მონუმენტებსა და სიმბოლოებს შორის, რომლებიც ამა თუ იმ ქალაქის რუკაზე ღირსშესანიშნაობებად არიან მონიშნულნი, ყველა ისტორიული და კულტურული ქალაქი გვთავაზობს სასიამოვნო სანახაობებს. რომს კი “მარადიულ ქალაქს” ტყუილად არ უწოდებენ. ინახულეთ კოლიზეუმი, პანთეონი და ტრევის შადრევანი, მაგრამ რეალური რომის გასაცნობად მის სხვა უბნებს უნდა დაუთმოთ ყურადღება. ჩვენ 6 მათგანს წარმოგიდგენთ.

1. Garbatella Storica – საუკეთესო უბანი ავთენტური რომაული ცხოვრების შესაგრძნობად

იმისათვის, რომ აღმოაჩინოთ რომის სხვა მხარე, ტურისტული რიგებისგან მოშორებით, ამ უბანს მიაკითხეთ, ქალაქის ყველაზე უნიკალურ მხარეს. ის საუკუნის წინ შეიქმნა სამუშაო კლასის წარმომადგენელი ოჯახებისთვის და მის ურბანულ დაგეგმარებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მწვანე სივრცეებს.აქ ნახავთ ადამიანებს, რომლებიც რწყავენ თავიანთ პომიდორს ან ბავშვებს, რომლებიც ქუჩებში თამაშობენ. მეტროს B ხაზის საშუალებით, რომის ცენტრიდან, აქ 15 წუთში მოხვდებით, ფეხით 1 საათში. ამ უბანში დაგხვდებათ ბარ-რესტორნებიც, მათ შორისაა საკულტო – Bar Cesaroni.

2. Ostiense და San Lorenzo

საუკეთესო რომაული უბნების აღმოსაჩენად, წადით რომის სამხრეთ ნაწილში, ოსტიენსესკენ, რომელიც ცნობილია თავისი პირამიდით. ოთხშაბათიდან კვირის ჩათვლით აქ ვინტაჟ ბაზრობები ეწყობა. ეს გურმანებისთვისაც საინტერესოა, რადგანაც გასტრო-უბანია. რომაული კედლების უკან, ტერმინის სადგურთან კი სან ლორენცოს უბანია. აქ ქუჩის ხელოვნებით დატკბებით.

3. Pigneto და Centocelle – საუკეთესო უბნები სასმლისთვის

ერთი სასმლის ჭიქა იქცევა სამად, ხოლო მაგიდა შემომატებული ახალი მეგობრებით იზრდება – ასეთი სპონტანურობით ახასიათებენ რომის ბარებს. საუკეთესო ბარები კი სწორედ ამ უბნებში შემოგეგებებათ.

4. Testaccio – საუკეთესო იტალიური კვების მოყვარულთათვის

კარგ საჭმელს რომში ყველგან აღმოაჩენთ, მაგრამ საუკეთესოს ამ უბანში დააგემოვნებთ. ეს ქალაქის გასტრონომიული გულია. ჩვენ გირჩევთ cacio e pepe-ს (სპაგეტის ყველით და წიწაკით). დასხედით ოჯახების გარემოცვაში და ყური მიუგდეთ ფეხბურთის თამაშისთვის დამახასიათებელ ექოს ქუჩებიდან. თუ ბავშვობა ქალაქში გაქვთ გატარებული, აქაური ატმოსფერო ნოსტალგიებს გაგიღვიძებთ მასზე.

5. Prati – საუკეთესო უბანი დასარჩენად

ვატიკანის წმ. პეტრეს ბაზილიკის უკან მდებარე უბანი პრატი რომის საიდუმლოებებით მოცული უბანია. ის მდებარე ტიბერის დასავლეთ სანაპიროს ესაზღვრება და არქიტექტურულ მიქსს წარმოადგენს. რომაული არდადეგების გასატარებლად ის საუკეთესო ლოკაციაა. პრატი ქალაქის დანარჩენ ნაწილს მეტროს B ხაზით უკავშირდება, ოტავიანოს და კიპროს სადგურებით, რომლებიც ტერმინის სადგურზე 15 წუთში მიგიყვანენ. ტიბერის გასწვრივ სასეირნო და საველოსიპედო ბილიკებია მოწყობილი, რაც მშვის გასეირნებას გთავაზობთ. ასევე, აქ შოპინგითაც ისიამოვნებთ. ამ მხრივ,Cola di Rienzo და via Ottaviano ქალაქის საუკეთესო ქუჩებია. პრატი გამოირჩევა ბიუჯეტური კვების სივცეებითაც.

6. Trastevere – საუკეთესო უბანი ოჯახებისთვის

ტრასტევერეს ქვაფენილიანი ქუჩები და ფოტოგენური კუთხეები მას საკმაოდ მიმზიდველ ატმოსფეროს უყალიბებს. ბოლო წლებში ის იმ სტუდენტებს უყრის თავს, რომლებიც ამ ქალაქში სწავლობენ. ადვილად გასავლელი საფეხმავლო ქუჩები თავისი რომის უძველესი ბაზილიკით სანტა მარია, ოჯახური დასვენებისთვის ზედგამოჭრილია. აქ მანქანებით სიარული უმეტეს ნაწილში შეზღუდულია, აქ მდებარეობს ბოტანიკური ბაღიც 7000-მდე მცენარით. აქედან ნამდვილად წაიყოლებთ ისტორიებს რომზე!

იხილეთ ასევე: საუკეთესო სანაპიროები რომში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მიხვალთ