სტამბოლი იდეალური ადგილია იმისთვის, რომ თურქული სამზარეულოს მრავალფეროვნებით დატკბეთ. ჩვენ საუკეთესო ვარიანტებს წარმოგიდგენთ.
Döner/დონერი
თურქული კლასიკური საკვები გერმანიის ეროვნულ კერძადაც კი იქცა. დონერ ქაბაბი ბევრი ფორმით განვითარდა. მათ შორისაა: დურუმი – ხორცი შეხვეული ლავაშის პურში და ისკენდერ ქაბაბი – ხორცი ჩვეულებრივ პურში იოგურტით და ტომატის სოუსით.
İçli Köfte/იჩლი კოფტე
კოფტე, იგივე რაც ხორცის ბურთულა, გემრიელ თურქულ კერძს ქმნის ხრაშუნა გარსთან ერთად. მას ემატება ხახვი და ოხრახუში.
Lahmacun/ლაჰმაჩუნი
მიუხედავად იმისა, რომ მას “თურქულ პიცას” უწოდებენ, ლაჰმაჩუნი იტალიური საფირმო კერძის ინსპირაციით ნამდვილად არ შექმნილა. თხელ, ხრაშუნა ცომზე აწყობენ ხორცს, ლიმონს, ოხრახუშს, შემდეგ ამრგვალებენ და ისე მიირთმევენ.
Kebap/ქაბაბი
ქაბაბის ბევრი ვარიანტი არსებობს. ადანა და ურფა ცხვრის ხორცით გრილზე მზადდება. ბეიტი საქონლის ხორცია გახვეული ლავაშში, სისი კი ქათმის თურქული ქაბაბი.
Mantı/მანტი
პატარა დამპლინგები ხორცით ივსება, იხარშება, წიწაკა, ზეთი, ნიორი და პიტნა ერევა, შემდეგ კი იოგურტთან ან სოუსთან ერთად მოაქვთ.
Balık Ekmek/ბალიკ ეკმეკი
სტამბულის ერთ-ერთი საკულტო ტურისტული წასახემსებელი, სენდვიჩია გრილზე მომზადებული თევზით, ხახვით და სალათის ფურცლით.
Karnıyarık/კარნიარიკი
სტამბულის რესტორნებში საკმაოდ გავრცელებული კერძი მთლიანად მოხარშული ბადრიჯანია ხორცით და ოხრახუშით ტომატის სოუსში. ხანდახან აყოლებენ ბრინჯსაც.
Kadınbudu Köfte/კადინბუდუ კოფტე
ცნობილი კოფტეს მეორე ვერსია ესაა ხორცის ბურთულები კვერცხსა და ფქვილის ცომში, მიყვანილი სრულყოფილებამდე.
Hünkar Beğendi/ჰუნკარ ბეგენდი
ეს საოცარი კერძი ცხვრის ხორცის კუბებია ბადრიჯნის პიურეში, მომზადებული კარაქითა და მდნარი ყველით.
Pide/პიდე
უგემრიელეს, ნავის ფორმის ამ გამომცხვარ ცომს თურქები სხვადასხვა ინგრედიენტებით ავსებენ: ხორცით, ისპანახით, კვერცხით, თურქული ცხარე სოსისით და სხვა.
Yaprak Sarma/იაპრაკ სარმა
ეს კერძი ქართული სამზარეულოსთვისაც ნაცნობია. კომბოსტოს, ჭარხლის ან ყურძნის ფოთლებში მოხარშული ხორცი ან ბრინჯი იფუთება და ლიმონით ირთვება.
Su Böreği/სუ ბორეგი
ბორეკი მრავალშრიანი ცომეულია, რომელსაც ისპანახით, კარტოფილით ან ფარშით ავსებენ და ღუმელში აცხობენ.