული იპოდრომის (Sultanahmet’s Hippodrome) ტერიტორიას წარმოადგენს.

16. დაისვენეთ მასკას პარკში

ეს ბაღი ნაკლებად ისტორიულია, ვიდრე ქალაქის სხვა მწვანე სივრცეები, თუმცა ადგილობრივებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. აქ (Maçka Park) დაგხვდებათ საბავშვო სივრცეც.